x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
კბილთა რეტენცია

image

კბილის რეტენცია ნიშნავს მის ზრდაში შეჩერებას, მას შემდეგ რაც მისი ამოჭრის ვადები შესრულებულია.რეტენცია წარმოადგენს ყბა-კბილთა ანომალიების ერთ-ერთ გავრცელებულ ანომალიას.მისი სიხშირე შეადგენს 1 დან 7 % მდე.


რეტენციული კბილები შეიძლება იყოს სრულად ან ნაწილობრივ ფორმირებული. ისინი შეიძლება იკავებდნენ სწორ ან ირიბ პოზიციას ამოჭრის მიმართულების მიმართ. ყბის ძვალში რეტენციული კბილები აგრძელებს ფორმირებას.


რეტენციული კბილებმა შეიძლება გამოიწვიოს ნევრალგიური ტკივილები, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნის მაგვარი დაავადებები. თუ რეტენციული კბილის გვირგვინი აწვება გვერძემყოფი კბილის ფესვს, ზეწოლის შედეგად შეიძლება მოხდეს ამ ფესვის რეზორბცია ან ამ მკბილის ანომალიური მდებარეობა.


გამოყოფენ რეტენციული კბილების ორ ეტიოლოგიურ ფაქტორს: საერთო და ადგილობრივი.


საერთო ფაქტორები: ორგანიზმის საერთო მდგომარეობის დარღვევა, როგორიცაა: რაქიტი, ქრონიკული ინტოქსიკაცია, მძიმე სომატური ან ინფექციური დაავადებები, ავიტამინოზები. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები. როგორც წესი ეს ფაქტორები იწვევს კბილის რეტენციის გენერალიზირებულ ფორმას.


ადგილობრივი ფაქტორები: განიხილება ძირითადში ერთი ან რამოდენიმე კბილის რეტენციის დროს. უმეტეს შემთხვევაში ესეთი ფაქტორია ზეკომპლექსური კბილები (რეტენციული ან მამოჭრილი კბილთა რკალში), კბილთა რკალში ადგილის დეფიციტი, სარძევე კბილების ადრეული ექსტრაქცია, კბილთა რკალების მეორადი დეფორმაცია, კბილთა ტრანსპოზიციო, ყბის ტრამვები, ალვეოლური მორჩის რბილ ქსოვილებზე არსებული ნაწიბურები, მუდმივი კბილის ჩანასახის არასწორი მდებარეობა.


კლინიკურად განასხვავებენ ერთი ან რამოდენიმე კბილის ნაწილობრი ან სრულ რეტენციას. ყველაზე ხშირად გვხვდება საჭრელების რეტენცია, ხოლო ეშვები უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე პრემოლარების და მოლარების.


სრული რეტენციის დროს პირის ღრუს დათვალიერებისას აღინიშნება კბილთა რკალის დეფექტი საშუალო (რამოდენიმე კბილის შემთხვევაში) ან მცირე (ერთი კბილი) ზომის. ნაწილობრივი რეტენციის დროს კბილი შეიძლება ამოიჭრას კბილთა რკალში საჭრელი კიდით ან რომელიმე ბორცვით. მოცემულია სამი სახის რეტენცია:


1) კბილთა რეტენცია, რომელთა ამოჭრის ვადის დარღვევა არ აღემატება ერთ წელს, კბილები რომელთა ფესვებმა არ დაამთავრეს განვითარება, ჩანასახების მდებარეობა ნორმალურია და თუ შენარჩუნდა ამ კბილების ადგილი ალვეოლურ მორჩში, შესაძლებელია მათი მოგვიანებითი ანოჭრა.


2) კბილის მედგარი რეტენცია გამოიხატება იმით, რომ კბილთა ამოჭრის ვადები საკმაოდ დაგვიანებულია, მათი ფესვები ჩამოყალიბებულია მთელს სიგრძეზე და ფესვების ფაქტორი მათ ამოჭრაში აღარ მონაწილეობს და კბილები მდებარეობს ანომალიური მდებარეობით სხვა კბილებთან მიმართებაში.


