x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როცა მოსწავლე გულწრფელია (სამოქალაქო განათლება - კომპლექსური დავალება) თემა: დისკრიმინაცია. მე-9 კლასი
imageიმედია, სტატიის ავტორს გულწრფელობისთვის ასეთივე წკიპურტით არ მოისვრიან სკოლიდან:


ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2013 წელს საქართველოს დაეკისრა ვალდებულება მიეღო კანონი, რომელიც დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების აღმოფხვრისკენ იქნებოდა მიმართული. პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი 2014 წლის 2 მაისს ხმაურიანი განხილვების შედეგად მიიღო. კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

ხმაურიანი განხილვები სწორედ საზოგადოებაში არსებულმა და ღრმად ფესვგამდგარმა სტერეოტიპებმა გამოიწვია. განხილვებს ესწრებოდნენ სასულიერო პირები, არასამთავრობო ორგანოები და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომელთა დიდი ნაწილი წინააღმდეგობას უწევდა კანონის მიღებას.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა, რომ „ჰომოსექსუალობის ნორმად ქცევა“ მიუღებელია და კანონპროექტის მხარდამჭერებს ანათემით დაემუქრა.

პარლამენტს მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც და მოუწოდა, კანონპროექტის მიღება გადაედო: „ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვან ამ კანონპროექტში ცნებების „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ შემოტანა ხალხში დიდ ვნებათაღელვას იწვევს, რადგან ჩვენი მოქალაქეების პიროვნული უფლებები ისედაც თანაბრად დაცულია საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით. ღვთის მცნებებიდან გამომდინარე, მორწმუნე საზოგადოება არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს სამართლიანად მიიჩნევს მომაკვდინებელ ცოდვად, ხოლო წარმოდგენილი ფორმით ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს თვლის ამ ცოდვის პროპაგანდად და დაკანონებად.“


განხილვის პროცესის მიმდინარეობისას ჩანდა, რომ ზოგიერთი დეპუტატისთვის სასულიერო პირთა პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც აქტიურად გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ, გარდა ამისა, პარლამენტის წინ პერიოდულად სასულიერო პირებისა და მართლმადიდებელი მრევლის აქციაც მიმდინარეობდა, რომლებიც მოითხოვდნენ პარალმენტისგან, უარი ეთქვა კანონპროექტის მიღებაზე.


პარალელურად, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა კონსულტაციები პარლამენტსა და სასულიერო პირებს შორის. კანონის მიღებამდე, მცირე ხნით ადრე, ხელისუფლებამ სასულიერო პირების გარკვეული ნაწილის დარწმუნება მოახერხა იმაში, რომ კანონის მიღება აუცილებელი იყო. კონსულტაციების დასრულების შემდეგ, მოლაპარაკებებიდან გამოსულმა სასულიერო პირებმა პარლამენტთან შეკრებილ ხალხს დაშლისაკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, ისინი დარწმუნდნენ, რომ კანონი მართლმადიდებლურ ფასეულობებს საფრთხეს არ უქმნის.

სტერეოტიპებს შორის ასევე შეიძლება დასახელდეს განსხვავებული რასის მქონე ადამიანზე დაქორწინების წინააღმდეგ გამოხატული ანტიპათია. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, სადაც შავკანიანი სასიძო ქართული ჩოხით იდგა ქართველი პატარძლის გვერდით, ფართო მასების ვნებათაღელვა გამოიწვია. წყვილს შეურაცხყოფდნენ, აგინებდნენ, ლანძღავდნენ.

რასობრივი დისკრიმინაციის მოწმე თვითონ გავხცდი, როცა მეტროში შავკანიან მამას პატარა მულატი გოგონა ახლდა. ქართველმა მამაკაცმა მატარებლის კარში გასვლისას ბავშვს ხელი მიზანმიმართულად ისე უხეშად გაჰკრა, რომ გოგონამ სიმწრისგან იკივლა, საქმე იმაშია, რომ ბავშვის ქართულად დაყვირებამ“ვაიმე დედიკო, მეტკინა!“ მამაკაცმა გააგრძელა გზა უწმაწური შეგინებით, ბავშვის ტირილმა კი საზოგადოებნის მხრიდან ემპათია არც კი გამოიწვია.

რელიგიასთან დაკავშირებული სტერეოტიპები განსაკუთრებით იკვეთება ასევე სხვადასხვა რელიგიების მქონე პირთა ქორწინებისას. მაგალითად, სიძულვილის ენით მიუმართავთ ასეთი ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვისთვის, როცა მამა მუსლიმი იყო „ შე თათარო“

ღა თქმა უნდა, ასეთი დისკრიმინაციისა და სიზულვილის ენით საუბრის წინააღმედგი ვარ, რადგან ქართული სიმღერისა არ იყოს „ კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე“, თუმცა რამდენიმე დღის წინ მოვისმინე სოფიო შამანიდმა როგორ მიმარტა ადამიანის უფლებათა დაცვიოსა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს კითხვით, რომელსაც თვითონ რიტორიკული უწოდა, მაგრამ სულაც არ მიმაჩნია რიტრიკულად:

"თუ კი სენაკში მცხოვრები ქრისტიანები არ ზეიმობენ ნოვრუზს, რატომ ზეიმობს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა ანდრია პირველწოდებულის დღესასწაულს ან შობას? " ( ზეიმში, როგორც მიხვდით, დასვენების დღეები იგულისხმა)

მიუხედავად ნებიმისერი რელიგიისადმი დიდი პატივისცემისა, რაც არაერთხელ გამომიხატავს ხმამაღლა, მეც მაქვს კითხვის კითხვა ამ ქალბატონთან, მერე რა, რომ დეპუტატი არ ვარ? ბევრ დეპუტატზე მეტადაც შემტკივა გული ამ ქვეყანაზე,

ჩემი კითხვა: მეზობელ თურქეთშიც და აზერბაიჯანშიც ცხოვრობენ ეროვნებით ქართველი ქრისტიანები და, ეგებ, ქალბატონმა სოფიომ დამისახელოს, ჩამოთვლილთაგან რომელ ქვეყანაში „ზეიმობენ“ ქრისტიანულ დღესასწაულებს?

