x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე დიდი საფეხბურთო გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა- საინტერესო ფაქტები

image

1)სხვათა შორის, 1980/1981 წლების თასების თასის სეზონის გათამაშებაში დინამო თბილისი ... შემთხვევით მოხდა. 1979 წლის სსრკ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, 1980/1981 წლების სეზონში დინამო უეფას თასზე უნდა გასულიყო.

საქმე იმაშია, რომ ევროთასების კენჭისყრა ივლისის დასაწყისში გაიმართა, ხოლო 1980 წლის სსრკ თასის ფინალი მოსკოვის ოლიმპიადის გამო 11 აგვისტოს გადაიტანეს.ამიტომ ფეხბურთისა ფედერაციამ გადაწყვიტა, რადგან ორივე გუნდი პრიზიორი იყო (შახტიორი მეორე ადგილზე გავიდა, დინამო მეოთხეზე) და ამასთანავე თასის ფინალისტი, სსრკ-ს თასის გამარჯვებულის მიუხედავად "დინამო" თასების თასზე გაანაწილეს, ხოლო "შახტიორი" უეფაზე....ფინალური მატჩი "შახტიორმა " "დინამოს"2:1 მოუგო.

image





2)თბილისელებმა "ეპტონ პარკზე" "ვესტ ჰემი" მეოთხედფინალში 4:1 გაანადგურეს, აი რას წერდა Daily Mail- ალექსანდრე ჩივაძეზე, რომელმაც ბრწყინვალე გოლი გაუტანა ინგლისელებს.


"ჩივაძე იმ საღამოს ცენტრალური მცველის ისეთ ფიგურად წარმოისახა, როგორიც მანამდე არ გვენახა. "ვესტ ჰემის" ფანები განებივრებული იყვნენ ბობი მურის თამაშით, მაგრამ ჩივაძემ სხვა რამ შემოგვთავაზა: ის დაცვის ცენტრიდან წარმართავდა შეტევებს, იქ ყველაფრის ბატონ-პატრონი იყო და თან, ნახევარდაცვაშიც ელეგანტური მანერით გვევლინებოდა ორგანიზატორად. ეს სრულიად განსხვავებული იყო ბობი მურის სტილისგან, რომელიც მხოლოდ დაცვაზე იყო პასუხისმგებელი".

image



3)ბევრისთვის უცნობია იქნება ის ფაქტი, რომ დიდი ალბათობით დინამოს მეტოქე მეოთხედფინალში შეიძლება ყოფილიყო არა "ვესტ ჰემი" არამედ მადრიდის "კასტილია". საქმე იმაშია, რომ "ვესტ ჰემს" არასპორტული საქციელის გამო მეოთხედფინალში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. წილისყრის პირველ მატჩში "ჩაქუჩები" მადრიდში შეხვდნენ ადგილობრივ "კასტილიას", რა დროსაც მათმა გულშემატკივრებმა იქ მოაწყვეს საშინელი აურზაური, რასაც ერთი გულშეატკივარის მკვლელობა მოჰყვა. უეფას სადისციპლინო კომიტეტის სხდომა მომხდართან დაკავშირებით დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შედეგად, "ვესტ ჰემი" დააჯარიმეს 30 ათასი გირვანქა სტერლინგით, აუკრძალეს საპასუხო მატჩის ბილეთების გაყიდვა და მაუწყებლობა. მხოლოდ 70 ადამიანი შეუშვეს სტადიონზე, ( ფეხბურთელები, მომსახურე პერსონალი, ჩინოვნიკები და ჟურნალისტები). იმის გათვალისწინებით, რომ "ვესტ ჰემმა" ესპანეთის დედაქალაქში 1: 3 წააგო, მისი გასვლის შანსი ძალზე მცირე იყო. თუმცა, ლონდონში მატჩის ძირითადი დრო დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით, ზუსტად იგივე შედეგით 3: 1, ხოლო დამატებით ნახევარ საათში ბრიტანელებმა კიდევ ორი ​​გოლი გაიტანეს და მეოთხედფინალში აღმოჩდნენ.

image



4) თბილისში ჰოლანდიის "ფეინოორდის" განადგურების შემდეგ, საპასუხო მატჩი როტერდამში, რომელიც 22 აპრილს გაიმართა, დინამო დამარცხდა ანგარიშით 0:2 საოცრად არაობიექტური მსაჯობის ფონზე(ავსტრიელმა მსაჯმა ფ.ვერერიმ ორი აშკარა გოლი არ ჩაგვითვალა და პენალტიც არ დაგვინიშნა).რამაზ შენგელია იხსენებს:"ერთმა ფაქტმა გაგვაოცა, რამაც საბოლოო გამარჯვება გაგვიიოლა. ჰოლანდიელმა გულშემატკივრებმა ბოლო 15 წუთში ”ფეინოორდის” გულშემატკივრობა შეწყვიტა... თამაშის შემდეგ კი არც ოვაციები დაიშურეს ჩვენთვის... ხედავდნენ, მათ გუნდს რომ ვჯობდით”

image



5)ფინალურ მატჩს დიუსელდორფში "რეინნშტადიონზე"ძალზე ცოტა მაყურებელი დაესწრო-სულ 9 ათასი მაყურებელი.აი რას ამბობს ამასათან დაკავშირებით "კარლ ცაისის" ფეხბურთელი ლუტც ლინდემანი:"დასავლეთელები ძალიან ქედმაღლები იყვნენ და ალბათ ფიქრობდნენ, აღმოსავლეთ გერმანიის ფეხბურთს რატომ უნდა ვუყუროთ, მით უმეტეს, რომ რუსებს ხვდებიანო. დიახ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ჩვენ რუსებს ვეთამაშებოდით".


image



6)ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ წესით ბურთი მსაჯს რჩება, მაგრამ გუნის ექიმმა-ფიზიოთერავპეტმა ანზორ გაბიტაშვილმა თამაშის დასრულებისთანავე მსაჯს წაართვა ბურთი და საქართელოში ჩამოიტანა, რომელიც მის პირად კოლექციაში ინახებოდა.


image



7)თბილის დინამოს გამარჯვებას ასე გამოეხმაურა ლეონიდ ბრეჟნევი:"Не подвели и тбилисские динамовцы: овладели одним из самых почетных европейских призов. Не зря мы все за них болели".(არ გაგავაწბილეს თბილისის დინამოელებმაც: დაეუფლნენ ერთ-ერთ ყველაზე საპატიო ევროპულ პრიზს, ტყუილად არ ვგულშემატკივრობდით")

image



8)მთელი ღამით სახალხო ზეიმის შემდეგ, მეორე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შოთა გორგოძემ განაცხადა, 1981 წლის 13 მაისის ღამეს არცერთი წვრილმანი ხულიგნობა და ქურდობა არ მომხდარა თბილისშიო....


image



0
98
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0