x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სარძევე და მუდმივი კბილების ფიზიოლოგიური ამოჭრა და კბილთა ამოჭრის დარღვევები
image
კბილთა ამოჭრა ითვალისწინებს იმ რთულ პროცესს რომლის დროსაც ხდება კბილის ვერტიკალური გადანაცვლება მისი ჩანასახის მდებარეობიდან და მისი განვითარების ადგილიდან კბილთა რკალის კიდემდე, სადაც ხდება კბილის გვირგვინის ამოჭრა და მისი საბოლოო პოზიცირება.


კბილთა ამოჭრა იწყება კბილის გვირგვინის ფორმირების დასრულებისთანავე და შემდგომ თან სდევს მისი შემდგომი ჩამოყალიბებით, ზრდით და ყბის ძვლების განვითარებით.


ძირითად ცვლილებები რომლებიც მიმდინარეობს ქსოვილებში და კბილის ირგვლივ მისი ამოჭრის დროს მიეკუთვნება: კბილის ფესვის ფორმირება, პერიოდონტის განვითარება, ალვეოლური ძვალის გადაწყობა, ქსოვილების გარდაქმნა, რომელიც ფარავს კბილს.


კბილის ფესვის განვითარება განპირობებულია კბილის დვრილის მეზინქიმური ქსოვილების შეზრდით ფესვის ეპითელიალურ ქსოვილთან. ეს უჯრედები განაპირობებენ ოდონტობლასტების განვითარებას და მის ხარისხს, რომელიც გამოიმუშავებს ფესვის დენტინს, რომელიც ზემოდან იფარება ცემენტით.



პერიოდონტის განვითარება გამოიხატება მისი ძაფების განვითარებით, როგორც კბილის ფესვის ცემენტის მხრიდან ასევე ალვეოლის მხრიდან. ეს პროცესები ხდება უფრო ინტენსიური კბილის ამოჭრამდე.


ალვეოლური ძვლის გადაწყობას თან სდევს რთული პროცესები, როგორიცაა ოსტეოპოზიცია და ოსტეორეზორფცია. ალვეოლური ძვლის გადაწტობის ინტენსიურობა მრავალფეროვანია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის: ლოკალიზაციაზე და თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ესათუის კბილი. კბილის ფესვის ფორმირების დროს ის აღწევს ალვეოლის ძვლის ფსკერამდე და იწვევს მის რეზორბციას მოჭყლეტვის ზონაში. ამ დროს კბილის ფესვის იმ არეში რომელიც კონტაქტშია ალვეოლასთან მიმდინარეობს ძვლის ინენსიური წარმოქმნა.


მრავალფესვიან კბილებში ძვლის წარმოქმნის ინტენსივობა უფრო მაღალია ფესვთაშორის ძგიდეში. ერთფესვიანი კბილების ძვლის წარმოქმნის ინტენსიურობა ყველაზე მაღალია ფესვის ფოსოს ფსკერზე ენის მხრიდან.


ძვლის ქსოვილის რეზორბცია კბილის ამოჭრის დროს უზრუნველყოფს ძვლის სიმკვრივის ლოკალურ დაქვეითებას და ასუსტებს მის წინაღობას.


ქსოვილების ცვლილება, რომლებიც ფარავენ ამოჭრად კბილს. კბილის მიახლოვებისას პირის ღრუს ლორწოვან გარსთან ხდება შემაერთებელი ქსოვილების რეგრესიული ცვლილებები, რომელიც განაცალკევვებს კბილს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმისაგან. ამაში ხელს უწყობს რედუცირებადი ემალის ეპითელიუმი, რომელიც გარს აკრავს კბილის გვირგვინს.


როდესაც კბილი უახლოვდება ეპითელიუმს რომლითაც დაფარულია პირის ღრუ, რედუცირებადი მინანქრის ეპითელიუმი შეერწყმის მას . ეს უკანასკნელი ცენტრალურ ნაწილებში იჭიმება და იხლიჩება . ხოლო წარმოქმნილი სივრციდან ხდება კბილის გვირგვინის ამოჭრა პირის ღრუში . ამ დროს სისხლდენა არ აღინიშნება, რადგან კბილის გვირგვინი მოძრაობს არხში, რომელიც წარმოქმნა ეპითელურმა ქსოვილმა.