ჩვენი დღესასწაული იზეიმონ კი არა, ისტორიულად ქრისტიანული აია სოფიას ტაძარი თურქებმა მეჩეთად გადააქციეს! მაქვს გამეჩეთებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩემი ხელით გადაღებული ფოტოები, როგორაა გადაფხეკილი და აგლეჯილი ფრესკები. აზერბაიჯანში "ზეიმობს“ ვინმე ქრისტეს შობას და აღდგომას?? მუდამ ჩვენი ქვეყანა რატომ უნდა იყოს ყველაფერში დამთმობი, თავწახრილი და ხელგაშლილი? წინა საუკუნეებში ქართველთა სტუმართმოყვარეობამ და ხელგაშლილობამ არ ვნახეთ, რა ნაყოფი გამოიღო გინდ აფხაზეთთან და გინდ სამაჩაბლოსთან მიმართებაში?

დააწესონ ქრისტიანული დღესასწაულების შესაბამისი დასვენების დღეები მუსლიმურ ქვეყნებში, "იზეიმონ" ჩვენი ქრისტეს შობისა და აღდგომის დღესასწაულები და მერე ავიღოთ მაგალითი ჩვენ მათგან ამ დიდსულობნების!
რაც შეეხება დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ვთვლი, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება საკუთარი ცხოვრება ისე წარმართოს, როგორც მას სურს და ამისთვის არავის განვსჯი, განვიკითხავ და დავამცირებ ისე, როგორც ეს დრეს სქართველოში ხდება სწორედ სტერეოტიპების გამო, თუმცა აქვე მინდა გულწრფელი ვიყო და ვაღიარო, რომ თუკი ჰეტეროსექსუალები ზურგზემოკიდებული თავიანთი საწოლებით არ აწყობენ აღლუმებს, რა საჭიროა აღლუმები გამართონ ჰომოსექსუალებმა? ჰომოსექსუალები თვლიან, რომ მათი მდგომარეობა მათთვის ნორმაა ისევე როგორ ჰეტეროსექსუალებისთვის, ძალიან კარგი, თუკი ეს ასეა ( არ ვარ ჯერ მედიცინაში კარგად გარკვეული), თუკი განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არც პათოლოგიაა და არც გადახრა, მაშინ რა საჭიროა აღლუმებზე საკუთარი ინტიმური საკითხების გადმოფრიალება? ჰეტეროსექსუალები ხომ არ აფრიალებენ? ზოგადად, მიმაჩნია, რომ ჰომოა თუ ჰეტეროსექსუალი, არ აქვს მნიშვნელობა, საკუთარი ინტიმური საკითხების გადმოფრიალება და სხვებისთვის თავსმოხვევა უკულტურობა მგონია. ეგებ და მე არ მსიამოვნებს სხვისი შიშველი გენიტალიების დანახვა ქუცაში ჰეტეროიქნება თუ ჰომოსექსუალი? მე თუ უნდა ვცე პატივი სხვის უფლებებს, ჩემს უფლებებსაც ხომ უნდა სცენ სხვებმა პატივი და არ მიფრიალონ ცხვირწინ ის, რისი გამოფენაც ჩემთვის მიუღებელია და ცუდ გუნება-განწყობილებაზე დამაყენებს?

ასაკის მიხედვით დისკრიმინაციული სტერეოტიპია მაგალითად ის, რომ ბავშვი ყოველთვის დამნასავეა, უფროსი ყოველთვის მართალია. ან კიდევ სიკრიმინაცია მოხუცების მიმართ, რომელთაც არაპირდაპირ ანუ ირიბად ზედმეტ ბარგად მიიჩნევენ და კაპიკებს უხდიან პენსიის სახით. ასაკის მიხედვით დისკრიმინაციად მიმაჩნია ისიც, რომ სამსახურებში, მათ სორის საჯაროშიც და სხვადასხვა სასწავლებლებშიც არსებობს მიღებისას ასაკობრივი ზღვარი. 40 წლის ზევით ადამიანებს უკვე თავს პენსიის გარეშე პენსიონერებად აგრძნობინებენ და მუდამ ახალგაზრდებს აყენებენ წინ, არადა, ერთ დროს ჩვენც დავბერდებით .

სქესობრივი დისკრიმინაციის თაობაზეც მაქვს ჩემი მოსაზრება. ქალთა მიმართ ძალადობა ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია. თუმცა უკანასკნელ პერიოდში გახშირდა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხით სპეკულირება ქალების მხრიდან. ჩვენ ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ, რომ ბოლო დროს გახმაურებული საქმეებისას ქალთა მიმართ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, თუმცა ინტერვიუები, რომელიც მედია საშუალებებით გაცხადდა, ორაზროვანია და კითხვის ნიშნებს აჩენს, რამაც საზოგადოებრივი აზრის არაერთგვაროვნება გამოიწვია.

