x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ნამდვილი რაპუნცელები: მილიონერობიდან ერთ აქანდაზ ფერფლამდე ერთი ნაბიჯია - ხანძარი და მოდის ახალი ტენდენცია
image


როდესაც კინოთეატრი არ არსებობდა, ხალხი სხვა ფორმით ერთებოდა. მაგალითად, ცირკში შეიძლებოდა გენახა სხვებისგან განსხვავებული ადამიანები : სიამის ტყუპები ან ზედმეტი კიდურებით დაბადებულებიი. დები საზერლენდები ჯანმრთელი გოგონები იყვნენ.ისინი გამოირჩეოდნენ მხოლოდ გრძელითმებით

ისინი შვიდი იყვნენ. გაღატაკებული ფერმერის ქალიშვილები: სარა, ვიქტორია, იზაბელა, გრეისი, ნაომი, მერი და დორა. ბიოგრაფმა ბრენდონ სტიკნიმ მათ აშშ-ის "ყველაზე სექსუალურ" მსახიობები უწოდა. დების კულულები კოჭებამდე აღწევდა და მოსასხამივით ფარავდა მათ.

დები და მათი ერთადერთი ძმა დაიბადა 1851-1865 წლებში კემბრიაში. მამამ გადაწყვიტა ოჯახი სიღარიბისგან ეხსნა და, ასწავლა ქალიშვილებს სიმღერა, რათა მათ შეძლებოდათ ფულის შოვნა.


ისინი შეუერთდნენ ცნობილ საცირკო კომპანიას Barnum & Bailey, სადაც მათ "მსოფლიოს შვიდ ყველაზე მომხიბვლელ საოცრებას" უწოდებდნენ. მართლაც, დებმა სწრაფად დაიწყეს გულშემატკივრების მოხიბვლა, მაგრამ მაყურებელს სულაც არ აინტერესებდა გოგონების სიმღერის ნიჭი.

image

სტიკნი წერდა: „დები უკრავდნენ საეკლესიო მუსიკასა და ძველ ბალადებს და მათი სიმღერა პოპულარული იყო. მაგრამ ყველაზე მეტად, ხალხს სურდა მათი წარმოუდგენელი თმების დანახვა. ”

დების ჯადოსნური წამალი
გავრცელდა ჭორი, რომ დედამ, მარიამმა, რომელიც 1867 წელს გარდაიცვალა, (ანუ მისი უმცროსი ქალიშვილის დაბადებიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ) საზიზღარსუნიანი ნივთიერება შეიზილა თმაში. თითქოს სწორედ ამ ჯადოსნურმა წამალმა გამოიწვია თმების წარმოუდგენელი ზრდა.


როგორც კი ჭორები გაძლიერდა, ბაზარზე გამოჩნდა ჯადოსნური ტონიკი "შვიდი და სატერლენდი". ფარმაცევტულმა ჟურნალმა „ფარმაცევტული ეპოქა“ გააანალიზა ამ მატონიზირებლის შემადგენლობა და მის გვერდებზე გამოაქვეყნა შედეგები: 56% ჯადოსნური ექსტრაქტი, 44% ალუბლისა და დაფნის წყალი, ცოტა მარილი, მაგნეზია და მარილმჟავა.


ეტიკეტზე ეწერა: " ეს რეცეპტი ჩვენ მიერ იქნა დამზადებული და გირჩევთ მას, როგორც საუკეთესოს მსოფლიოში".

ამ ელექსირის ბოთლი 50 ცენტიდან 1, 50 დოლარამდე ღირდა, რაც მე -19 საუკუნეში უდრიდა საშუალო კლასის დღიურ ან თუნდაც ყოველკვირეულ ხელფასს. კარგი რეკლამირების წყალობით, 2, 5 მილიონი ბოთლი გაიყიდა და აქედან 3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

image

სატერლენდის ექსტრაქტი მალე იმდენად ცნობილი გახდა, რომ მათი ფოტოები გამოქვეყნდა იმ დროის ყველაზე ცნობილ ჟურნალებში: Cosmopolitan, The New Yorker, The New York Times და Time.

როდესაც მამა გარდაიცვალა 1888 წელს, დებმა თავიდან ააშენეს ძვირადღირებული სასახლე მშობლიურ ქალაქში. სახლს ჰქონდა 14 ოთახი, ცხელი და ცივი წყალი (იმ დროის განსაკუთრებული ფუფუნება!), პარკეტის იატაკები და ჭაღები.

ეპოქის დასასრული
პრობლემები დაახლოებით 1920 წელს დაიწყო. საზერლენდების ოჯახისთვის მოდა უმოწყალო აღმოჩნდა და ბოლო ტენდენცია იყო ბობ ვარცხნილობა.

დები ძალიან შეეჩვივნენ მასშტაბურ ცხოვრებას და ვერ მოახერხეს თავიანთი წესების სწრაფად შეცვლა. მათ დაუფიქრებლად დახარჯეს ფული მანამ, სანამ ბიუჯეტი საბოლოოდ არ გამოხრეს.

image

დარჩა იმედი, რომ წარმატებით დაქორწინდებოდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ გოგონები ძალიან ბევრ დროს ხარჯავდნენ ბიზნესზე, მათ არასოდეს ჰქონიათ მამაკაცთან ურთიერთობა, არც ის იცოდნენ, როგორ გათხოვილიყვნენ.

1938 წლის ყველა უბედურების გარდა, მათი სახლი დაიწვა, ხოლო ძველი დიდების ყველა სიმბოლო ერთ წამში გაქრა.

0
360
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0