x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სკანდალი, რომელის საფრანგეთის ეროვნული კინოპრემიის "სეზარის" ცერემონიისას მოხდა

image მთლიანად შიშველი მსახიობი ქალის ზურგზე წარწერაა: "კინო ჩვენ დაგვიბრუნე ჟან" (მიმართვა საფრანგეთის კულტურის მიმართ იქნა გაკეთებული).
ფრანგმა მსახიობმა ქალმა კორინ მასიერომ საფრანგეთში ეროვნული კინოპრემიის "სეზარის" გადაცემის ცერემონიისას პროტესტის ნიშნად გაიხადა, კორონაპანდემიის გამო კულტურული დაწესებულებების დახურვის გამო.
საუბარია კინოზე, თეატრზე და მუზეუმებზე, რომლებიც პანდემიის გამო შემოღებული რეგულაციების გამო დახურეს.
საფრანგეთში მეორედ იქნა მაშინ შემოღებული თვითიზოლაცია. საფრანგეთის მთავრობის განკარგულებით გასული წლის ოქტომბერში დახურული კულტურული დაწესებულებები წელს, თებერვალში უნდა გაეხსნათ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
"სეზარის" გადაცემის ცერემონიაზე, რომელიც 46-ედ ტარდებოდა პარიზის თეატრში "ოლიმპია", ანტიკოვიდური რეგულაციებით გამოწვეული შეზღუდვების გამო 2000 ადამიანის ნაცვლად სულ 150 ადამიანი ესწრებოდა-ამის თაობაზე იუწყება RFI. ცრემონიის მონაწილეები მიმართავდნენ კულტურის მინისტრს და სამინისტროს წარმომადგენლებს: "მე შემიძლია შევიდე "ზარას" მაღაზიათა ქსელში, მაგრამ მე არ შემიძლია ჩემი შვილები წავიყვანო კინოში, განა ეს სამართლიანია?"-ასე მიმართა საუკეთესო მსახიობის პრიზის მფლობელმა მსახიობმა სამი ბლაჟილამ.
image ცენზურა დაცულია ვიდეოშიც და სურათზეც.
+16


0
581
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
581