როგორც ფსიქოლოგიის დოქტორი ჰელენ სმიტი აღნიშნავს, ბოლო დროს ომი მიმდინარეობს მამაკაცების წინააღმდეგ. „...მე ფემინისტი ვარ, რადგან მჯერა თანასწორობის, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს ქალთა უპირატესობას. მოხდა ისე, რომ თანასწორობისთვის კანონიერი მოძრაობა გადაიქცა მთლიან პოლიტიკურ სისტემად, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, რომ ქალებს აქვთ განსაკუთრებული პრივილეგიები და რაც უფრო მეტი პრივილეგია აქვთ, მით მეტი უფლებაც აქვთ"

ჩემი აზრით, გენდერულ თანასწორობას უნდა ახასიათებდეს თანაბარი უფლებები და პასუხისმგებლობები. სიტყვა თანასწორობაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ რომელიმე სქესი არ უნდა იყოს არც პრივილეგირებული და არც მეტ უფლებამინიჭებული, არცერთი სქესი არ უნდა იქცეს სექსიზმის მსხვერპლად. ამასთანავე, კაცთა მიმართ ძალადობა ქალთა მიმართ ძალადობასთან შედარებით ნაკლებად სერიოზულად არ უნდა აღიქმებოდეს. არცერთი სქესი არ უნდა იყოს ინდულგენცია, თუ თუ ერთი მეორეზე ძალადობს.

ვგმობ როგორც ქალთა მიმართ ძალადობას, ასევე მამაკაცთა მიმართ ძალადობას, რადგან ძალადობას სქესი არ აქვს. ასევე მიუღებელია ქალის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების ბოროტად გამოყენება, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი პირადი სარგებლის მისაღებად ბოლო დროს. მე არ ვეწინააღმდეგები ზომიერ ფემინიზმს. თუმცა რადიკალურ ფემინისტებს შევახსენებ, რომ მიუღებელია გენდერული თანასწორობის სახელით შელახული იყოს მამაკაცთა უფლებები. ჩემს ოჯახში, როცა უკანასკნელი მამაკაცი წევრი გარდაიცვალა და დავრჩით სხვადასხვა თაობის 3 მდედრობითი სქესი, ძალიან გააზრებულად და პრაქტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავ, რამდენად რთულია მარტო ქალებისთვის რაგინდ ძლიერებიც არ უნდა იყოს, გაუმკლავდნენ თუნდაც ყოფით პრობლემებს, რაც მამაკაცის ფიზიკური სიძლიერით გვარდება. ვიცი, ეს არ მოეწონება ბევრს, მაგრამ როცა სახლში მძიმე ნივთების გადადგმა გვიწევს და 3 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ტირილით ვექაჩებით, უცებ მეზობლის მამაკაცს ვთხოვთ და ის ამ ნივთს ციმციმ გადადგამს. თუმცა არ იფიქროთ, რომ ამით მამაკაცის უპირატესობაზე მინდა ხაზგასმა. მიმაჩნია, რომ რაღაც მხრივ ქალებს, ხოლო რაღაც მხრივ მამაკაცებს აქვთ ბუნებრივი უპირატესობა და ავსებენ ერთმანეთს ჰარმონიულ ურთიერთობაში. გადაჭარბებული ძალიხსხმევით ქალთა უფლებების გაძლიერებაზე ბრძოლამ კი შეიძლება დისბალანსი გამოიწვიოს და საბოლოო ჯამში მოსპოს ქალსა და მამაკაცს შორის ჰარმონიული ურთიერთობის მთავარი საყრდნობი და საფუძველი - ნდობა.

დაბადებისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დისკრიმინაცია. ჩვენში მოდაშია ადამიანების დამცირება სიტყვით „სოფლელი“ და „პროვინციელი“. ზოგჯკერ ამ ორ სიტყვაში არა ტერიტორიას, არამედ მენტალობას გულისმობენ, მაგრამ რაც არ უნდა იგულისხმონ, აბა, ჩაიხედეთ სოფელში მცხოვრები ადამიანის გულში, როგორ მტკივნეულად მოხვდება მის ყურს ასეთი სიტყვები. რაშიც სოფლურ აზროვნებას გულისხმობენ, მე სიტყვა „სოფლელს“ ვანაცვლებ „პლებეურით“. ანუ პლებეური აზროვნება. სოფლელი იყო გალაკტიონი, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ახვლედიანი და შეედაროს ბარე ორი ქალაქელი.

აქვე მინდა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ერთ დისკრიმინაციაზე გავამახვილო ყურადღება, რადგან ამ საკითხში მომიწია ჩამეხედა.
როცა საქართველოს „ახალი“ კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა, არაქუთაისელ საჯარო მოხელეებს აძლევდნენ ბინების დასაქირავებლად კომპენსაციას, 300 ლარს. ქუთაისელებს კი სახლი გაქვთ ქუთაისშიო და არ უხდიდნენ. შემდეგი „ახალი“ კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტი გადავიდა თბილისში. დაბრუნდა თუ გადავიდა, აქ მთავარი ქვეყნის უზენაესი კანონის შესაბამისად ადგილმდებარეობის ცვლაა . თბილისში დაწესებულებას გადაჰყვა ქუთაისელი თანამშრომლები, რომელთაც სახლი არ აქვთ თბილისში, მაგრამ მათ არავინ აძლევს ამის გამო კომპენსაციას მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ბინის დაქირავება ორჯერ ძვირია. ეს არ არის არათანაბარ პირობებში ჩაყენება ადამიანების? რა თქმა უნდა, არის!

