x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური იდეები
image
იაკობ გოგებაშვილი იყო უაღრესად გამოჩენილი პიროვნება ქართული პედაგოგიკის ისტორიაში, მან ღრმად შეითვისა დემოკრატიული პედაგოგიკის გამოჩენილი კლასიკოსები კომენსკის უშინსკის, ტოლსტოის, ლოკის მოძღვრებები.მისი პედაგოგიური მოძღვრება განმსჭვალულია მისი პოლიტიკურ სოციალური დაფილოსოფიური მსფოლმხედველობით, რაც ნათლად ჩანს მის პედაგოგიურ სტატიასა და სახელმძღვანელოებში.

გოგებაშვილი, როგორც ტიპიური სამოციანელ-განმანთავისუფლებელი თავის პედაგოგიურ მოძღვრებას საფუძვლად უდებს ხალხურობის პრინციპს. ხალხურობის ძირითად ელემენტს კი წარმოადგენს :საყოველთაო-სახალხო სწავლება და რეალური განათლების მიცემა მოზარდი თაობისათვის, ასევე შრომითი აღზრდის გაღვივება, ჰუმანიზმი და ა.შ.
იაკობი თვლიდა რომ საჭირო იყო ჰუმანიზმი აღზრდაში სწორედ ამიტომ იგი მოითხოვდა ყოველგვარი ასკეტიზმისა და განდეგილობის ფორმების აღმოფხვრას, იგი სასტიკად გმობდა კავკასიის სასწავლო ოლქის და სასულიერო განათლების უწყების ბიუროკრატიულ მოხელეებს, რომლებიც არაფერს ასწავლიდნენ ახალგაზრდებს ჯაშუშობისა და დასმენის გარდა. მან გაილაშქრა სქოლასტიკური და დოგმატური სწავლების წინააღმდეგაც, რასაც მიუძღვნა ცნობილი სტატია -„ხე ნაყოფით იცნობა“.ასევე კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს საშუალო სასწავლებლის განსაკუთრებით კლასიკური გიმნაზიის მუშაობის უარყოფით მხარეებს. მის მიერ წამოყენებული მოთხოვნები ემყარებოდა იმ დებულებებს რომ მხოლოდ რეალურ განათლებას მოაქვს ხალხისთვის სარგებელი. მისთვის ღირებულია ჰქონოდა არა ზუთხივით შეძენილ აბსტრაქტული და განყენებული ცოდნა არამედ ისეთი ცოდნა რაც პირდაპირ ცხოვრებას ეხება და ასევე ანვითარებდეს მოსწავლეთა ფორმალურ ნიჭს. გოგებაშვილი ცნობილია ქალთა განათლების უფლების მგზნებარე დამცევლად, ის მოითხოვდა რომ ვაჟების თანაბრად სკოლაში მასობრივად ჩაბმული ყოფილიყვნენ გოგონებიც.

გოგებაშვილი განსაკუთრებით დიდი ყურადღებას აქცევდა სწავლების ისეთი პრინციპების გაუმჯობესებას, როგორიცაა შეგნებულობის, თვალსაჩინოების, აღმზრდელობითი სწავლების და სხვა. ძირითად დიდაქტიკურ პრინციპად კი თვლიდა შეგნებულობასა და აქტივობას. იგი არაერთხელ მიუთითებდა, რომ აღზრდასა და სწავლებაში არ შეიძლება დაცულ იქნეს შეგნებულობა თუ თვალსაჩინოებით არ არის გამსჭვალული მთელი სწავლება. მისი სახელმძღვანელოები კი წარმოადგენს იმის მაგალითს თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პრინციპი.

სწავლების თანდათანობა და თანმიმდევრობა, გოგებაშვილის აზრით, სწავლების აუცილებელ პირობს წარმოადგენს. მისი აზრით ცოდნის მტკიცედ და საფუძვლიანად დაუფლებას კი გამეორება განაპირობებს. გოგებაშვილის დიდაქტიკაში განასაკუთრებით ხაზგასმულია რომ სწავლას უნდა ჰქონდეს აღმზრდელობითი მიმართულება. მას ვერ წარმოედგინა აღზრდისაგან მოწყვეთილი სწავლება. იაკობი მშობლიურ ენაში ხედავდა უდიდეს აღმზრდელობით ძალას, როგორც მოსწავლეთათვის ისე მთელი ხალხისთვის.


ი.გოგებაშვილი ხაზგასმით ამბობდა, რომ ეკლესია და სკოლა არის სათავე ხალხის ზნეობისა, ეთიკისა, საძირკველია ხალხის არსებობისა, სიმტკიცისა, კეთილდღეიბისა და წარმატებისა. იაკობის აზრით, ზნედაცემული ხალხი მაშინაც-კი წააგებს ბრძოლას არსებობისთვის, როდესაც იგი ცოდნასაც არ არის მოკლებული და ჩვენს ერსაც ასეთი ბოლო მოელოდა თუ სკოლა და ეკლესია არ ჩადგებოდა თავის კალაპოტში.

გოგებაშვილის თქმით და არა მარტო, ეკლესიის სულსა და გულს შეადგენს, როგორც მოგეხსენებათ, სამღვდელოება.იმ პერიოდში ჩვენში იგი უკიდურსად დაქვეითებული ყოფილა და ბევრად დაბლა მდგარა თვით რუსეთის სამღვდელოებაზეც. თუ როგორ და რა გზით უნდა ამაღლდეს იგი? ამისთვის პირველყოვლისა საჭირო იყო, რომ სასულიერო სასწავლებლებსა და სემინარიებში მიეღო უფრო შესაბამისი მომზადება და იმდენადვე შეითვისებინა ქართული ენა, ქართული ლიტერატურა, ქართული ისტორია, რამდენადაც რუსეთის სასულიერო ახალგზარდები ითვისებდნენ რუსულ ენას, ლიტერატურას და ისტორიას. ამის გარდა, საჭირო იყო, რომ საღვთის-მეტყველების საგნები უნდა ესწავლათ როგორც დაბალ, ისე მაღალ კლასებში ქართულ ენაზე.

მისი აზრით, სარწმუნოებას უფრო მეტად ასუსტებდა ის გარემოებაც, რომ საღმრთო სჯული ყველა სასწავლებელში ისწავლებოდა არა დედა-ენაზე, არამედ რუსულად. იმისთვის რომ ქართველებს დაბრიყვება და უკიდურესი უსამართლობა თავიდან აიცილებინათ საჭირო იყო საღვთო სჯულის სწავლება როგორც დაბალ სასწავლებლებში, ისე საშუალოში დედა-ენაზე ქართველი ყმაწვილობისათვის.

0
92
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი ხოსიტაშვილი
ქეთი ხოსიტაშვილი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0