კბილთა რკალში გამოჭრილი გვირგვინი აგრძელებს ამოჭრას იგივე სისწრაფით სანამ კბილი სრულად არ ამოიჭრება და არ დაიკავებს თავის ადგილს ოკლუზიაში, ანტაგონისტთან და გვერძე მდგომ კბილებთან .


მინანქრის რედუცირებადი ეპითელიუმი რჩება მიმაგრებული კბილის ემალის იმ ნაწილზე რომელიც არ იჭრება, მას უწოდებენ პირველადი მიმაგრების ეპითელიუმს. შემდგომში მას ჩაანაცვლებს ეპითელიუმის მიმაგრების მეორადი ქსოვილი, რომელიც წარმოადგენს ღრძილის ნაწილს.


თანამედროვე ლიტერატურაში გამოყოფენ კბილთა ამოჭრის 4 ძირითად თეორიას, რომელიც ხსნის კბილის ამოჭრის მექანიზმს.


1. კბილის ფესვის ზრდის თეორია

2. ჰიდროსტატიული წნევის მომატება პერიაპიკალურ ზონაში ან კბილის პულპაში

3. ძვლოვანი ქსოვილის გადაწყობა

4. პერიოდონტის დაქაჩვის ძალა


კბილების ამოჭრა და დროებითი კბილების შეცვლა მუდმივებით საკმაოდ რთული ფიზიოლოგიური პროცესია. კბილთა სწორი ამოჭრის ნიშნებს წარმოადგენს: თანმიმდევრულობა, წყვილად ამოჭრა და სიმეტრიულობა.


თავიდან კბილები იჭრება ქვედა ყბაზე, ხოლო შემდგომ ზედა ყბაზე. კბილთა ამოჭრა არის ბავშვთა ნორმალური განვითარების მაჩვენებელი. უნდა აღინიშნოს რომ კბილთა ამოჭრის ნორმალური მაჩვენებელი ინდივიდუალურია, აქედან გამომდინარე მხოლოდ მკვეთრი გადახრები მოცემული ნორმიდან შეგვიძლია ჩავთვალოთ ანოამალიათ.


სარძევე და მუდმივი კბილების ფიზიოლოგიური ამოჭრა


დროებითი კბილების ამოჭრა იწყება ბავშვის დაბადებიდან 6 თვის შემდეგ. ამოჭრა იწყება ღრძილებზე მკვრივი შესიებების წარმოქმნით, სადაც სამომავლოთ განთავსდება კბილების გვირგვინები. ცხოვრების 6-8 თვეზე ღრძილზე ჩნდება ცენტრალური კბილების საჭრელი ზედაპირი: ჯერ ქვედა ყბაზე ხოლო შემდგომ ზედა ყბაზე. ერთი წლისთვის ბავშვს უნდა ამოჭრილი ჰქონდეს 8 კბილი, შესაბამისად ზედა 4 და ქვედა 4 საჭრელი. 2, 5 წლისთვის ბავშვს ჩამოყალიბებული აქვს სარძევე თანკბილვა.

image

მუდმივი კბილების განვითარება თავის მხრივ წააგავს სარძევე კბილების განვითარებას. მუდმივი კბილების ფორმირების წყაროს წარმოადგენს კბილის ფირფიტა.

ჩანართები, რომელიც მისცემს საწყისს მუდმივ კბილებს (საჭრელები, ეშვები და პრემოლარები) წარმოიქმნება კბილის ფირფიტის უჯრედების სიახლოვეს არსებული სარძევე კბილების ემალის ორგანოების გაძლიერებული პროლიფერაციის შედეგად, რომელიც გარდაიქმნება კბილის ფირფიტაში. რომლებიც უმეტესად განლაგებული არიან ენის ან სასის მხრიდან შესაბამისად.