სიმდიდრისა და სიღარიბის მიხედვით დიკსრიმინაციაც დაგმობილია ანტიდისკრიმინაციული კანონით. თუმცა აქაც დიდი და ღრმა უფსკრულია რეალობასა და დაწერილს შორის. ქვეყანაში პლუტოკრატიული მმართველობაა და დეპუტატობის კანდიდატადაც არ მოგიაზრებენ, თუ ფული არ გაქვს, „რადგან არჩევნებს ფული იგებს“. ეს სტერეოტიპი არ არის საფუძველმოკლებული. ვხედავთ, ვაანალიზებთ. თუ მდიდარი არ ხარ, ვერ ისწავლი საერთაშორისო ამერიკულ სკოლაში, ევროპულ სკოლაში, ფრანგულ კერძო სკოლაში, სადაც მხოლოდ მდიდრების, პრემიერ-მინისტრების, მინისტრების, დეპუტატების შვილები სწავლობენ მაღალი გადასახადების გამო. და ასეა არა მარტო საქართველოში. თუ ფული არ გაქვს, ვერ მისწავლი, მაგალითად, ჰოლივუდის ოსკარის დამფუძნებელ კინოაკადემიის სასწავლებელში. ფულთან ერთად ნეპოტიზმი და ქრონიზმი მძვინვარებს. მაგალითად, სულ ახლახან დევნილი ბიჭი ნიკოლოზ ბოლქვაძე ჩაირიცხა ჰოლივუდის ოსკარის დამფუძნებელი კინოაკადემიის სასწავლებელში და გადასახადის სიდიდის გამო ვერ მიდიოდა, კინოაკადემიამ მოწერა, 30%-ს დაგიფინანსებთ, ოღონდ ისეთი ნიჭიერი ხარ, აუცილებლად ჩამოდიო. წერა ნიკოლზმა განცხადებები პრემიერის სახელზე, თბილისის მერის სახელზე, განათლების მინისტრის სახელზე, ფონედის, ბანკების მმართველების სახელზე და არსაიდან ხმა, არსით ძახილი. სრული დუმილი. თვალით არასდროს მინახავს ეს ბიჭი, მაგრამ ნიჭიერ ბიჭს სწავლა უნდოდეს და ვერ სწავლობდეს-თქო, გული გვეტკინა და სოციალურ ქსელში აქტიურად გავავრცელეთ მისი ანგარიშის ნომერი და ისევ გაჭირვებულმა ხალხმა ურიცხა ზოგმა 1 ლარი, ზოგმა ემიგრანტმა 100 ლარი. მაინც ვერ შეკოწიწდა საჭირო თანხა. კინოაკადემიიდან მოვიდა მორიგი წერილი: ოღონდ ჩამოდი და გადაგიდებთ სწავლის წელს და ახლა 40%-ით დაგიფინანსებთო. ანუ ნიკოლოზი ნიჭიერია, სხვა ქვეყანა უხდის 40%-ს, საკუთარი ქვეყანა არცერთ %-ს! ნიკოლოზს რომ ბევრი ფული ჰქონდეს - მდიდარი იყოს, ან თანამდებობის პირის ნათესავი ან მეგობარი იყოს, ეს ყველაფერი ციმციმ მიერთმეოდა ერთი „ზარით ზევიდან“.

ადამიანის უფლებების დასაცავად არსებობს სხვადასხვა სტრუქტურები : სახალხო დამცველი და მისი აპარატი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში - მთავრობის ადმინისტრაციაში ადამიანის უფლებების დაცვის სამსახური, საკანონმდებლო ორგანოში ანუ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. 23 ივნისს სახალხო დამცველი პარლამენტს წარუდგენს 2020 წლის ანგარიშს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმარტულებით მდგომარეობაზე. მომიწევს მოსმენა.

კონსტიტუცია სახალხო დამცველს უფლებამოსილებას ანიჭებს გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, მაგრამ დამრღვევთა დასჯა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული მანდატის ფარგლებს სცდება. ამიტომ სახალხო დამცველი სასამართლოში გამოდის როგორც „ სასამართლო მეგობარი მხარე“.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა გარანტირებულია ქვეყნის უზენაესი კანონით - კონსტიტუციით, თუმცა ცალკეული მიმართულებით არსებობს სხვა დოკუმენტებიც. მაგალითად, გასულ წელს მიიღეს ბავშის უფლებათა კოდექსი.

არსებობს საერთაშორისო აქტები და ხელშეკრულებები, მაგალითად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, გამოცხადებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი; გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ბავშვთა უფლებების კონვენცია 1989 წლის 20 ნოემბერს მიიღო.

დავალებაზე მუშაობის დროს მთავარი სტრატეგია იყო იმ ყველაფრის თავმოყრა, რაც ძალიან პატარა ასაკიდან დღემდე მესმის. რადგან მშობელი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიზე მიმაგრებული პრესცენტრის თანამშრომელია 20 წელია და მუდამ მესმოდა უფლებები და უფლებები, დისკრიმინაცია და დისკრიმინაცია. თუმცა მუდამ ვფიქრობდი, რომ ფურცელზე ერთს წერდნენ და რეალობაში სხვა რამ ხდებოდა რადგან, დედა მარტოხელაა და სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე 8 საათიანი სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ მის სამსახურში შუაღამემდე მიწევდა ყოფნა, ან გასვლით ღონისძიებებზე ვახლდი სათადარიგო საბურავივით მანქანაში ან ღონისძიებაზე. ზოგჯერ ღამის თევითაც, მესმოდა ბავშვის უფლებების დაცვაზე მაღალ-მაღალი ლოზუნგები და ამ დროს მე მშიერს და მწყურვალს მის სამუშაო ოთახში მაგიდის ქვეშ მეძინა, რადგან დედა ჩადგმით იჯდა კომიტეტის სხდომებზე ან ღონისძიებებზე და შიფრავდა და შიფრავდა დეპუტატების გამოსვლებს. ერთ კვირა დღეს, მგონი თავისუფალი დღე მეღირსაო და ზოოპარკში წამიყვანა დედამ, შევედით და მგლების გალიებსაც ვერ გავცდით დასატვალიერებლად, რომ სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტიდან ურეკავენ, სასწრაფოდ ბრიფინგი დაინიშნა და სამსახურში უნდა მოხვიდეო, დამტაცა ხელი და გავქანდით ბრიფინგზე. ეს ძალიან მწარედ დამამახსოვრდა.
მახსოვს იუნისეფის წარმომადგენლის საქართველოში ხასან ხალილის გამოსვლაც 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ტაშები და ბედნიერი სახეები, მინდოდა მიმერბინა და მეთქვა მისთვის, რომ მხოლოდ ფურცლებზე ვართ დაცულები და რეალურად აგერ ვარ შელახული უფლებების ცოცხალი მაგალითი-თქო. ვერ გავბედე. სემეშინდა დედა არ დაესაჯათ მერე ამისთვის. ანუ გავიზარდე სხვადასხვა კონფერენციების, სახელისუფლებო შეხვედრების, ტრენინგების, სხდომების მიმდინარეობის ადგილების მიმდებარედ პარალმენტის, სასტუმროების, თეატრების, ფულარმონიის ფოიებსა და კულისებში და მესმოდა, როგორ გრიალებდა ტაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოს მიღწევებზე!ეს იყო ჩემთვის საშინელი დისონანსი.
დავალების წეისას ჩემი სტრატეგია სწორედ ეგ იყო, გამეხსენებინა მთალი ჩემი ბავშვობა დღემდე და მომიტევეთ, რომ ვარ გულწრფელი და ვწერ არა იმას, რისი წაკითხვაც ესიამოვნებათ მკითხველებს, არამედ იმას, რასაც და როგორც ვფიქრობ.

