x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
მეტამფეტამინი - ბლიცკრიგში ჰიტლერის წარმატების „საიდუმლო“ და მისი დამარცხების მიზეზიც კი



ჰიტლერის გასაოცარი ქარიზმა, ოსტატური პროპაგანდა და მისი სიძულვილი, რამაც გერმანიის მობილიზება მოახდინა, არაერთხელ იქნა განხილული. ასევე არაერთხელ განიხილებოდა მისი ორ ფრონტზე ომის წარმოების წარუმატებელი მცდელობა და მისი პატარა პენისიც კი. მაგრამ მესამე რეიხის აყვავებაში ნარკოტიკების როლი კი შეუმჩნეველი დარჩა, - წერს Big Think.



გერმანიაში ისტორიკოს ნორმან ოლერის ახლახან გამოცემული წიგნიდან „ნაცისტურ გერმანიაში ნარკოტიკების გამოყენება“ ვგებულობთ, რომ არა მხოლოდ ფიურერი, სრულიად მესამე რაიხი და ვერმახტი მუდმივად იყენებდა ნარკოტიკულ საშუალებებს, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის დროს.


image

ViralDazed





47 გვერდიან დოსიეში ნათქვამია, რომ ჰიტლერი 74 სხვადასხვა პრეპარატს ღებულობდა, მათ შორის ძლიერ ოპიოიდს და მას, რასაც დღეს მეტამფეტამინს ვუწოდებთ (კრისტალური მეტამფეტამინი). აშშ-ს სამხედრო მოხსენებაში აღწერილია ფიურერის მიერ მოხმარებული ნივთიერებები, მათ შორის მორფინი, ტრანკვილიზატორები და ხარის სპერმაც კი.




ფიქრობდნენ, რომ ხარის სპერმა აღადგენდა ფიურერის ლიბიდოს და დაეხმარებოდა მას მოსახლების წინაშე ენერგიულად და ვაჟკაცურად გამოჩენილიყო. სხვა პრეპარატებს კი უნდა შეემსუბუქებინა სხვა პრობლემები - კუჭის სპაზმიდან დაწყებული შესაძლო ბიპოლარული აშლილობის სიმპტომებით დამთავრებული.



image


alamy



გერმანელი მწერალი ნორმან ოლერი თავის ახალ წიგნში „ტოტალური გარღვევა“ (Der Totale Rausch), ნაცისტურ გერმანიაში ნარკოტიკების მოხმარებაზე საუბრობს. ამერიკაში მას ეწოდება Blitzed. გერმანიაში წიგნმა უდიდესი წარმატება მოიპოვა და 18 ენაზეა უკვე ნათარგმნი.



ოლერი დარწმუნებულია, რომ ნარკოტი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მაგრამ ისტორიკოსებს ეს მხედველობიდან გამორჩათ იმის გამო, რომ ნაკლები ყურადღება მიაქციეს ჰიტლერის პირად ექიმს, თეოდორ მორელის.



image

heritage-images



ოლერის მეგობარმა ალექსანდრე კრამერმა, რომელიც ფლობდა ომამდე და ომის პერიოდის წიგნების და ნივთების ფართო კოლექციას, პირველმა მოუყვა ოლერს ნარკოტიკების როლზე ნაცისტურ გერმანიში. ის კი მაშინვე მიხვდა, რომ ეს იქნებოდა მისი ახალი წიგნის თემა. რადგან ის ისტორიკოსი არ იყო, მას ამ კვლევაში დაეხმარა ექსპერტი მესამე რეიხის საკითხში, აწ გარდაცვლილი ჰანს მომსენი. ოლერმა წლები გაატარა არქივებში, რათა საჭირო მტკიცებულებები მოეპოვებია.



