x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
უარის თქმის ნამდვილი ხელოვნება შარლოტა ბრონტესგან
შარლოტა ბრონტემ მე-19 საუკუნეში არ იცოდა ტერმინი "ასერტიული უარი", რომელიც 21-ე საუკუნის პირმშოა, მაგრამ მისი წერილი სწორედ ასერტიული უარია.
image


ასერტიულობა ეს არის კომუნიკაციის სტილი. კერძოდ, გულისხმობს საკუთარი პიროვნული სურვილების ისე გამოხატვას, რომ ამავდროულად არ დაირღვეს სხვა ადამიანის უფლებები. ასერტიულობა პიროვნების ის კომპონენტია, რომლის გარეშეც შეუძლებელია სრულფასოვანი ურთიერთიერთობა ადამიანებთან, საკუთარი თავის გამოხატვა და დამკვიდრება.

როდესაც ჯეინ ეარის ავტორმა შარლოტა ბრონტემ მიიღო ხელის თხოვნის წერილი უახლოესი მეგობრის ძმისგან, პასუხს მთელი თვე მოანდომა. რიტორიკული იქნება, რა თქმა უნდა კითხვა: რატომ ფიქრობდა ქალი პასუხზე ამდენ ხანს, როცა შეეძლო, მაშინვე მიეწერა ან თანხმობა ან უარი?

შარლოტა ბრონტეს წერილი ეს არის ასერტიული უარის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება არ დააკმაყოფილო ადამიანის ნებისმიერი თხოვნა, გააკეთო მისთვის რაღაც მნიშვნელოვანი, თუ შენთვის ამის გაკეთება სასიამოვნო არ არის, ან ეწინააღმდეგება შენს სურვილებს.

ასეთი უარით არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მთხოვნელსაც გადაარჩენთ გაუგებრობისგან.



"ჩემო ძვირფასო ბატონო,
ვიდრე თქვენს წერილს ვუპასუხებდი, შეიძლებოდა ამ წინადადებაზე ფიქრში დიდი დრო გამეტარებინა, თუმცა იმ წამიდან როცა ეს წერილი მივიღე, ყურადღებით წავიკითხე და განვსაზღვრე რომელი გზა ამერჩია, ჩემთვის მეტად დაყოვნება სრულიად უსაფუძვლო იქნებოდა.
კარგად იცით, ბევრი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ თქვენს ოჯახს პატივს ვცემდე. მაქვს განსაკუთრებული მიზეზები, რომ თქვენი დებიდან თუნდაც ერთი განსაკუთრებულად მიყვარდეს და ამასთან, თქვენც დიდ პატივს გცემდეთ.


მცდარ მოტივებს ნუ მიაწერთ, თუ ჩემი პასუხი თქვენს წინადადებაზე ნეგატიური იქნება. გადაწყვეტილების მიღებისას. მერწმუნეთ, სინდისის კარნახს უფრო მივდევდი, ვიდრე ზემოხსენებულ კავშირებს. თქვენთან შეუღლებასთან მიმართებით არანაირი პირადი წინააღმდეგობა არ მაქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩემი ხასიათი ვერ განსაზღვრავს ისეთი კაცის ბედნიერებას, როგორიც თქვენ ხართ.
ყოველთვის ჩვევად მქონდა შემესწავლა მათი ხასიათი, ვის შორისაც ყოფნა მიწევდა. ვფიქრობ, ვიცი და შემიძლია წარმოვიდგინო, როგორი ქალი შეგეფერებათ მეუღლედ. მისი ხასიათი არ უნდა იყოს ზედმეტად შესამჩნევი, მგზნებარე და ორიგინალური. ის უნდა იყოს მშვიდი, ღვთისმოსავი, მხიარული სულის ადამიანი. მისი პირადი მიმზიდველობა თქვენს თვალებსაც უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას და თქვენს სამართლიან სიამაყესაც აკმაყოფილებდეს. რაც შემეხება მე, კარგად არ მიცნობთ. მე არ ვარ ის სერიოზული, დინჯი, მშვიდი ადამიანი, რომელსაც თქვენ ელით. შეიძლება იფიქროთ, რომ რომანტიკოსი ვარ ანდა ახირებული, შეგიძლიათ თქვათ, რომ სატირული ან სასტიკი ვარ, თუმცა მეზიზღება ტყუილი. მხოლოდ დაქორწინებულის ღირსების მოსაპოვებლად და „შინაბერას“ სტატუსისგან თავის დასაღწევად ვერ გავყვები ღირსეულ კაცს, როცა დარწმუნებული ვარ, რომ არ შემიძლია მას ბედნიერება მოვუტანო.
მშვიდობით! ყოველთვის მესიამოვნება თქვენგან მეგობრული მოკითხვა.
გულწრფელად და პატივისცემი,
თქვენი შარლოტა ბრონტე



0
156
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0