x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ხანგრძლივი სიყვარულის ისტორია: როგორ გახდა კამილა პარკერ-ბოულზი პრინც ჩარლზის ცოლი

image


პრინცი ჩარლზისა და კამილა პარკერ-ბოულზის რომანის შესახებ რეალურად არც ისე ბევრი დეტალია ცნობილი. პრესაში ამ სიყვარულის ისტორიის მხოლოდ რამდენიმე "საიდუმლომ" გაჟონა.




კამილა და ჩარლზი ურთიერთობის დასაწყისში


ჩერლზმა და კამილამ ერთმანეთი 1970 წელს გაიცნეს, მაშინ როდესაც ორივე ჯერ კიდევ თავისუფალი იყო. ახალგაზრდებს შორის გაცნობისთანავე ურთიერთსიმპათია გაჩნდა, რომელიც შეიძლებოდა რომ უფრო დიდ და სერიოზულ გრძნობებშიც გადაზრდილიყო, თუმცა ჩარლზის მშობლები კამილასთან მისი ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ვაჟის რჩეული სამეფო ოჯახისთვის შესაფერისი კანდიდატურა არ იყო, ვინაიდან პარტნიორებს ხშირად იცვლიდა, ეწეოდა და თან ალკოჰოლზეც იყო დამოკიდებული.


image


ჩარლზმა მშობლებს დაუჯერა, კამილასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა და სამხედრო კამპანიაში გაემგზავრა. შეურაცხყოფილი კამილა ცოლად თავის ყოფილ შეყვარებულს ენდრიუ პარკერ - ბოულზს გაჰყვა, თუმცა სამწუხაროდ, მან ბედნიერება ამ ქორწინებაში ვერ ჰპოვა. ქმარი ახალგაზრდა ცოლს ოჯახური თანაცხოვრების პირველივე კვირებიდან ღიად ღალატობდა.


image


მიუხედავად ამისა, კამილასა და პარკერ-ბოულზს ამ ქორწინებაში ორი შვილი შეეძინათ: ვაჟი ტომი და ქალიშვილი ლორა. ჩარლზი ტომის ნათლია გახდა, რამაც შეყვარებულები ერთმანეთს სამუდამოდ დააკავშირა.




ბრძოლა პრინცის გულისთვის


image


ერთხელ ჩარლზმა კამილას უთხრა, რომ ოჯახმა მას შესაფერისი საცოლე შეურჩია, რომელიც იყო ახალგაზრდა, გულუბრყვილო და თან კარგი რეპუტაციით. ამან კამილას აგრძნობინა რომ მან ომში საბოლოოდ, წააგო... თუმცა დიანასთან ქორწილის დღეს ჩარლზმა საყვარელ ქალს საჩუქრად თავიანთი ინიციალებით სამაჯური გაუგზავნა. ეს საჩუქარი მარტივად და გარკვევით ამბობდა, რომ არაფერი შეიცვლებოდა მაშინაც კი, როდესაც მის ცხოვრებაში კანონიერი მეუღლე გაჩნდებოდა.





კამილა და დიანა


image


ჩარლზმა დიანას მალევე განუცხადა, რომ მას სხვა ქალი უყვარდა და მისი სახელიც კი უხსენა. გამომდინარე იქიდან რომ ჩარლზი კამილას შვილის ნათლია იყო, ისინი ერთმანეთს საჯაროდ ხშირად ხვდებოდნენ. დიანა და კამილა საზოგადოების თვალწინ ყოველთვის საკმაოდ თავშეკავებულად იქცეოდნენ, თუმცა სახლში დაბრუნებული უელსის პრინცესა მეუღლეს საშინელ სკანდალებს უწყობდა.


image


დიანას გულწრფელად სჯეროდა, რომ მეუღლის გულის მოგებას შეძლებდა. ის იყო ჭკვიანი, ლამაზი, კეთილი და ძლიერი, რომელიც საზოგადოებრივი სტერეოტიპების გავლენის ქვეშ არასდროს ექცეოდა, მას გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ პრინცის გულის გალღობა შეეძლო... მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩარლზი მის ამ მცდელობას არ აფასებდა. მას მხოლოდ კამილა სჭირდებოდა.


image


დიანას ისტერიკები მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებდა. ჩარლზი კამილას გარემოცვაში სულიერად ისვენებდა, გამოიყურებოდა რა მის გვერდით ყოველთვის ბედნიერად და ლაღად, რაც ფოტოებზე შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანდა. ბევრმა სწორედ მას ეს ბედნიერება ვერ აპატია.


image


კამილა დიანაზე უფროსი, და მასზე ბევრად უფრო ბრძენიც აღმოჩნდა, ესმოდა რა რომ პრინცის შენარჩუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ის დიანას მიმართ გულგრილი დარჩებოდა. გარდა ამისა, კამილამ იცოდა, რომ მისი გული ჩარლზს ეკუთვნოდა, რაც მას კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას მატებდა.




დიანას გარდაცვალების შემდეგ


დიანას სიკვდილმა დიდი ბრიტანეთის საზოგადოება შოკში ჩააგდო. ბევრისთვის ამ ტრაგიკული სიკვდილის ნამდვილ მიზეზად კამილა და ჩარლზი იქცნენ. კამილა მუქარის ზარებს სულ უფრო ხშირად იღებდა, ჟურნალისტები მის კართან ათენებდნენ და აღამებდნენ, ყველგან ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ. საზოგადოება ითხოვდა რომ სამეფო ოჯახს ტახტი უილიამსისთვის (ჩარლზისა და დიანას უფროსი ვაჟი) გადაეცათ.


image


პრესასა და საზოგადოებაში ატეხილი მთელი ეს აჟიოტაჟი შეყვარებულებს ერთად ყოფნის უკანასკნელ იმედს ართმევდა, მაგრამ ჩარლზმა მტკიცედ გადაწყვიტა ამჯერად უკან აღარ დაეხია. მან ელისაბედ მეორეს კურთხევა სთხოვა და, ყველას გასაკვირად მიიღო კიდეც.


image


კამილასა და ჩარლზის ქორწილი სამეფო სტანდარტების გათვალისწინებით საკმაოდ მოკრძალებულად ჩატარდა. ისინი კანონიერი მეუღლეები მხოლოდ 35 წლიანი ურთიერთობის შემდეგ გახდნენ. საზოგადოებამ სამეფო ოჯახს როგორც დიანას სიკვდილი, ასევე პრინც ჩარლზისა და კამილას ბედნიერებაც საბოლოოდ, აპატია... როგორც ჩანს, მათ შორის მართლაც ნამდვილი სიყვარული იყო, რომლისთვისაც ხელის შეშლა ნამდვილად არ ღირდა... და ვინ იცის, შესაძლოა "გულების დედოფლად" წოდებული ლედი დის ცხოვრებაც სულაც არ ყოფილიყო ასეთი ტრაგიკული და ხანმოკლე.






0
516
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
516