x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
მღვდლის 18 წლის შვილი "რუსულ რულეტს" შეეწირა
image

საშიში გართობის მონაწილე გასროლის შემდეგ ცოტა ხანში გარდაიცვალა - ექიმებმა მისი გადარჩენა სცადეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს.


მოსკოვის შემოგარენში, ერთ-ერთი ეკლესიის მღვდლის 18 წლის ვაჟი დაიღუპა. საღამოს სტეპანი სახლში არ დაბრუნდა, გვიან ღამით კი პოლიციამ დაურეკა მის მშობლებს და აუწყა საშინელი ამბავი: ბიჭი მეგობართან ერთად თამაშობდა რუსულ რულეტს, რა დროსაც ფორტუნა მის მხარეზე არ აღმოჩნდა, იუწყება KP.ru

სტეპანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბიჭს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ნაჭრილობევი აღნეიშნებოდა, ორი დღის განმავლობაში ექიმები ცდილობდნენ პაციენტის სიკვდილის კლანჭებიდან დახსნას, მაგრამ უშედეგოდ: მისი გარდაცვალების დეტალები, მხოლოს ორ კვირის შემდეგ გახდა ცნობილი.



"ჩვენ თვითონ სინამდვილეში არაფერი ვიცით, ის ნახაბინიდან სახლისკენ მიდიოდა, მასთან იყო მისი ერთი მეგობარი. რატომღაც ისინი სოფელ ლეშკოვში ჯართის შეგროვების პუნქტის ტერიტორიაზე შევიდნენ. იქ მოხდა ყველაფერი. ვისი პისტოლეტი იყო უცნობია. მითხრეს, რომ ბაზის მეპატრონის, მისი სახელია ალექსეი, დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს. გავიგე, რომ ის ადრე მასზე გარკვეულ ადმინისტრაციული სასჯელი იყო" -აღნიშნა ბიჭი მამამ.


ბავშვობიდან სტეპანი დადიოდა ეკლესიაში, სადაც მამას ხშირად ეხმარებოდა. მრევლი მასზე საუბრობს, როგორც კეთილი და კარგი ბიჭი. მამის თქმით, როდესაც მის შვილს 18 წელი შეუსრულდა, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, გვიან მოდიოდა სახლში და თითქმის არ საუბრობდა საკუთარ ცხოვრებაზე. ტრაგიკული ინციდენტის გამოძიება გრძელდება.


რუსული რულეტი-ექსტრემალური აზარტული თამაშია, ან სანაძლეო, რომელიც შესაძლო ლეტალური შედეგით სრულდება. თამაშის წესების თანახმად, ერთი ან მეტი ვაზნა იტვირთება ცარიელ რევოლვერის ბარაბანში ისე, რომ დარჩეს მჭიდში ცარიელი ადგილები, რის შემდეგაც ბარაბანი რამდენჯერმე ტრიალდება ისე, რომ მოთამაშეებმა არ იციან, საბოლოოდ რა პოზიციაზე გაჩერდება ბარაბანი. ამის შემდეგ, მოთამაშეებს მორიგეობით მიაქვთ რევოლვერის ლულა საკუთარ საფეთქელთან და აჭერენ სასხლეტს.


რუსული რულეტი აღწერილია პირველად რუსი მწერლის ალექსანდრე გრინის ნაწარმოებში(1813წ), ხოლო თავად ტერმინი დამკვიდრდა 1937 წელს ამერიკელი ჯორჯ სურდეზის მიერ, რომელიც ჟურნალ «Collier’s Weekly»-სი სტატიაში საუბრობს რუსულ რულეტზე.

image

გამოთქმა "რუსული რულეტი" ზოგჯერ ხატოვნად გამოიყენება რისკიანი ქმედების აღსანიშნავად, რომელსაც პოტენციურად საშიში და არაპროგნოზირებადი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

0
229
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0