ქაღალდი რომ სირცხვილით წითლდებოდეს, ჩვენი კანონმდებლობა გაღაჟღაჟებული და გადაბრიალებული იქნებოდა!
თუმცა, სწორედ იმიტომ მინდა შევცვალო ამ ქვეყანაში რაღაცები, რომ ეს ყველაფერი ვინმემ კი არ მიამბო, არამედ საკუთარ ტყავზე ვიწვნიე. და მინდა ამოივსოს უფსკრული ამ ქვეყანაში ოდესმე მაინც დაწერილ კანონსა და რეალობას შორის!

8
46
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
46
  
2021, 23 ივნისი, 9:52
პროპაგანდა არაფრის არ შეიძლება ნორმალურ საზოგადოებაში. ყველა საზოგადოებას დამახასიათებელი სხვადასხვა წესები და ჩვევები,რაც არ აქვს სხვებს. საქართველოს არასოდეს ყოფილა დამპყრობელი ქვეყანა და არ იყო მისი მიზანი ადამიანთა დამონება. საქართველოში არაოსდეს არ დევნიდნენ იმათ,რომლებსაც სხვაგან ჩაქუჩით დასდევდნენ და დევნიდნენ. არც სექსუალური იმცირესობების ძელზე გაკვრაზე გვაქვს ინფორმაცია ამ ქვეყანაში.ამიტომ იმ დანაშაულებზე,რაზეც ამერიკელებმა,ბრიტანელებმა და პორტუგალიელებმა დააშავეს,საქართველო ბოდიშს არ მოიხდის. არც მცირე წლოვანი ადამიანების უფლებების დარღევევას მიირებს,რადგან ეგეთი არ ყოფილა. თუ ეს ასეა,მაშინ აღმაშენებელიც ძალადობის მსხვერპლი ყოფილა და გიორგი I. ქალები არ იყვნენ დაჩაგრულები ამ ქვეყანაში და ის,რაც ეხლა მიღწევა გგონიათ ევროპელებს და ამერიკელებს,ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თამარზე და რუსუდანზე არაფერს ვამობ,წაიკითხონ 1918-21 წლების კონსტიუცია და ნახონ წარმომადგენლობით ორგანო მაშინდელი. ამ ქვეყანაში,მარო მაყაშვილი და დედოფალი ქეთევანი საკულტო ფიგურებად ყავთ და დიახ,მიუღებელია იმის დაბრალება,რომ ქალის ჩაქუჩით დავსდევთ.
2021, 23 ივნისი, 9:32
თუ ვინემ ფიქრობს,რომ იდეალური ბავშობა მქონდა ან ჩემს მშობლებს ჩემთვის ეცალათ ძალიან შეცდება. იმ ავადსახსენებელ პერიოდში გავიზარდე და ჩემი მშობლები მთელი დღე შრომობდნენ. როცა სკოლიდან მივდიოდი,გაყინული საჭელი და მარტო სახლი მხვდებოდა,თუ ჩემი ძმა იქნებოდა ხოლმე სახლში,მაშინ დიდებული დღე იყო,რადგან ის მიმზადებდა საჭმელს. ამისათვის კი,არასოდეს არ დამიდანაშაულებია სხვა,რადგან ჩემი მშობლების გადაწყვეტილება იყო ეს. მათ შექმნეს ოჯახი სსრს დროს და მაშინ ოჯახის რჩენა არავის უჭირდა,ჩემი დაბადების მერე აირია ამ ქვეყანაში ყველაფერი და ამაში ჩემი მშობლების ბრალეულობა არის მარტო. ისევე,როგორც სხვა ისინიც მომხრენი იყვნენ დამოუკიდებლობის მოპოვების და აქციებზეც დადიოდა მამაჩემი.მათ ჩემი და ჩემი თანატოლებისთვის თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება აირჩიეს და ისე გამოვიდა,რომ ეს მოხდა ჩემი ბავშობის გაპარტახების ხარჯზე. ეხლა რო მკითხოთ,რომელი ჯობია ცხელი საჭმელი თუ დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება,უპირბოდ მეორე. მამაჩემმა ნევრები გაიფუჭა აქციებზე და გაჭირვების დროს ჯამრთელობა,ჩემს სრულწლოვნობასაც ვერ მოესწრო. ამიტომაც არის თავისუფლება ასე მნშივნელოვანი ჩემთვის და ამიტომაც აღვიქვავ თავისუფლების შეზღუდვის ყველა მცდელობას ჩემს პირად სიტუაციად,მეხება/არ მეხებას მიუხედავად. ის,რომ ეს ქვეყანა თავისუფალი ყოფლიყო ადამიანემა ბევრი გაიღეს და ჩემმა თაობამ თავის ტყავზე გამოსცადა ეს ყველაფერი.
2021, 23 ივნისი, 9:18
ბარემ თქვენს პირად მაგალითზეც გეტყვით ჩემს აზრს. ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას და აკეთებენ არჩევანს,რასაც თავისი პასუხიმგებლობები მოყვება. არ არის სწორი,როცა ვინმეს ადანაშაულებთ იმაში,რომ ბავშობაში დედა ვერ ატარებდა დიდ დროს თქვენთან ან სამსახურში დაყვებოდით. გეთანხმებით,არ არის კარგი,როცა მშობელს ამის გაკეთება უწევს,მაგრამ სხვა არაფერ შუაშია აქ. დედათქვენმა გააკეთა არჩევანი და აიღო პასუხისმგებლობა,რასაც როგორც ახერხებდ ისე აკეთებს. დღეს მიჩნეულია,რომ ოჯახი ყველა უნდა შექმნას და მერე გამოჩნდებას პრინციპით ცხოვრება ნორმალურია,მაგრამ არაა ეგრე. ოჯახის შექმნა და ბაშვების ყოლა არის დიდი პასუხისმგებლობა,რასაც გარკვეული დრო და ფინანსები სჭირდება. არავინ არის ვალდებული რო ვინმეს შვილები არჩინოს და შეუქმნას მათ ნათელი ბაშვობა,კარგი მომავალი. ამ ქვეყანაში მინეულია რო პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარება არის სწორი,მაგრამ ეგრე არაა. თქვენმა მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება,რომ შვილები ყოლოდათ და მათი პასუხისმგებლობა არის ნათელი ბავშობის უზრუნველყოფა,ნათელი მომავლის შექმნა. თქვენ შეგიძლიათ დადანაშაულოთ დედა ამაში მხოლოდ,თუ მიზანმიმართულად არ ატარებს დროს თქვენტან,ხოლო თუ რეალური მიზეზები არსებობს ამისთვის,მაშინ გაგებით უნდა მოეკიდოთ. მან გარისკა და იყოლია შვილები,მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება,როგორც გვინდა. იმ სამსახურს თვითონ დათანხმდა და თავიდანვე ეცოდინებოდა,რომ შეიძლებოდა ეგრე მომხდარიყო და ამაში სახელმწიფოს დადანაშაულება არ არის სწორი. სხვა საქმე,რომ ქვეყანა არის გაჭირვებული და არ არის სამსახურების ბუმი,მაგრამ ეგ სხვა პრობლემაა და სხვა გადაწყვეტილებებთან მივყავართ,რაზეც ქვემოთაც ვისაუბრე.
