x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
როგორ გამოვიმუშავოთ სტილი? - სამი მნიშვნელოვანი დეტალი
მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — არის ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს.



image



მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.



უზადო იერი მოიცავს დაწყებული სისუფთავიდან და დაუთოებული სამოსიდან, დასრულებული თმის სტილითა და აქსესუარებით. თუმცა, ეს ყველა მცდელობა შეიძლება აღმოჩნდეს მცდარი, თუ არ გაქვთ სტილის შეგრძნება და საკუთარი ინდივიდუალიზმი. მისი შეძენისთვის კი სულაც არ არის საჭირო ბევრი ძვირადღირებული ნივთი, უბრალოდ გამოყავით გარკვეული დრო თქვენი კარადის დასალაგებლად და გაითვალსწინეთ ეს სამი ძირითადი პრინციპი.




როგორ გამოვიმუშავოთ სტილი? - სამი მნიშვნელოვანი დეტალი



image

წესი პირველი - "მინიმალიზმი გამოსახულებაში "- ყველაფერში დაიცავი მინიმალიზმი. არ არის საჭირო დიდი ყვავილები, ბევრი აქსესუარი ან ბრჭყვიალა და მკვეთრი მაკიაჟი. ყვლაფერი უნდა იყოს სადა და მინიმუმამდე დაყვანილი. ამ წესის გათვალისწინებით შეძლებთ იყოთ ელეგანტური.







image


წესი მეორე - "მეტი ყურადღება დეტალებზე" - დეტალებია ყველაფერი. გახსოვდეთ! აქსესუარები, სისუფთავე, მაკიაჟი, მანიკური, თმის სტილი - თუ არ გაქვს შემუშავებული, შენი სახე არასოდეს იქნება მიმზიდველი. მოვლილი გარეგნობა თქვენი მიმზიდველობისა და სექსუალურობის გარანტია.






image


წესი მესამე - "ლაკონურობა" - ყოველი ახალი იმიჯის შექმნის წინ დაუსვი საკუთარ თავს კითხვა - "რისთვის მჭირდება ეს აქსესუარი?" მაგალითად, ქამარს შეუძლია ხაზი გაუსვას თქვენს წელს, ხოლო დიდი საყურეები ამცირებს თქვენს მკაცრ გამომეტყველებას. თუ ვერ იპოვნეთ ერთმნიშვნელოვანი პასუხი, მაშინ დაუბრუნდით პირველ წესს - "მინიმალიზმი გამოსახულებაში". არ დაივიწყოთ, რომ სჯობს ცოტა, ვიდრე გადამეტებული უაზრობა.




1
242
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
242
  
2021, 13 მაისი, 14:44
მეორე სურათი მომეწონა, კლასიკური სტილია...
0 1 1