თავიდან, ჰიტლერს ახასიათებდნენ ისეთ ადამიანად რომელიც არასოდეს ჭამდა ხორცს, არ ეკარებოდა ნარკოტიკს ან ალკოჰოლს, და ქალებსაც კი. 1933 წელს, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, ყველანაირი ნარკოტიკი აიკრძალა. ნარკომანები სიკვდილით დასაჯეს ან ბანაკებში გააგზავნეს.




1937 წელს ბერლინში, ფირმა «Temmler Werke»-ის ექიმ-ფარმაცევტმა ფრიც ჰაუშილდმა, შთაგონებული იყო რა 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებში ამერიკული ამფეტამინის «Benzedrine» -ის წარმატებით გამოყენებით, შეიმუშავა და დააპატენტა ნარკოლოგიური მასტიმულირებელი საშუალება პრევიტინი (Pervitin), ან როგორც მას უწოდებდნენ - მეტამფეტამინი.



image

wikimedia




1937 წელს კომპანია, რომელშიც ის მუშაობდა, იმედს გამოთქვამდა, რომ ის Coca Cola-ს კონკურენტი გახდებოდა. 1938 წელს პრეპარატი ხელმისაწვდომი გახდა რეცეპტის გარეშეც. მალევე, თითქმის მთელმა გერმანიამ დაიწყო პერვიტინის გამოყენება ენერგიის, ურთიერთობის და თავდაჯერებულობის ამაღლებისთვის.

***

მას, როგორც ყავას, ისე აღიქვამდნენ. დიასახლისები მიირთმევდნენ შოკოლადს პერვიტინით, რაც ეხმარებოდა მათ სახლის საქმის სწრაფად შესრულებაში და ზედმეტი წონის დაკლებაშიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ ფორმებზე და ჯანმრთელობაზე საერთო ზრუნვა ინერგებოდა, მოსახლეობა და მისი ლიდერი ფაქტიურად მუდმივად გაბრუებული იყო ნარკოტიკებით.



image

wikimedia



მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ნათელი გახდა, რომ დანაშაულებათა და თვითმკვლელობების რიცხვის ზრდა „პერვიტინის მომხმარებლებში“ შემთხვევითი არ იყო, რომ ისინი შესამჩნევად აგრესიულები იყვენენ დანარჩენ მოქალაქეებზე, 1941 წლის ბოლოს პროდუქტი ამოღებული იქნა გაყიდვიდან და აიკრძალა კიდეც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. თუმცა, მისი მიწოდება ჯარში არ შეწყვეტილა.



image

wikimedia



სწორედ ექიმმა ოტო რანკემ, ზოგადი და თავდაცვის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, გადაწყვიტა, რომ პერვიტინი -კარგი საშუალებაა დაიცვას ჯარისკაცები გადაღლისგან. ის საშუალებას იძლეოდა ფხიზლად ყოფილიყვნენ დიდი დროის განმავლობაში, ევლოთ ათეული კილომეტრი და უშიშრად ებრძოლათ საშინელ პირობებშიც კი.




1940 წელს საფრანგეტში შეჭრის წინ ნაცისტ ჯარისკაცებს დავალებული ჰქონდათ პერვიტინის აბების მიღება დღეც და ღამეც. პოლონეთში შეჭრაც ასევე გამაგრებული იყო მეტამფეტამინით.




ავტორი ამბობს, რომ ბლიცკრიგი მთლიანად დამოკიდებული იყო პერვიტინზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰიტლერის ძალები ვერასოდეს შეძლებდნენ მთელ ევროპაში ასე სწრაფად შეჭრას. 1941 წელს საბჭოთა კავშირში შეჭრისას ასობით ათასი ჯარისკაცი ღებულობდა ამ აბებს. შეტევის დაწყების წინ არმიის სამივე ჯგუფმა დაახლოებით 30 მილიონი აბი მიიღო.


image

alamy



ოლერი აღნიშნავს, რომ 1940 წელს ფირმა «Temmler» დღეში 833 ათას აბს უშვებდა, ესე იგი დაახლოებით 25 მილიონს თვეში, ან 300 მილიონს წელიწადში. გარდა ამისა, კომპანია „კნოლ“-მა გამოუშვა პრეპარატის მოდიფიკაცია სახელწოდებით „იზოფანი“.

