x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რატომ არის დიდი დუნდულები ასეთი პოპულარული გლამურულ ლამაზმანებს შორის

image


განიერი თეძოები ქალურობისა და სექსუალობის სიმბოლოდ ყოველთვის ითვლებოდა. რეალითი შოუს სკანდალურმა ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა 2013 წლის ოქტომბერში საცურაო კოსტიუმში გადაღებული თავისი ცხელი "ბელფით" "ინსტაგრამი" ააფეთქა. მას შემდეგ მადისაღმძვრელი დუნდულები ლამაზმანებს შორის კიდევ უფრო პოპულარული და სასურველი გახდა. მაცდუნებელი ტრენდი დღემდე მოდიდან არ გადადის. მეცნიერებმა იპოვეს პასუხი კითხვაზე თუ რატომ არიან მშვენიერი სქესის წარმომადგენლები და არა მხოლოდ ისინი ფუმფულა ფორმებით ასეთი აღფრთოვანებული. თითქმის ყველა ვარსკვლავი სოციალურ ქსელში ფოტოებს ზურგიდან აქვეყნებს, ტრაბახობს რა თავისი მომრგვალებული თეძოებით. მას შემდეგ კი, რაც კიმ კარდაშიანმა "ბელფის" ტრენდი წამოიწყო, ლამაზმანები "ინსტაგრამზე" უკნიდან გადაღებული ცხელი ფოტოების ატვირთვას ერთმანეთს ასწრებენ.


image


"ქვიშის საათის" ფიგურა პოპულარული ყოველთვის არ ყოფილა. 80-იან წლებში მოდაში იყო დიდი მკერდი, ხოლო 90-იანებში გამხდარი ფორმები.


image


მიუხედავად ამისა, ქალის სხეულის მომრგვალებული კონტურებით აღფრთოვანებას ჩვენც დღემდე იმავე წარმატებით ვაგრძელებთ, როგორც ჩვენი წინაპრები მრავალი საუკუნის წინ. მეცნიერებმა, მამაკაცების განსაკუთრებული სიყვარული დიდი უკანალისადმი მეცნიერულად დაამტკიცეს. ზოოლოგმა დესმონდ მორისმა 1967 წელს გამოცემულ წიგნში "შიშველი პრიმატი" აღწერა, თუ როგორ იყენებდნენ ჩვენი წინამორბედი - მაიმუნები ადამიანთა განვითარების დასაწყისში თავიანთ უკანალს, იმის მისანიშნებლად რომ სქესობრივი კავშირისთვის მზად იყვნენ.


image


მეცნიერი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც პრიმატებმა ორ ფეხზე სიარული დაიწყეს, დუნდულები აღარ ასრულებდა სატყუარას როლს მამრი მაიმუნებისთვის. დროთა განმავლობაში ფიზიოლოგიურ სიგნალებთან შედარებით პირისპირ ურთიერთობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახდა. სექსუალური კონტაქტი კი უფრო პირადული, და ჩვენმა წინაპრებმაც წყვილებად ცხოვრება დაიწყეს.


image


მიუხედავად ამისა, პირველყოფილი ინსტინქტები ჩვენს გენებში ღრმად არის ჩაბუდებული. ქალის მომრგვალებული დუნდულები მამაკაცებს კვლავინდებურად აღაფრთოვანებს და თავს აკარგვინებს.


image


ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, ნიკი მინაჟი და სხვა ვარსკვლავები სოციალურ ქსელებში თავიანთი მადისაღმძვრელი ფორმებით ტრაბახს კვლავაც განაგრძობენ. განიერი თეძოები მათ საფირმო ბარათად, ხოლო მათივე თაყვანისმცემლებისთვის - აღფრთოვანების საგნად იქცა.


image


სოციოლოგ - ისტორიკოსი მირა მენდიბლი ამბობს, რომ ქალის სხეულის სილამაზის კანონები ყოველთვის იყო იმის ანარეკლი, თუ საზოგადოება რისკენ ისწრაფოდა. მაგალითად, კაპიტალისტურ ქვეყნებში უპირატესობას უფრო კუნთოვან სხეულს ანიჭებდნენ, მაშინ როდესაც დიდი დუნდულები ლამაზად განვითარებად ქვეყნებში ითვლებოდა, რადგან მომრგვალებული ფორმები ჯანმრთელობაზე და ბავშის გაჩენის უნარზე მიუთითებდა.


image


მეტიც, ბრაზილიაში ქვეყნის ყველაზე ლამაზი თეძოების გამოსავლენად ყოველწლიური კონკურსი "მის ბუმ - ბუმიც" კი ტარდება. მაგალითად, ერიკა კანელას დუნდულების მოცულობა, რომელიც 2016 წლის კონკურსის გამარჯვებული გახდა არც მეტი, არც ნაკლები - 107 სმს შეადგენდა.


image


ზოგიერთი ქალი იმისთვის რომ დუნდულები გაიზარდოს პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშ დაუფიქრებლად წვება. პლასტიკური ქირურგების ამერიკული საზოგადოების ინფორმაციით, 2000 - 2015 წლებში "ბრაზილიური უკანალის" ოპერაციის პოპულარობა 252% -ით გაიზარდა. პროცედურის დროს, ექიმები როგორც წესი, ცხიმს სხეულის სხვა უბნებიდან იღებენ და ის ინექციის საშუალებით დუნდულებში შეჰყავთ.


image


უკანალის გადიდების კიდევ ერთი პოპულარული მეთოდი სილიკონის იმპლანტანტებია, რომლებზეც მოთხოვნა 36% -ით გაიზარდა.


image


საჯდომის გადიდება - ახალი ტრენდი ნამდვილად არ არის. ზოოლოგი მორისის თქმით, ვიქტორიანულ ეპოქაში ქალები ფუშფუშა კაბების ქვეშ სპეციალურ მოწყობილობებს ატარებდნენ რათა საკუთარი "ღირსებისთვის" კიდევ უფრო დიდი მოცულობა მიენიჭებინათ.


image


სამწუხაროდ, ზოგჯერ თავის გალამაზების სურვილი ფატალურად სრულდება. 2011 წელს ბრიტანელი სტუდენტი კლაუდია ადეროტიმი სილიკონის ინექციის შედეგად გარდაიცვალა. გოგონა ფილადელფიაში გაემგზავრა, რათა უკანალი გაედიდებინა, პროცედურის შემდეგ მას გულმკერდის არეში ტკივილი და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო. გოგონა ოპერაციიდან მალევე გარდაიცვალა.


image


კონკრეტულად იმ ქალებისთვის კი, რომელთაც გარისკვა და დანის ქვეშ დაწოლა არ სურთ, უსაფრთხო ალტერნატივა არსებობს - ტრუსები სპეციალური ჩანართებით, რომლებიც მომრგვალებული დუნდულების შთაბეჭდილებას ტოვებს.


image


ეროტიკული წიგნების ავტორი, ჰანს-იურგენ დოპი (Hans-Jürgen Döpp) მიიჩნევს, რომ მოდის ისტორიაში სიგამხდრის პერიოდები მგრძნობიარე ფუმფულა ფორმების პერიოდებს ენაცვლება. დღეს, ჩვენ ვცხოვრობთ სწორედ იმ ეპოქაში, როდესაც დიდი უკანალი პოპულარობის პიკშია.


























0
440
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
440