x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508606
რუსეთში გაიმართა კონკურსი საფლავების სწრაფად გათხრაში
image


კონკურსი Могильный беспредел"(საფლავური ქაოსი)მძიმე მიზნად ისახავს პროფესიის პრესტიჟის გაზრდას და ახალგაზრდა კადრების მოზიდვას. ამის შესახებ Gazeta.Ru- ს განუცხადეს ნოვოსიბირსკში ჩატარებული პირველი რუსული პირველობის ორგანიზატორებმა საფლავების ჩქარ გათხრაში. მათ, ისევე როგორც კონკურსის მონაწილეებს, არ ეშინიათ კრიტიკის, პირიქით, სურთ საზოგადოებაში ტაბუდადებული არ გახდეს იმ ადამიანების შრომა, რომლებიც რიტუალურ მომსახურებას ახორციელებენ.



მათ, ისევე როგორც კონკურსის მონაწილეებს, არ ეშინიათ კრიტიკის, პირიქით, სურთ, რომ საზოგადოებისთვის ტაბუ დადებული არ იყოს იმ ადამიანების შრომა, რომლებიც რიტუალურ მომსახურებაში არიან დასაქმებულები.;ასეთი მასშტაბური შეჯიბრი პირველად ტარდება რუსეთში. ეს გასულ წელს უნდა მომხდარიყო, მაგრამ პანდემიის გამო ის გადაიდო. ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავზარდოთ პროფესიის პრესტიჟი - ღონისძიებაში მხოლოდ დაკრძალვის მუშაკები მონაწილეობენ. დაგმობის არ გვეშინია, მსგავსი შეჯიბრებებში მიუღებელი არაფერია ”, - ამბობს კონკურის ორგანიზატორი ზარინა მამატოვა.

image
მისი აზრით, ასეთი ღონისძიებების დახმარებით, უფრო მეტ ახალგაზრდას ექნება სურვილი დამკრძალავ მომსახურებაში დასაქმდეს. გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს რუსებში სამგლოვიარო მომსახურების ტაბუს შემცირებას.



შეჯიბრში მონაწილეობდნენ ნოვოსიბირსკის, კემეროვოს და ომსკის რეგიონების, ასევე ალტაის ტერიტორიის პროფესიონალი მესაფლავეები. მათ უნდა გაეთხარათ 200 სმ სიგრძის, 80 სმ სიგანის და 160 სმ სიღრმის საფლავი.მთლიანობაში, შეჯიბრში მონაწილეობა შეეძლოთ 18 წელს გადაცილებულ სამგლოვიარო სამსახურის აქტიურ მუშაკებს რუსეთის ნებისმიერი რეგიონიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან .

image


შედეგად, საუკეთესო შედეგი აჩვენეს და შესაბამისად გაიმარჯვეს კიდეც მამა-შვილმა გოლოვანოვებმა ქალაქ ომსკიდან. მათ დავალება 38 წუთში შეასრულეს. მეორე ადგილი ნოვოსიბირსკს ერგო, მესამე ადგილი კი კემეროვის რეგიონის ბიჭებმა დაიკავეს.

image



გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრემია 30 000, 20000 და 10 000 რუბლის ოდენობით. <

0
112
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0