3) ნაწილობრივი რეტენცია, რომლის დროს კბილის გვირგვინი ნაწილობრივ ამოჭრილი.


თანამედროვე სტომატოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება რეტენციის მკურნალობის შემდეგი პრინციპები:


1. აპარატურული მეთოდი - რეტენციული კბილისათვის პირობების შექმნა რათა მოხდეს მისი თვითნებური ამოჭრა. ამ დროს გამოიყენება მოსახსნელი ორთოდონტიული აპარატები (გამაღიზიანებელი ფირფიტები).


2. აპარატურულ-ქირურგიული მეთოდი - რეტენციული კბილისათვის პირობების შექმნა ხდება ქირურგიული მეთოდით და შემდგომში რეტენციული კბილის ვერტიკალურ სიბრტყეში ჩამოქაჩვა ორთოდონტიული აპარატების საშუალებით.


3. კომპლექსური მეთოდი - გამოიყენება ქირურგიული მეთოდი, აპარატურული მკურნალობა და ტარდება ფიზიოთერაპიული პროცედურები, რათა მოხდეს რეტენციული კბილის სტიმულაცია.


როდესაც ხდება კბილის რეტენცია ამოჭრის ვადების დაგვიანებით არაუმეტეს ერთი წლისა ამ შემთხვევაში რეტენციის სამკურნალოდ გამოიყენებენ ორთოდონტიულ აპარატებს. ასევე ასეთ დროს უმეტესი ავტორი უპირატესობას ანიჭებს გამაღიზიანებელი ფირფიტის გამოყენებას, რაც მდგომარეობს შემდეგში. ასეთ ორთოდონტიუ აპარატზე რეტენციული კბილის არეში ათავსებენ ხელოვნურ კბილს, რომელიც შედარებით მაღალია ოკლუზიაში და იწვევს ზეწოლის შედეგად კიდოვანი პაროდონტის გაღიზიანებას, რაც თავის მხრივ აჩქარებს ამოჭრას.


კბილის მედგარი რეტენციის დროს საჭიროა გამოვიყენოთ ქირურგიულ-ორთოდონტიული მკურნალობა. ასეთ დროს აღარ ელოდებიან კბილის ამოჭრას, ახდენენ ქირურგიული გზით ლორწოვანის და ძვლის აშრევებას და გამოაჩენენ კბილის გვირგვინს, რომელსაც შემდგომში ქაჩავენ ორთოდონტიული აპარატების საშუალებით.


ცვლადი თანკბილვის დროს რეტენციის სამკურნალოდ იყენებენ მოსახსნელი ტიპის ორთოდონტიულ აპარატებს. ასეთ აპარატებში ძალის გამოყენება ხდება ვესტიბულური რკალის საშუალებით, რომელიც მოთავსებულია ფირფიტაზე და მისი აქტივაციის შედეგად ხდება კბილის ვერტიკალური გადანაცვლება. ორთოდონტიული აპარატების გამოყენების შემდეგ ხდება ქირურგიული მანიპულაციის ჩატარება, რათა მოხდეს რეტენციული კბილის გვირგვინის გაშიშვლება. კბილების დაქაჩვის დროს გამოიყენება ორთოდონტიული კაუჭები, რომელიც ემაგრება რეტენციულ კბილს. თუ კბილი მდებარეობს საკმაოდ რრმად, მაშინ კაუჭსა და ფირფიტის ვესტიბულურ რკალს შორის მაგრდება ელასტიური რეზინა.


უმეტეს შემთხვევაში კბილის რეტენციის მიზეზს წარმოადგენს კბილთა რკალში ადგილის უკმარისობა. ამ დროს კლინიკურად ხდება რეტენციული კბილისთვსი კბილთა რკალში არსებული სივრცის არ არსებობის დადგენა და ხდება ისეთი ორტოდონტიული აპარატების დამზადება რომლებსაც გააჩნიათ ხრახნები. ხრახნების მოთავსება ხდება ინდივიდუალურად თუ რომელი კბილისათვის გვინდა ადგილის შექმნა. ჩვენ გვესაჭიროება კბილთა რკალის გაფართოვება თუ კბილთა რკალის დაგრძელება ან გარკვეულ უბნებში ადგილის შექმნა.


