x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
გეი-ირანელს ძმებმა თავი მოკვეთეს

image

20 წლის ირანელ ალი ფაზელი მონტფარედის ძმებმა თავი მოკვეთეს, მას შემდეგ როდესაც მათ შეიტყვეს მისი ჰომოსექსუალობის შესახებ. ამის შესახებ გამოცემა Iran International-ი იტყობინება ადგილობრივი რადიოსადგურზე დაყრდნობით.



"ღირსების მკვლელობა" სავარაუდოდ ჩაიდინა მისმა ორმა ბიძაშვილმა და ნახევარძმამ. მათ მაშინ შეიტყვეს, რომ იგი ჰომოსექსუალი იყო როდესაც სახლში ფოსტით მოუვიდათ ცნობა, სადაც ეწერა, რომ ახალგაზრდამ მიუთითა საკუთარ არატრადიციულ ორიენტაციაზე, რათა იგი არ გაეწვიათ ირანის არმიის სამხედრო სამსახურში.


მონტფარედი ოჯახთან ერთად არ ცხოვრობდა და სახლში მივიდა რათა ჯარის საბუთები აეღო. მკვლელებმა ნათესავი მანქანაში შეიტყუეს, მოკლეს და თავი მოკვეთეს, შემდეგ კი დედას დაურეკეს და უთხრეს, სად უნდა ეძებნა მისი ერთადერთი ვაჟის ცხედარი.


გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ეჭვმიტანილი დაკავებულია. უფლებადამცველი ჯგუფების წარმომადგენლები აღშფოთებულები არიან მომხდარის გამო და ადანაშაულებენ სახელმწიფოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ იცავენ სექსუალურ უმცირესობებს საზოგადოებრივი თავდასხმებისგან, არამედ, პირიქით, ხელს უწყობენ მათდამი სიძულვილის გაღვივებაში.

image

0
443
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0