x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მთელ მსოფლიოში პოპულარული ნივთები, რომლებიც ჩუქჩებმა გამოიგონეს, მათ შორისაა მზის სათვალეც

image

ბევრი ჩვენთაგანისთვის ჩუქჩები ანეგდოტების გმირებთან ასოცირდება, რომლებიც მეირმეობას და ნადირობას მისდევენ და ცივილიზაციისგან მოშორებით ცხოვრობენ. ამასთან, ცოტამ თუ იცის, რომ ჩუკოტკის ნამდვილი ძირძველი მაცხოვრებლები მამაცი და დახელოვნებული მეომრები იყვნენ, რომელთაც არაერთხელ დაუმარცხებიათ მათზე ძლიერი და უკეთესად შეიარაღებული მტერი. და კიდევ, ნაკლებადაა ცნობილი ის ფაქტები, რომ მათ მიერაა წარსულში გამოგონილი ის ნივთები, რომლებსაც დღეს მთელი მსოფლიო მოიხმარს. დღეს ჩუქჩების უმეტესობას აქვს მეცნიერების და ტექნიკის ყველა მიღწევის გამოყენების საშუალება, მაგრამ ოდესღაც, არ ჰქონდათ წვდომა ისეთ ელემენტარულ საგნებზე, როგორიცაა მაგალითად, იარაღი და საპონი. ამ ხალხს გამუდმებით უწევდათ ბრძოლა არსებობისთვის ჩრდილოეთის მკაცრ კლიმატურ პირობებში და იძულებულნი იყვნენ გამომგონებლობაზე წასულიყვნენ. სწორედ ასე გაჩნდა ის ნივთები, რომლებიც ცივილიზაციის აუცილებელი ატრიბუტი გახდა.

მზის დამცავი სათვალე

თანამედროვე მოდის მიმდევრებს ალბათ ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება მზის დამცავი სათვალის გარეშე.

image

იგი პირველად ჩრდილოეთის ხალხებმა გამოიგონეს, კაშკაშა და დამაბრმავებელი მზისგან დასაცავად, რომლის ეფექტს კიდევ უფრო აძლიერებდა თოვლი, თოვლი კი ჩრდილოეთში თითქმის მთელი წლის განმავლობაშია.

image

ეთნოგრაფ-მეცნიერების თქმით, ჩუქჩების ადრინდელი სათვალე ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე სათვალისგან: ჩარჩოს ფუნქციას ასრულებდა ირმის ტყავი ან ძვალი, ხოლო მინის ნაცვლად წვრილი პანორამული ჭრილები ჰქონდა გაკეთებული.

კოქტეილის პლასტიკური ჩხირები

პლასტიკის ჩხირები, რომლითაც კოქტეილს მივირთმევთ, ასევე ჩუქჩების გამოგონებაა, მხოლოდ ჩრდილოეთის მაცხოვრებლები მათ არა საღამოებზე იყენებდა, არამედ ყოველდღიურ ყოფაში და თანაც იძულებით.

image

ძლიერი ყინვის დროს მეტალის, ძვლის და ხის ჭურჭლიდან დალევა ძალიან რთულია, რამდენადაც ტუჩები ჭიქის ნაპირს ეწებება.


image

ამ პრობლემის გადასაჭრელად ძველმა ჩუქჩებმა მოიფიქრეს დალევის დროს ფრინველის გრძელი ძვლები გამოეყენებინათ.

ბავშვის საფენები

image

ჩუკოტკელმა ქალებმა, ბავშვების მოსავლელად საზრიანობა გამოიჩინეს. ჩრდილოეთის პირობებში, რა თქმა უნდა არ იყო იმის საშუალება, რომ ბავშვისთვის ხშირად გამოეცვალათ ტანსაცმელი ან დაებანათ. ამიტომ მათ მოიფიქრეს ისეთი ისტორიული ნივთი, როგორიცაა ბავშვის საფენი. თანამედროვე პამპერსის ეს უბრალო, მაგრამ ეფექტური წინაპარი, მზადდებოდა განსაკუთრებული ბუნებრივი მასალისგან, რომლის საფუძველს ხავსი, ირმის ბეწვი და ხის ნახერხი შეადგენდა.

image

ჩუკოტკური საფენები წარმოადგენდა ორფენოვან ტყავის ტომარას, რომელსაც ამოჭრილი ჰქონდა თავის, ხელების და ფეხების გასაყრელი ადგილები, ფენებს შორის კი თავსდებოდა შემწოვი მასალა.

ქურთუკი-ანორაკი

მილიონობით ტურისტისა და მოგზაურისთვის საყვარელი ქურთუკი, რომელიც ზემოდან უნდა გადაიცვათ-ეს ჩრდილოეთის ხალხის ერთადერთი გამოგონებაა, რომელმაც თავისი ორიგინალური დასახელება შემოინახა.


image
ასეთ ქურთუკებს შესაკრავების გარეშე და კაპიუშონით, ჩუქჩები და ესკიმოსები ხმარობდნენ თევზაობის დროს. თავიდან ანორაკი იკერებოდა ზღვის ლომის ტყავისგან ან დიდი თევზისგან, სახელოებში კი რეზინების ნაცვლად ცხოველების ნაწლავების შესაკრავებს უყრიდნენ. ქურთუკი არ ატარებდა ნესტს და თოვლს, იცავდა აგრეთვე ცივი და ნოტიო ზღვის ქარებისგან. თანამედროვე ანორაკები ნაკლებად ჰგავს ორიგინალს, მაგრამ ძირითადი პრინციპი შენარჩუნებული აქვს.

image







იხილეთ სხვა სტატიებიც:





რატომ ცვლიან ჩუქჩები ცოლებს ერთმანეთში (ვიდეოც)

image


"მინდა!..."–როგორ ზრდიან შვილებს ცნობილი ადამიანები (ნაწილი I)

image


"მინდა!..."–როგორ ზრდიან შვილებს ცნობილი ადამიანები (ნაწილი II)

image


14 გამოგონება, რომელსაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია: "ჭკვიანი" ფანქარი, კონდიციონერი საწოლისთვის, ლაზერული კლავიატურა და ა.შ.

image


ახალი გამოგონებები, რომლის გარეშეც მალე ალბათ წარმოუდგენელი იქნება ჩვენი ცხოვრება

image


როგორ შეიძლება სრულიად ჩვეულებრივი ნივთი არაჩვეულებრივად ვაქციოთ

image


ჩვენთვის ნაცნობი მე-20 და 21-ე საუკუნეების საყოფაცხოვრებო ტექნიკის შედარება

image


როგორ შეიძლება შეიცვალის ადამიანის გარეგნობა ათასი წლის შემდეგ

image


ქუთაისში ამ ქუდებს დღემდე "კოკუცას ქუდი" ეწოდება. რას ნიშნავს კოკუცა?

image


საინტერესო ფაქტები საპნის წარმოშობის შესახებ

image









2
847
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
847
  
2021, 15 მაისი, 22:29
კიიი... მათგან გადაგვიღია მზის სათვალეც და ქურთუკიც, ახლა თავი რომ მოგვაქვს :))
2021, 15 მაისი, 21:28
მაშასადა-მათ, :) ტყუილად დასცინიან ანეკდოტებით ჩუქჩებს...
0 1 2