მუდმივი მოლარების წინამორბედები არ გააჩნიათ და ამიტომ მათ უწოდებენ დამატებითებს და მათი განვითარება განსხვავდება დანარჩენი კბილების განვითარებისაგან.



როდესაც ხდება მუდმივი შემცვლელი კბილების ამოჭრა ხდება სარძევე კბილების დაშლა და მათი ამოვარდნა, რომელიც ასევე შეიცავს სარძევე კბილების ფესვების და მათი ალვეოლის პროგრესულ რეზორბციას.


სარძევე კბილის ალვეოლაზე მუდმივი კბილის ზეწოლის შედეგად იწყება ოსტეოკლასტების დიფერენცირება, რომლებიც აქტიურად ერთვებია ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციაში.

სარძევე კბილების ფესვების ფიზიოლოგიური რეზოზორბციის ზონების ლოკალიზაცია სხვადასხვაა და დამოკიდებულია კბილის ჯგუფზე: ერთფესვიანი კბილების შემთხვევაში ის მოთავსებულია კბილის აპერქსის არეში ენის მხრიდან, ხოლო მრავალფესვიანების შემთხვევაში თავსდება ბიფურკაციაში.

ბავშვის ნორმალური განვითარების დროს მუდმივი კბილების ამოჭრის ვადები ემთხვევა სარძევე კბილების ამოვარდნის პერიოდს.


სარძევე კბილების გამოძევება მიმდინარეობს მუდმივი კბილების ამოჭრის პარალელურად და სინქრონულად. კლინიკურად როდესაც ხდება სარძევე კბილების ამოვარდნა ხშირად ჩანს მუდმივი კბილების ბორცვები ან საჭრელი კიდე.

მუდმივი კბილების ამოჭრა იწყება პირველი მუდმივი მოლარის ამოჭრით 6 წლის ასაკში. შემდეგ შესაბამისად 6-8 წლის ასაკში მიყვება ცენტრალური და გვერდითი საჭრელების ამოჭრა. 9-10 წლის ასაკში ამოიჭრება პირველი პრემოლარი, რომლის შემდეგაც ხშირად ამოდის ეშვი (10-11 წელი) და მეორე პრემოლარი (11-12 წელი). 12-13 წლის ასაკში იჭრება მეორე მოლარი. აქედან გამომდინარე 12-13 წლისატვის ხდება ყველა სარძევე კბილის მუდმივებით ჩანაცვლება. ფესვების ფორმირება მთავრდება 15 წლისათვის.


შემცვლელ კბილებს გააჩნიათ თავისებური ანატომიური სტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს მათ ამოჭრას - გზამკვლევი არხი, რომელიც შეიცავს გამკვლევ საქაჩს.


ასეთი კბილის ჩასახვა ხდება საერთო ძვლოვან ალვეოლაში, რომელიც ანაცვლებს მის წინამორბედს. მომავალში ის სრულად დაფარულია ალვეოლური ძვალით, გამონაკლისს წარმოადგენს პატარა არხი, რომელიც შიეცავს ძვლის ფირფიტის ნარჩენებს და შემაერთებელ ქსოვილს. ერთად ეს სტრუქტურები ხელს უწყობს მიმართულების მიცემაში რათა ამოიჭრას მუდმივი კბილი


კბილთა ამოჭრის დარღვევა


კბილების ამოჭრის პროცესი შეიძლება დაირღვეს გარე ან შიდა ფაქტორების ზეგავლენით და ჩამოყალიბდეს კბილთა ამოჭრია ანომალია.


ნიშანდობლივია გამოიყოს ისეთი დარღვევები როგორიცაა ნაადრევი და დაგვიანებული კბილთა ამოჭრა, ხოლო მკვეთრ მათ შეყოვნებას რომელიც აყოვნებს კბილების ცვლის ფიზიოლოგიურ პროცესს რეტენცია ეწოდება.


