x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ვაშლიანი წნულები – უგემრიელესი ღვეზელი და წნულის გაკეთების უმარტივესი ხერხი
image


ინგრედიენტები:


თბილი წყალი (37° C) – 260 მლ.

საფუარი (სწრაფად ხსნადი) – 2 ჩ. კ.

შაქარი – 80 გრ.

დარბილებული კარაქი – 80 გრ.

ვანილინი – 3 გრ.

მარილი – 1 ჩ. კ.

ფქვილი – 570 გრ.

ვაშლი – 2 ცალი (წვნიანი არ უნდა იყოს, მაგ., “ანტონოვკა")

შაქარი – 3 ს. კ.

კვერცხის გული და ცოტა ვანილინი, გადასასმელად


მომზადება:


I. ღრმა თასში ჩაასხით წყალი > დაამატეთ საფუარი, შაქარი და ვანილინი > კოვზით იქამდე ურიეთ, ვიდრე შაქარი წყალში არ გაიხსნება > დაამატეთ კარაქი.

II. მარილი ფქვილს შეურიეთ > ფქვილი ჩააცერით თასში > მოზილეთ ცომი.

ის რბილი და ელასტიური უნდა იყოს და ხელებზე არ უნდა ეწებებოდეს.

III. თასს გადააკარით სამზარეულოს აპკი და თბილ ადგილზე დადგით > როდესაც ამოვა, ცომი კიდევ ერთხელ გადაზილეთ > გაყავით 12 ნაწილად და 10 წუთი დაასვენეთ.


image


IV. ვიდრე ცომი ისვენებს, მოამზადეთ გულსართი: გახეხეთ ვაშლი > დაამატეთ შაქარი და კოვზით კარგად მოურიეთ.

V. გააბრტყელეთ ცომი > ისე დასერეთ, რომ კიდეებს არ შეეხოთ (იხ. ქვემოთ მოცემულ სურათზე) > მოათავსეთ თითოეულზე გულსართი და წნული გადაახვიეთ.



image


V. წნულები მოათავსეთ პერგამენტიან საცხობ ფირფიტაზე.

VI. კვერცხის გულს დაუმატეთ 1 ს. კ. წყალი და ვანილინი > ინგრედიენტები კარგად შეურიეთ > გადაუსვით წნულებს.

VII. გამოაცხვეთ, 180° C-ზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

imageimageimageimageimageimageimage







0
203
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0