2021, 23 ივნისი, 8:50
ევროკავშირი და გაერო ჩვეულებრივი ბიუროკრატები არიან,ოღონდ საერთაშორისო მაშტაბის. ის,რომ პარლამენტი ვალდებულია მიიღოს რაიმე კანონო და ასოცირების ხელშეკრულებაში სთხოვენ არის ტყუილი. ისინი გაძლევენ რეკომენდაციას და ეს არ არის ვალდებულება. პარლამენტარები ამას აკეთებენ ფულის გამო და გრანტების მოპოვების მიზნით. ახლახან უნგრეთმა აკრძალა ლგბტ პროპაგანდა,მაგრამ აგდებს ვინმე ევროკავშირიდან? რიგმა ქვეყნება არ დაიჩოქეს იმ რაღაც აქციაზე,მაგრამ ვინმემ გაკრიტიკა? გერმანია და საქართველო სხვადასხვა მორალური პრინციპების ქვეყნებია და მათი რაიმე სახის დამსგავსების მცდელობა არის უსამართლობა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. არც ის არის კარგი,როცა კანომდებელს უწევს რეგალიები გაუგზავნოს საპატრიაქოს და იქედან მიიღოს თანხმობა. ეს არის საერო და სასულიერო იერარქიის აღრევა და არასოწრია. თუ კანომდებელი თვლის რო რაღაც კანონი ქვეყნის მომავლისათვის გამოსადეგია,მაშინ ილია მეორე რას ფიქრობს არავის აინტერესებს,როგორც იმ პანსიონში იაკობი იქნება წინამძღოლი თუ პეტრე არ არის არცერთი კანომდებლის საქმე. დღეს და 30 წელი,ისეთი ხალხი არის მთავრობაში და პარლამენტში რო აზრზე არ არიან სახელმწიფოს მართვის და მისი ფუნქციების.იმიტომაც არის ბარდაგი ამ ქვეყანაში.
2021, 23 ივნისი, 8:37
5) შემოსავლების მიხედვით უთანასწორობა არ არის დისკრიმინაცია,ეს არის ბუნებრივი კანონზომიერბა. ადამიანები განსხვავებულები იბადებიან,ზოგი მდიდარი და ზოგი ღარიბი,ზოგი ჭკვინია და ზოგიც სულელი,ზოგი სოფელში და ზოგიც ქალაქში. სოციალური სამართლიანობა არის ყველაზე დიდი უსამართლობა,რაც ადამიანთა თავში დატრიალებულა. შენ თუ ყოველდღიურად შრომობ და აგროვებ შემოსავალს,ხოლო მე ბალიშზე თავის გორაობით გამყავს დღე,მაშინ მე და შენ ერთნაირი შემოსავალი რატო უნდა გვქონდეს? 4 წელი ვმუშაობდი და ყოველთვიურად 400-500 ლარს საშემოსავლოს ვიხდიდი ბიუჯეტში და ჩემი უბნელი კი სოციალურ დახმარებას უღებდა. 4 წლის მერე,როცა სამსახურიდან წამოვედი,ჩემს ჯიბეში გახვრეტილი 5 ლარიც არ იდო,ხოლო ჩემმა უბნელმა ცხოვრება მოიწყო,რადგან მას არ ეკუთვნოდა სოციალური დახმარება და ჩემს ხარჯზე აგროვებდა ქონებას. სოც. აგენტს ფული გაუმაზა ერთჯერადად და დანაზოგს სხვის ანგარიშზე ინახავდა. ჩემი გადახდილი გადასახადი წავიდა ბიუჯეტის წურბელასთან და ის,რაც მე უნდა დამეზოგა,სხვა დაზოგა და ცხოვრება მოიწყო. ადამიანებს უნდა ქონდეთ სასტარტო პირობები თანასწორი და არა მთელი ცხოვრება სუბსიდირება. ადამიანს უნდა მისცე საშუალება სკოლაში ისწავლოს და ის იყოს თანაბარ პირობებში,ხოლო უნივერსიტეტში თავისი ცოდნით ჩააბაროს. თუ ცოდნა აქვს,მაშინ ის თავის გზას ნახავს და თუ ის არ აქვს,მაშინ რა საჭიროა სუფსიდირება. მოყვანილი მაგალითში,ის ბიჭი არც ისეთი გენიოსი იყო და მაგიტომ უხიდნენ 40% :) არ ვარ მომხრე,სახელმწიფომ აფინანსოს უმაღლესი განათლება,მათ შორის საზღვარგარეთ. ადამიანები ყოველდღიურად შრომობენ და ბიუჯეტში ფულს იხდიან,რათა ყავდეთ პოლიცია და ჯარი, იმუშაოს საჭირო ინსტიტუტებმა. თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლა ძვირი ღირს,მაგრამ თუ სტუდენტი აიყვანეს,მაშინ მას ფულის გამო პრობლემას არ შეუქმნიან და საკმაოდ კვალიფიციურ განათლებას აძლევენ. ეს უნივერსიტეტი არ დგას სახელმწიფოს დონაციეაზე და არც სტუდენტებს ჩაგრავს შემოსავლების გამო. "ისწავლე ასწავლეს"პროგრამა აქვთ და ძალიან კარგადაც მუშაობს. დიპლომიანების მხრივ საქართველო ერთერთი პირველია,ხოლო განათლების დონე არის კატასტროფული. ეს არის სოციალური თანასწორობა დამსახურება და იმის,რომ უნივერსიტეტბს ვინახავთ წლებია,იქ
2021, 23 ივნისი, 8:16
