x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134495
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
რა იმალება სინამდვილეში საყვარელი ფილმების საკულტო სცენების მიღმა
image


საიდუმლო არ არის, რომ კინოს მაგია მხოლოდ დასრულებულ პროდუქტზე ვრცელდება. კინემატოგრაფისტები, მონტაჟორები, სპეცეფექტების ოსტატები და დიზაინერები დიდ თანხებს ღებულობენ სწორედ იმაში, რომ აიძულებენ მაყურებელს, ეკრანზე ნანახის რეალობა დაიჯერონ, მაშინ როცა ეს ყველაფერი დადგმულია. შემდეგი ფოტოები სამუდამოდ შეცვლიან თქვენს წარმოდგენას საყვარელი კლასიკური ფილმების საკულტო სცენებზე.

სადილი- "საშინელება თელების ქუჩაზე 3".

ფილმის "საშინელება თელების ქუჩაზე" მესამე ნაწილში, ბევრი საყურადღებო სცენაა, მაგრამ მატ შორის საუკეთესოა, როცა ფრედი კრუგერი ცდილობს პატრიცია არკეტის გმირის შეჭმას. არკეტი ბრწყინვალეა ფილმში, ბრწყინვალედ მართავს ემოციებს, რასაც ეს ფოტოები ადასტურებს.

image


ტიტანიკის კატასტროფა-"ტიტანიკი".

იმის გათვალისწინებით, რომ ნამდვილი ტიტანიკი 1912 წელს ჩაიძირა, მის ბორტზე გადაღებები, როგორც მინიმუმ სირთულეს წარმოადგენს. ჯეიმს კამერონს მოუწია დაკმაყოფილებულიყო გადაღებებით სტუდიაში, კონკრეტულად, 1 300 000 ლიტრიანი მოცულობის რეზერვუარით. სცენებს შორის შესვენებებზე მსახიობები ჯაკუზში თბებოდნენ.

image

ნამდვილი რიჩარდ პარკერი -"პის ცხოვრება".

ერთ-ერთი სევდიანი სცენა ფილმიდან, როცა ეკრანზე დაუძლურებულ, სიკვდილის პირას მყოფ რიჩარდ პარკერს ვხედავთ. ამ სცენის ყურება მძიმეა მათთვისაც კი, ვინც მაინცდამაინც არ არის ცხოველებისადმი კეთილგანწყობილი. თუმცა ღირს შევხედოთ კულისებსმიღმა ფოტოს, და უხერხულადაც კი ვიგრძნობთ თავს ჩვენი ნერვიულობის გამო, დიდი და ძლიერი ვეფხვი რომ რეალობაში მხოლოდ ცისფერი სათამაშო ყოფილა.

image


ღორის სისხლი არც ისე ცუდია-"კერი"

ბრაიან დე პალმას ფილმის "კერი" საკულტო სცენაში, კერის სათლით ღორის სისხლს ასხავენ, რის შემდეგაც იგი განრისხებული ყველას ხოცავს. სისხლისთვის ნამდვილი იერსახე რომ მიეცათ, გრიმიორებმა სიმინდის სეროფს საკვები საღებავი შეურიეს. სცენის გადაღებას სამი დღე დასჭირდა, მსახიობი სისი სპეისეკი კი მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ბანაობდა და თავისი გმირის კაბით ეძინა, რათა "სისხლის" ლაქები მის კანზე და ტანსაცმელზე დარჩენილიყო. აი თავგანწირვა!


image


მასშტაბის ილუზია-"გოძილა მოტრის წინააღმდეგ"

თუმცა მოტრის ეს ფოტოები 1961 წლის ფილმ "მოტრის' გადაღებებიდან არის, მოტრის დიზაინით კვლავ ისარგებლეს 1964 წელს ფილმში "გოძილა მოტრის წინააღმდეგ". მართალია მოტრიმ გოძილასნაირი დიდება ვერ მოიპოვა, მაგრამ თავის ჟანრში ორივე პერსონაჟი საკულტოა. ეს ფოტოები მეტყველებს, თუ რამდენად დიდი მუშაობა გასწიეს დიზაინერებმა, რათა ქალაქის და თვითონ მონსტრების მასშტაბური მოდელები შეექმნათ.

image


ღვიძლი და ჩიფსები-"კრავთა დუმილი"

ფილმის "კრავთა დუმილი" გადაღების დროს დუბლებს შორის შესვენებებზე ენტონი ჰოპკინსს წახემსება უყვარდა. პროექტის რეჟისორი, ჯონათან დემი, პირადად კვებავდა მას მაკდონალდსის ჩიფსებით.

image


ქალური მეგობრობა-"მოკალი ბილი"

თუმცა პატარძალმა ახლახანს მოხსნა სკალპი ფილმის ერთ-ერთ გმირს, ეს ხელს არ უშლის მათ მეგობრებად დაჩენაში, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მას შემდეგ, როცა რეჟისორის "გადაღებულია" გაჟღერდება.

image


პერსპექტივის მნიშვნელობა-"ინდიანა ჯონსი"

სცენა, სადაც ინდიანა ჯონსი, მერიონი და სალაჰი პირველად იპოვნიან აღთქმის კიდობანს, ძალიან სერიოზული და დრამეტული გამოვიდა. სანამ მათ ეს დიდი და მძიმე რელიქვია მიაქვთ, კამერა მეტი ეფექტისთვის ჩრდილებს კედელზე აფიქსირებს. ეს დაუვიწყარი საკულტო სცენაა, მაგრამ კულისებს მიღმა ფოტო სიცილს იწვევს: მსახიობებს არა კიდობანი მიჰქონდათ, არამედ კიდობნის ფორმის მუყაო, ეს იმიტომ, რომ ჩრდილი მკაფიო გამოსულიყო.

image






იხილეთ შემდეგი:






როგორ იღებენ სინამდვილეში ჰოლივუდის ფილმებს

image


ნახეთ სერიალ "სამეფო კარის თამაშების" რომელი მსახიობები დაწყვილდნენ და შვილი შეეძინათ

image


სერიალ "სამეფო კარის თამაშების" მსახიობები ადრე და ახლა

image


კლეოპატრა-სტილის ხატი და მისი გარდერობი კინოში და რეალობაში

image


როგორ რეაგირებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები მომაბეზრებელ პაპარაცებზე

image


ცნობილი ადამიანების ყველაზე უცნაური ანდერძები

image


გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა

image


ქალების აზრით, ჰოლივუდის ყველა დროის ყველაზე სექსუალური მამაკაცები

image


ამ ქალბატონებს ნამდვილად დაავიწყდათ, რა არის სიბერე

image










1
830
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
830
  
0 1 1