x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მეცნიერებმა კორონავირუსის განეიტრალების რევოლუციური გზა იპოვნეს
image


ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შეძლეს კორონავირუსის განეიტრალება სპეციალური ნანოხაფანგის საშუალებით, ამის შესახებ წერს "Phys.org"-ი.






კოვიდინფექციით დაინფიცირების მექანიზმი შემდეგნაირად მუშაობს: სპაიკის ცილის დახმარებით, ვირუსი ეკიდება უჯრედის ზედაპირზე ანგიოტენზინის გარდამქმნელ ფერმენტს 2 (ACE2) და შედის მასში. მის მოსატყუებლად, სპეციალისტებმა გააკეთეს ნაწილაკები ადამიანის ფილტვის სფეროს უჯრედებიდან (LSC) იგივე ACE2 რეცეპტორებით. ეს ნაწილაკები კორონავირუსის ყალბი სამიზნე ხდება, რაც ხელს უშლის მას სხეულის დაინფიცირებაში და მასში მრავლდება.







მეცნიერებმა მკურნალობის ეს მეთოდი ჯერ თაგვებზე, შემდეგ კი მაიმუნებზე გამოსცადეს. ნანოხაფანგი ცხოველებს ჩაუტარდათ ინჰალაციური თერაპიის გამოყენებით. LSC სატყუარებმა შეამცირა ფილტვების ანთება და ფიბროზი ფილტვებში. ასევე, დააჩქარა ვირუსის ელიმინაცია ორგანიზმიდან.








მკურნალობის ამ მეთოდს აქვს რამდენიმე უპირატესობა. პირველ რიგში, ნანოხაფანგის მიღება ადამიანის სხეულში შეიძლება არაინვაზიური მეთოდებით, ინჰალაციის გამოყენებით. მეორე, სატყუარების შენახვა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში. მესამე, იგივე LSC გამოიყენება ხდება სხვა კლინიკურ კვლევებში, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი გამოყენებულ იქნებიან უახლოეს მომავალში.






”კონცენტრაცია გაკეთდა სხეულის დაცვაზე და არა თავად ვირუსზე, რომელიც მუტაციას განაგრძობს, ჩვენ შევძელით შეგვემუშავებინა თერაპია, რომელიც ეფექტური იქნება დიდი ხნის განმავლობაში”.- შეაჯამა კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ.

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0