3)ე.წ. ბავშვთა უფლებები,არანაირი ბავშვთა უფლებები არ არსებობს და ისინი აღქმული უნდა იყოს ადამიანის ჭრილში. ბავშვიც ადამიანია და თუ ასეა,მაშინ განკერძოება არ არის საჭირო. 14 წლის იქნება ადამიანი თუ 24 წლის ერთია,თუ უფლებების რღვევასთან გვაქვს საქმე. ხშირად მსმენია,რომ ბავშვებს ათხოვებენ არასრულწლოვან ასაკში და ეს არის ბაშვების უფლებების დარღვევა. უფლებების დარღვევა არის,ოღონდ არა ბაშვის. ადამიანის მიმართ მისი ნების საწინააღმდეგო ქმედება არის ძალადობა და ასაკი არ სჭირდება ამას. თუ 16 წლის გოგონას გათხოვება უნდა,მაშინ ის ამას იზავს და ბევრ უქნია,ხოლო დღეს ბედნიერად ცხოვრობენ და თუ არ უნდათ,მაშინ ასაკი არაფერ შუაშია,რადგან მონობა არის 10 წლის ასაკშიც და 60 წლისაც.4)აქვე ქალთა დისკრიმინაციაზე,საქართველოში არ დგას მაგის პრობლემა და არც არასოდეს დამდგარა. ქალს და კაცს შორის განსხვავება არის ბუნებრივი და არა ხელოვნური. არ შეიძლება კანონის კონკრეტულ ჯგუფებზე მორგება,რადგან ეს უფრო დიდ პროტესტს იწვევს და არის ძალადობის წამახალისებელი. ქალის უფლებები,ბავშვის უფლებები და ასე მიყვება უსასრულოდ,რაც გამოიწვევს უამრავი ჯგუფის მოტივაციას და ცალკე კანონების მიღებას. ერთ დღესაც მავანნი მოითხოვენ,რომ შეიქმნას ნახალოვკის და კერძოდ,იმერეთის ქუჩის უფლებანი და თავისულფებანი. ეს არის მარაზმი. ადრე შავები ითხოვდნენ თანასწორობას და დღეს დაჩოქებას გვთხოვენ. რას მიქვია,შავი და თეთრი,ქალი კაცი,მცირეწლოვანი და დიდწლოვანი,როცა ადამიანის უფლებებზე გვაქვს საუბარი. განცაკევებულ ჯგუფად ყოფნა უფრო უსვავს ხაზს უთანასწორობას. თუ მე თეთრს და მამრობით სქესს მაქვს ადამიანის უფლებათა კოდექსი,ხოლო შავი ადამიანი განცალკევებას ითხოვს ან ქალი ე.ი. ადამიანებად თვითონ არ მიაჩნიათ თავი,ჩვენ რა შუაში ვართ?! თუ ადამიანი ხარ,მაშინ გვაქვს აგერ ადამიანის უფლებათა კოდექსი და თუ არ სურთ ეგ,მაშინ არაფერია გასაკვირი,თუ მათ მოექცევიან ისე,როგორც არა ადამიანებს.
2021, 23 ივნისი, 7:59
2) რასობრივი დისკრიმინაციაზე დავა არის უაზრობა დღევანდელ დღეს,რადგან ეს აღარ არის დღის წესრიგში. ის,რაც მეტროში ნახეთ არის ადამიანის პირადი შეხედულება და მას უფლება აქვს მოეწონის/არ მოეწონოს რაღაც. არაფერი არის გასაკვირი,რომ ადამიანს არ მოსწონდეს აფრიკელის ქორწინება ქართველს ქალზე ან პირიქით. ჩემს მაგალითს მოვიყვან,ჩემს უბანში გადმოვიდნენ საცხოვრებლად აფრიკელი მამაკაცი და ქართველი ქალი. აფრიკელი ცდილობდა ქართველად გაესაღებინა თავი და უბანი "ახალსახლობაზე" დაპატიჟა. თავისთავად არავინ მივიდა და მიზეზი კანის ფერი არ იყო,ეს აფრიკელი ჭავჭავაძის გვარს ატარებდა და შედგომი გართულების თავიდან აცილების გამო არავინ მივიდა. როცა ვიღაც ჭავჭავაძის გვარს ანიჭებს აფრიკელს,ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ის დამოკიდებულება,რაც მეტროში ნახეთ არის ლოგიკური. საქართველოში არ დგას რასობრივი პრობლემა,თუ პროვოცირებას არ ახდენენ. წითელი ბაღი სავსე იყო შავკანიანი ადამიანებით,მაგრამ მათვის შეურაწყოფა არავის მიუყენებია და არც დაუშლია იქ ყოფნა არავის.ჯარში იყვნენ ეთნიკური აზერბაიჯანელები,რომლებსაც ხშირად ხვდებოდათ. ამის მიზეზი ეროვნება არ იყო,ისინი იპარავდნენ და ამიტომ იყო კომფლიქტი. ჯერ ერთი აზერი იყო და არავინ ხმას არ სცემდა საერთოდ,თმის ღერი არ ჩამოვარდნია,მაგრამ როცა სხვა აზერები გადმოიყვანეს და 50 სული შეიკრა,აიშვეს და მონდომეს თავის ჭკუაზე რაღაცეების კეთება,რაც მათი თავების გატეხვით დამთავრდა. ჯარებში თუ ვინმეა ნაყოფი,ის დამეთანხმება რო იქ არ არსებობს პირადი საკუთრება და ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის ნივთის აღება და გამოყენება,მერე კი უკან დაბრუნება. მხოლოდ აზრები იღებდნენ ნივთებს და არ აბრუნებდნენ,ზოგს სახლშI მიჰქონდა. ამ ნივთებში იყო ცალი ფეხსაცმელი,ვიღაცის შარვალი,წინდები და ა.შ. აჭარელი ბიჭიც გაილახა იმის გამო,რომ ფული მოიპარა. რისი თქმა მინდა,ეს არ იყო ეროვნების მხრივ კომფლიქტი,ეს არის წესების რღევევა,ასევეა სამოქალაქო საზოგადოებაშიც.
2021, 23 ივნისი, 7:42
ძალიან საინტერესოა და კარგად არის ასახული პრობლემები.ზოგადად,სიმართლის მთქმელს ბევრი "ხვდება" და შესაძლოა ასეც მოხდეს,მაგრამ დღეს სხვა სიტუაცია და ბრძოლა შეიძლება.საერთოდ,ადამიანმა ის უნდა აკეთოს,რასაც თავისი მორალი კარნახობს და მეორე ხარისხოვანია,რა რეაქცია ექნება საზოგადოებას. პიროვნება უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე კოლექტიურად საზოგადოება და მისი შეხედულება. საზოგადოებას ინდივიდები ქმნიან და თუ ინდივიდი არის თავისუფალი ე.ი. საზოგადოებაც არის თავისუფალი,თუ ინდივიდის უფლებები არის დაცული ე.ი. საზოგადოების უფლებებია დაცული.