ცნობილია, რომ მხოლოდ სამი თვის განმავლობაში 1940 წელს მან გამოუშვა 35 მილიონ აბზე მეტი. ასევე ცნობილია, რომ ხსენებულ ნარკოტიკებთან ერთად არმიაში აქტიურად გამოიყენებოდა ამერიკული ბენზედრინიც.


image

faradeed




დავა იმის შესახებ, ეხმარება თუ ხელს უშლის ჯარისკაცის მოქმედებებს ეს პრეპარატები, დღემდე არ წყდება. პერვიტინის უკუ ჩვენება იყო ირაციონალური ქცევები, ჰალუცინაციები და ფეთქებადი მრისხანება.


მიუხედავად იმისა, რომ პერვიტინს, როგორც მასტიმულირებელ პრეპარატს არ ჰქონდა ცუდი მაჩვენებლები, გერმანიის სარდლობა მეცნიერებისგან ითხოვდა დაღლილობის საწინააღმდეგო უფრო მეტად ეფექტურ საშუალებას. 1944 წლის შემოდგომაზე საკონცენტრაციო ბანაკში ზაკსენჰაუზენში მიმდინარეობდა პრეპარატ «Д-9»-ს გამოცდა. ის შედგებოდა 5 მგრ კოკაინის, 3 მგრ პერვიტინის, 5 მგრ ევკოდალასგან (ტკივილგამაყუჩებელი მორფინის ბაზაზე ).




image

USA Today




მაგრამ მოსალოდნელი ეფექტი ვერ მიიღეს: ცდაში მონაწილეებს აღენიშნებოდათ ხანმოკლე ეიფორია ხელების კანკალით, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, რეფლექსების და გონებრივი აქტივობის შესუსტება, მომატებული ოფლდენა და თან განიცდიდნენ ნაბახუსევის მსგავს სინდრომს.



ომის მიმდინარეობისას ჰიტლერი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდებოდა თავის ექიმზე, რომელსაც სხვა არავინ ენდობოდა. 1941 წლის ოქტომბერში ომი რუსეთის წინააღმდეგ გაიწელა, ჰიტლერი გადავიდა ჰორმონებზე და სტეროიდებზე. მას უკეთებდნენ ღორის ღვიძლის ექსტრაქტის და სხვა საკმაოდ არასასიამოვნო პრეპარატების გადასხმას.


image

Alamy



1943 და განსაკუთრებით 1944 წელს კი ჰიტლერმა დაიწყო ოპიატების გამოყენება. მისი ყველაზე ხშირად გამოყენებული პრეპარატი იყო იუკოდალი (ოქსიკოდონი), რომელიც ფარმაკოლოგიურად ახლოსაა ჰეროინთან. მალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბოროტმოქმედი იუკოდალის რამდენიმე ინექციას იღებდა დღეში და აერთიანებდა მათ რიგ სხვა წამლებთან, მათ შორის კოკაინთან, რომლებიც დაუნიშნეს აღმოსავლეთის ფრონტზე ყოფნის დროს ყურზე გაციების სამკურნალოდ.


ნარკოტიკების კოქტეილმა, განსაკუთრებით Eukodal-მა ჰიტლერს თავი დაუმარცხებლად აგრძნობინა მაშინაც კი, როცა 1944 წელს ნათელი გახდა, რომ გერმანია მარცხდებოდა. მისი გენერლები სასოწრკვეთილები ითხოვდნენ ტაქტიკის შეცვლას. მაგრამ იუკოდალის ეიფორიის ტყვე, ვეღარ აკონტროლებდა თავს.



image

mchammerl26


ოლერი ფიქრობს, რომ ჰიტლერის პირადმა ექიმმა ის შეგნებულად არ გადააქცია ნარკომანად, თუმცა შესაძლოა ასეც იყო. ასეა თუ ისე, 1944 წლის ოქტომბერში ჰიტლერმა მორელი მოიშორა. მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. ფიურერმა თავი მოიკლა.