რეტენციული კბილების ორთოდონტიული აპარატებით მკურნალობის დაგეგმვის დროს გამოიყენება სადიაგნოსტიკო მოდელები, რომლებზეც ხდება არსებული მკურნალობის გეგმის დასახვა და შემდგომში აპარატების დამზადება.

image

ნიშანდობლივია გამოვყოთ კბილთა რკალში ადგილის შექმნის რამოდენიმე პრინციპი:


1. თუ რეტენციული კბილისთვის კბილთა რკალში ადგილის დეფიციტი გვაქვს კბილის გვირგვინის სიგანის ¼, ნიშანდობლივია ამ ადგილის შექმნა გაქართოების ან გვერძე კბილების გადანაცვლების ხარჯზე.


2. თუ რეტენციული კბილისთვის კბილთა რკალში ადგილის დეფიციტი გვაქვს კბილის გვირგვინის სიგანის ¾, ნიშანდობლივია ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ნაკლებად ფუნქციონალური კბილის ექსტრაქცია და რეტენციული კბილის ჩაყენება.


3. თუ რეტენციული კბილისთვის კბილთა რკალში ადგილის დეფიციტი გვაქვს კბილის გვირგვინის სიგანის ¼-ზე მეტი მაგრამ ¾-ზე ნაკლები, ნიშანდობლივია გავაფართოვოთ ორივე კბილთა რკალი, რათა არ მოხდეს შემდგომში პრემოლარების და მოლარების ბორცვოვანი კონტაქტების დარღვევა ტრანსვერზალურ მიმართულებაში.


მუდმივი თანკბილვის დროს არსებული რეტენციის აღმოფხვრა მიზანშეწონილია ქირურგიულ-ორთოდონტიული მკუნალობის ჩატარებით. ასეთ დროს მიზანშეწონილია მოუხსნელი ორთოდონტიული აპარატების-ბრეკეტების გამოყენება, რომლებიც უფრო ეფექტურად მოახდენს რეტენციის კორექციას. ბრეკეტების მეშვეობით რეტენციის მკუნალობა ხორციელდება შემდეგნაირად.


მზადდება და ფიქსირდება საყრდენი ნაწილი კბილებზე (ნახევარრგოლები და მასზედ მირჩილულუ ჩამკეტები), შემდეგ ხდება ბრეკეტის ფიქსირება და რეტენციული კბილის ქირურგიულად გაშიშვლება, შემდგომ ხდება რეტენციულ კბილზე ბრეკეტის ფიქსაცია, შემდგომ ამ კბილის ჩაბმა რკალთან ელასტიური რეზინების საშუალებით და შემდგომში ხდება რეტენციული კბილის კბილთა რკალში მოთავსება .


იმ კლინიკურ შემთხვევებში როდესაც რეტენციული კბილი იმყოფება ღრმად ყბის ძვლში და მისი ამოჭრა არის შეუძლებელი და ასეთი კბილები ხანგრძლივი დროის პერიოდში რჩება ყბის ძვალში. ასეთი კბილების დიაგნოსტიკა ხდება რენტგენის სურათის მეშვეობით და ხდება პერიოდონტის მდგომარეობის, კბილის ფესვის ჩამოყალიბების ხარისხის, მისი ლოკალიზაციის ადგილის და მდებარეობის დადგენა.


ასეთ კბილებს ხშირ შემთხვევაში ინარჩუნებენ და ტოვებენ ყბის ძვალში, რადგან მათი ექსტრაქცია არის საკმაოდ ტრამვული. ასეთი კბილების ექსტრაქცია ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც რეტენციული კბილი იწყებს მოძრაობას და აწვება გვერძე მდებარე კბილების ფესვებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ფესვების ნაწილობრივი პათოლოგიური რეზორბცია და ტკივილი რეტენციული კბილის არეში.




0
132
შეფასება არ არის
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0