ეხლა ჩემს აზრს გეტყვით ზოგიერთ საკითხზე,შესაძლოა უპირობოთ სწორი შეხედულება არის და უალტერნატივო გზა პრობლემის გადასაჭრელად.
1) ერთსქესიანთა ქორწინება და ამ პრობლემის გადაჭრის გზები. მიმაჩნია და მარტო მე არა,რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა არის ძალიან მარტივი. ქორწინება არის რელიგიური საიდუმლოება და მისი განხორციელება ევალებათ სასულიერო პირებს,როგორც ქრისტიანებს,ისე სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. ქორწინებაში არაფერი ესაქმება სახელმწიფოს და იქ ჩარევა კი უნდა აღვიქვათ,როგორც რელიგიური საიდმლოების რღვევა. ეს პროცესი უნდა გადავიდეს მთლიანად რელიგიური დაწესებულების ხელში და თუ ისინი თანახმანი იქნებიან ჯვარი დაწერონ კაც და კაცს ან ქალს და ქალს,პრობლემა არ მაქვს საერთოდ. თანაცხოვრებას ვერავის დავუშლით და თუ ვინმეს სურს იცხოვროს თავის სქესის წარმომადგენელთან,ეს მისი პირადი არჩევანი და ჩვენი საქმე ეს არ არის. არც ისაა ჩვენი საქმე,ვისთან დაამოწმებენ საერთო საკუთრებას. ხშირად არის კამათი,უნდა შეეძლოს თუ არა ერთსქესიანთა წყვილს ბავშვის აყვანა. ჩემი აზრით,თუ შეუძლიათ ბავშვის უზრუნველყოფა და მისთვის სათანადო მეორვეობა,მაშინ რატომაც არა. ეკლესია აქ არაფერ შუაშია და სამოქალაქო გადაწყვეტილებებში ცხვირი არ უნდა ჩაყოს.
0 1 8