x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134473
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ამერიკელმა გენერლებმა ბაიდენის ფსიქიკური ჯანმრთელობა ეჭვქვეშ დააყენეს

image




124 ამერიკელმა პენსიონერმა გენერალმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც მიგვითითებს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ფსიქიკური მდგომარეობის არაადეკვატურობაზე. სამხედროებმა, რომლებმაც ხელმოწერები შეაგროვეს, საზოგადოების ყურადღება გაამახვილეს იმ საშიშროებაზე, რომელსაც ქვეყანა განიცდის ბაიდენის მმართველობის დროს.







"ჩვენს ერს დიდი საფრთხე ემუქრება. 1976 წელს დაარსდა კონსტიტუციური რესპუბლიკა, ახლა ვიბრძვით ისე, როგორც არასდროს." - აცხადებენ გენერლები.






გენერლების აზრით, შეშფოთებას იწვევს, პრეზიდენტი, ს არა მხოლოდ ფსიქიკური, არამედ, ფიზიკური მდგომარეობაც. გარდა ამისა, სამხედროებმა აღნიშნეს უამრავი დარღვევა, რაც ჩაიდინეს საპრეზიდენტო არჩევნებში 2020 წელს და ასევე, სპეციალური სამსახურების უმოქმედობაც.







"მთავარსარდლის ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის უგულებელყოფა შეუძლებელია. მას უნდა შეეძლოს სწრაფად მიიღოს ზუსტი გადაწყვეტილებები ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, როცა არ უნდა იყოს, დღე თუ ღამე. გულწრფელი და სამართლიანი არჩევნების გარეშე, რომლებიც ზუსტად ასახავს ხალხის ნებას, ჩვენი კონსტიტუციური რესპუბლიკა დაიკარგა."- განგაშს აცხადებენ აშშ-ს სამხედროები.






შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა 2020 წლის 3 ნოემბერს. ამომრჩეველთა ხმების დათვლის შემდეგ ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. დონალდ ტრამპი რეგულარულად აცხადებსდა რომ არჩევნები გაყალბდა და აპირებს გამარჯვების დაცვას სასამართლოში. ტრამპმა და მისმა მოკავშირეებმა პრეტენზიები გამოთქვეს ხმების დათვლის უცნაურობასთან დაკავშირებით: კერძოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა ჩრდილოეთ კაროლინაში ხმების ხანგრძლივად დათვლის გამო, ხოლო, მის შტაბს უჩიოდა, რომ არიზონაში მანქანები არ ითვლიდა ხმებს.





მანამდე ავტორიტეტულმა "Washington Post"-მა ეჭვქვეშ დააყენა ჯო ბაიდენის ჯანმრთელობა და ქვეყნის მართვის პრინციპები. ავტორებმა აღნიშნეს, რომ მან მისი ქვეყნის კანონებიც კი არ იცის.

0
426
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
426
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0