x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ბოდიბილდინგი, სპორტის სახეობა რომელიც ქალს ნამდვილ მონსტრად აქცევს ჩემი მოსაზრებით, ქალი სპორტული, მაგრამ ქალური უნდა იყოს და ტერმინატორს არ უნდა ჰგავდეს

image არის სპორტის სახეობები, სადაც მე ვერ ვხედავ ქალის ადგილს. ქალი მართალია ბუნებით სულაც არაა სუსტი სქესის წარმომადგენელი და ეს სპორტის უამრავ სახეობაში და ასევე უამრავი პროფესიით, სადაც ქალები წარმატებული არიან დაამტკიცეს მათი სიძლიერე.
თუმცა მე მინდა ჩემი მოსაზრება გაგაცნოთ სპორტის ერთერთ პოპულარულ სახეობაზე-ბოდიბილდინგზე.
რამდენიმე წელია რაც სპორტის ამ სახეობაში დიდი რაოდენობით ჩაერთვნენ ქალები ასაკის განურჩევლად.
ძალისმიერი ვარჯიშების სისტემა და ჭარბი ჰორმონალური დანამატების მიღება საკმაოდ სწრაფად ზრდის კუნთოვან მასას და ერთ დროს ნაზი და ლამაზი გარეგნობის ქალი მამაკაცს ემსგავსება სახით, ხოლო სხეულის ფორმები და ზომები ისე იცვლება შეიძლება ცნობილი ფილმის კინოგმირი გაგახსენდეთ, დიახ ტერმინატორზე მაქვს საუბარი, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავი და არანაკლებ ცნობილი ბოდიბილდერი არნოლდ შვარცნეგერი მონაწილეობს.
აქვე უნდა ითქვას, რომ გადაჭარბებული დოზით ძალისმიერი ვარჯიშები და ბიოლოქტიურად აქტიური პრეპარატების მიღება კუნთოვანი მასის გასადიდებლად ჯანმრთელობასაც ემუქრება.
სამწუხაროდ არაერთი ბოდიბილდერია დაღუპული გულის უკმარისობით ან ინფარქტით.
ლეგენდარული "რკინის არნიც" (არნოლდ შვარცნეგერი) არაა გამონაკლისი, მან 4-ჯერ გადაიტანა მიკრო ინფარქტი და მისი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი გახდა მისთვის შუნტირების გაკეთება.
მე არანაირი უფლება არა მაქვს ვინმეს მისი მისწრაფების გამო შეურაცხყოფა მივაღებო, მეტიც არ შეიძლება ჩაერიო სხვის არჩევანში. მე უბრალოდ გთავაზობთ ჩემს მოსაზრებას, მე არ მომწონს ქალი ბოდიბილდერები მათი აღნაგობის გამო, პიროვნულად არავის ვეხები, ეს მათი არჩევანია და მე მათ არჩევანს პატივს ვცემ და ანგარიშს ვუწევ, თუმცა ვიმეორებ-ეს მე არ მომწონს.
ესეც "ტერმინატორი" ქალების ფოტოკოლაჟი, გთხოვთ კომენტარებში ცენზურა დავიცვათ.
image imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
+16






























0
447
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0