x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134331
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
John Wick - ჯონ ვიკი

საინტერესო ფაქტები

imageსანამ უშუალოდ ჯონ ვიკზე ვისაუბრებ, მანამდე უნდა აღინიშნოს მისი რეჟისორი - ჩედ სტაჰელსკი, რომელიც თავის დროზე იყო კასკადიორი, საბრძოლო ხელოვნების ქორეოგრაფი და კიანუ რივზის დუბლიორი არაერთ ფილმში. მან დიდი აღიარება კასკადიორობის სფეროში მოიპოვა მას შემდეგ რაც კიანუ რივზს დუბლიორობა გაუწია ფილმ „მატრიცა“-ში. ტრიუკების მთავარი კოორდინატორი სწორედ რომ ჩედ სტაჰელსკი გახლდათ. მას შემდეგ მან იმუშავა ისეთ ფილმებზე როგორებიცაა Van Helsing; Spider-Man; Mr. & Mrs. Smith; Rambo 4; X-Men; Iron Man 2; Expendables 1, 2, 3; Wolverine; Hunger Games; Deadpool და კიდევ სხვა მრავალი. ასე, რომ ჩედ სტაჰელსკი ახლა უკვე დიდი სტატუსით სარგებლობს ჰოლივუდში, განსაკუთრებით უფრო მას შემდეგ რაც ჯონ ვიკის სერიების გადაღებებს შეუდგა, რამაც ის ძალიან მოთხოვნადი გახადა როგორც რეჟისორობის ასევე ტრიუკების დადგმის მხრივ.

ალბათ, ცოტამ თუ იცის რომ ფილმის თავდაპირველი სახელი იყო “Scorn”, რაც აბუჩად აგდებას, ზიზღს, სიძულვილს ნიშნავს. სცენარის ავტორს და კიანუ რივზს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ და სცენარის დახვეწის პროცესში გადაწყვიტეს, რომ ფილმის სახელწოდება John Wick-ით შეეცვალათ, რაც კიანუ რივზს ძალიან მოეწონა.


რეჟისორისა და პროდიუსერის თქმით, ფილმის ერთ-ერთი მთავარი შთაგონების წყარო იყო ისეთი ფილმები როგორებიცაა Point Blank, გადაღებული 1967 წელს, Good Bad and Ugly და The Killer ჩო იუნ-ფატის მონაწილეობით. შემქმნელებმა, იმისათვის, რომ ფილმი გამორჩეული ყოფილიყო, გადაწყვიტეს საბრძოლო სცენები გაეუმჯობესებინათ ისე, რომ მაყურებლისთვის უცხო ყოფილიყო. სტაჰელსკიმ შეიმუშავა ჰიბრიდული ბრძოლის სტილი, მათ შორის ხელჩართული ბრძოლისა და იარაღთან მუშაობის ხელოვნება, რაც ფილმის პროდიუსერს ძალიან მოეწონა და ამ საბრძოლო სტილს Gun Fu უწოდა.


შეერთებულ შტატებში პირველი ფილმი გამოვიდა 2014 წლის 24 დეკემბერს, 20 მილიონი დოლარის ბიუჯეტით და 88 მილიონზე მეტი მოგებით ფილმმა მიიღო დადებითი შეფასებები და გახდა მსოფლიო ჰიტი.


John Wick-ის მეოთხე ნაწილის გამოსვლა დაგეგმილია 2022 წლის 27 მაისს.


ავტორი: ბესო ჭიკაიძე

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:G.A.G.
G.A.G.
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0