მორელი ომის შემდეგ მალევე გარდაიცვალა - ისტორიის და საზოგადოების მიერ უარყოფილი. ოლერი მას ტრაგიკულ ფიგურად წარმოაჩენს, თავისი დროის ძალების ხაფანგში მოყოლილ უბრალო ოპორტუნისტად, მაშინ როცა სხვები მასში უმოწყალო ბოროტმოქმედს ხედავენ.



მიუხედავად მისი განზრახვისა, მისმა მეთოდებმა უდავოდ შეუწყო ხელი მესამე რაიხის დაცემას. ალბათ ის საიდუმლო ანტიფაშისტიც კი იყო?!



შენიშვნა: ბლიცკრიგი (გერმ.: Blitzkrieg; ქართ.: ელვისებური ომი) ეწოდება ომის წარმოების ერთ-ერთ ფორმას, რომლის დროსაც გამოიყენებიან ერთმანეთთან კომბინირებული სხვადასხვა სახის სამხედრო შენაერთები (სახმელეთ, საზღვაო და საჰაერო ჯარები). "ბლიცკრიგის" მთავარი ამოცანაა ჯარების მოულოდნელი, სწრაფი და უეცარი ფორსირება

იხილეთ ასევე:

image

გთავაზობთ ანტიპედაგოგიურ სტატიას იმის თაობაზე, რომ ოროსნობა სამარცხვინო არაა. ამის დასტურია _ 10 ოროსანი გენიოსი. 1. უინსტონ ჩერჩილი ჩვენს გალერეას ხსნის კლასიკური შემთხვევა. არისტოკრატი მშობლების გათამამებული უფროსი შვილი. ის ძალიან პატარა ასაკიდანვე ვერ ეგუებოდა სწავლების პროცესს. არა იმიტომ, რომ სულელი

image

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას მტრებიც და მეგობრებიც ახასიათებდნენ როგორც ძალიან გაწონასწრებულ ადამიანს, რომელიც ემოციებს არ მიეცემოდა და ყოველთვის მოქმედებდა გონივრულად, მასაც ჰქონდა უკიდურესად აღზნებული მომენტები, როცა ლავრენტი პავლეს ძე განრისხებულ ვეფხვს ჰგავდა, რომლისგანაც ყველაფერია

image

პრეზიდენტად ყოფნის დროს მაჰმუდ აჰმადინეჟადი სამსახურში ავტობუსით დადიოდა, მისი მეუღლე კი მედრესში დამლაგებლად მუშაობდა. პრეზიდენტობის დროს: 1. ამერიკულმა ტელევიზიამ FoxNews-მა ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს კითხვა დაუსვა: დილით, როდესაც სარკეში იხედებით, რას ეუბნებით სსაკუთარ თავს?. მან

image

მსოფლიოს ისტორიაში ასედი დიდი შემოწირულობა ჯერ არ ყოფილა. საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბინ თალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდმა ქვლმოქმედებისთვის შემოწირა თავისი ქონება მთლიანად, რომელიც კოლოსარულ თანხად ფასდება, კონკრეტულად 32 მილიარდი დოლარი! ავტორიტეტული გამოცემის Forbes-ის შეფასებით, ალ-ვალიდი

3
77
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
77
  
2021, 30 მაისი, 17:54
იმიტომ გაგიჟდა ,ა მდენი ნარკოტიკი აბა რას უზავდა
2021, 16 მაისი, 1:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 13 მაისი, 14:44
ოპიუმს იყენებდნენ აქტიურად.
0 1 3