x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133849
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
"მეღორეს - ცრემლების ყლაპიას"

image


უფალო, ბეღურა ჩიტად რომ
მიმაბი გალავნის ყორეს,
არა სჯობს, სვავობა ვინატრო,
და მუსრი გავავლო ღორებს?!


თუმცა კი რა მინდა მიწასთან,
ღრუბელზე შემომსვი მაღლა -
არ მინდა ღორებთან ბრძოლა და
ღორების მოსმენით დაღლა...


ნისკარტით მიჭირავს ანწუხი,
თუმც შენგან მოველი შველას...
უფალო, ერთსა გთხოვ, პასუხი
ჩემ ნაცვლად გაეცი ყველას...

/მარიკა ბერძენაძე/

ალბათ, ქართული პოეზიის თაყვანისმცემლებმა იცით პაოლო იაშვილის ლექსი "მეღორის ლოცვა"

უფალო! უსმინე შავარდენს,
მის ხელით გიგზავნი ბარათს,
მიშველე ღორებში ჩავარდნილს,
ღორებში დარჩენილს მარად.

როგორც რომ ბურვაკი პალოზე
მინდორში ბაწარით აბია,
მარტო ვარ, უფალო, დალოცე
მეღორე ცრემლების ყლაპია!

უფალო! მომეცი სამხარი
ძაღლივით ამოსულს ცაზე,
და შენი პერანგი ნახმარი
ჩამაცვი ცოდვიან ტანზე.

მომეცი ბავშვებში ჩარევის
და მათთან თამაშის ნება.
უფალო! შენს გარდა არავის
არა აქვს ამის უფლება.

ფიქრები სამწყემსო ღორებზე
ყოველდღე ცრემლებით მსჯიდა.
უფალო, გალავნის ყორეზე
დამნიშნე ბეღურა ჩიტად.

2
350
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
350
  
2021, 7 ივნისი, 10:27
ძალიან მომეწონა, უზომოდ, არაჩვეულებრივია!!!
0 1 2