კბილთა ამოჭრის ანომალიას მიეკუთვნება კბილთა ნაადრევი ამოჭრა. ის შეიძლება იყოს ენდოკრინოპათიის გამოვლინება (ჰიპერთირეოზი), ზრდადი სიმსივნის რისკფაქტორი ან სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნები ყბის ძვლის სისქეში.


ხანდახან ბავშვები იბადებიან კბილებით. ასეთ კბილებს უწოდებენ პრენატალურს. კბილები რომლებიც იჭრება დაბადებიდან ერთი თვის მანძილზემათ ეწოდებათ ნეონატალური კბილები. ჰისტოლოგიური გამოკვლევებით დადგინდა რომ ასეთი კბილებისთვის დამახასიათებელია ქსოვილების დეგენერაცია, რაც ხელს უშლის მათ ფესვის მომდევნო განვითარებას.


ამ ანომალიის ეტიოლოგიურ ფაქტორებს შორის გამოყოფენ ენდოკრინოპათიას, მემკვიდრულ კეილგანწყობას, ეკოლოგიურ ფაქტორებს. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილი დაწვრილებით იქნას გამოკვლეული ბავშვები რომლებსაც აღენიშნებად ნეონატალური კბილები. უმეტესად ნეონატალური და პრენატალური კბილები არის ქვედა დროებითი ცენტრალური კბილები (90-99% შემთხვევებში), დანარჩენ შემთხვევაში კი ზედა საჭრელები.


უმეტესად ახდენენ ასეთი კბილების ექსტრაქციას, თუ ხელს უშლი ბავშვის ნორმალურ კვებას. ასეთი კბილების ექსტაქციის ჩვენებას წარმოადგენს მათი პათოლოგიური მოძრაობა, მუდმივი ტუჩის ტრამვირება, ენის ტრამვა, პირის ღრუს ლორწოვანზე ანთებითი პროცესების არსებობა.


ასეთი კბილების ექსტრაქციას ახდენენ ინფილტრაციული ანესთეზიის ქვეშ, ანესთეზიოლოგის მკაცრი კონტროლის ქვეშ. თუმცა არის ავტორების ნაწილი, რომელიც თვლის რომ ასეთ კბილებს უნდა დავაკვირდეთ თუ ისინი არ იწვევენ ანატომიურ და ფუნქციონალურ დარღვევებს. სვები კი გვირჩევენ დავამზადოთ სპეციალური რეზინის დამცავი კაპა. თუ პრენატალური და ნეონატალური კბილები ნარჩუნდება პირის ღრუში 6 თვის მანძილზე მათი შენარჩუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია.


კბილთა დაგვიანებული ამოჭრის ითვლება ანომალიათ იმ შემთხვევაში თუ საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით კანონზომიერად ხდება კბილების ამოჭრის დაგვიანება ერთი წლით.


ეტიოლოგიური ფაქტორი რომელიც იწვევს მუდმივი კბილთა ამოჭრის შეკავებას არის: დროებითი კბილების ნაადრევი ექსტრაქცია, კბილთა რკალის დეფექტების არადროული პროტეზირება და მათი მეორადი დეფორმაცია, ზეკომპლექსური კბილების არსებობა, სომატური დაავადებები.


ხანდახან დროებითი კბილების ნაწილები შეიძლება იმყოფებოდეს მუდმივი კბილების გადანაცვლების გზის გარეთ და გადაურჩეს რეზორბციას. ასეთი ნაწილაკები შედგება მინანქრისა და დენტინისაგა, ისინი შეიძლება დიდი ხნის მანძილზე დარჩნენ ყბის ძვალში და შეუშალონ ან შეაყოვნონ მუდმივი კბილების ამოჭრა.


დროებითი კბილები შეიძლება შენარჩუნდეს დიდი ხნის მანძილზე და გადაცდეს მათი ნორმალური ცხოველყოფელობის პერიოდს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა: ტრამვის შედეგად სარძევე კბილის ფესვის ანკილოზი და მუდმივი კბილის პირველადი ადენტია.



0
94
შეფასება არ არის
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0