x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
ღარიბაშვილო, არ გეშინია, რომ შეიძლება შენმა გადაწყვეტილებებმა უდიდესი დარტმა მიაყენოს საქართველოს,? - დემურ გიორხელიძე

image

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს (ღია წერილი)
"ბატონო ირაკლი, ამქვეყნად მარადიული არაფერია, - თაობები მიდიან და თაობები უნდა მოდიოდნენ!
ასეთია ნორმალური ყოფა ხალხისა, რომელსაც ერად ყოფნის სურვილი აქვს და საკუთარი სახელმწიფო სწადია, სახელმწიფო, რომელიც დამცავი გარსია ამ ხალხისა და იმ წარმოდგენებისა, რომელიც თაობათა ათასწლეულ გამოცდილებასა და ნაფიქრ-ნააზრევს დაუგროვებია“ - გაფილტრულს,
დროი თ გამოცდილსა და გაძლიერებულს სპეციფიური ისტორიული ქარტეხილების გამოვლითა და შემოწმება/შევსების გზით.
ყველაფერ ამას, ფართო გაგებით კ უ ლ ტ უ რ ა ს უწოდებენ! სწორედ კულტურაა, ერის სახე, ძალა და საყრდენი განვითარებისა. სწორედ კულტურაა ის საყრდენი ხალხისა, რომელიც გლობალიზებულ სამყაროში ქართველის - განათლებული ქართველის, ნიჭიერი ქართველის იდენტიფიკაციის, მისი მძლავრი კონკურენტუნარიანობისა და წინსვლის საფუძველი რომაა, რადგან ამ კულტურით, ამ საუკეთესოდ გაგებული ქართველობით ხარ ძლიერი, თუ უფლის მიერ ნაბოძებ ნიჭს დღედაღამ შრომას აგებებ, მიზანსწრაფული, გონიერი და კვალიფიცირებული ხარ!
თუ სახელმწიფო გეხმარება ამ ნიჭის რეალიზაციასა და მის განვითარებაში ინტეგრალურად ყველასათვის წარმატების გარემოს შექმნის გზით, ამ ნიჭის პატივისცემითა და უფრო მეტიც, - მასზე სოციალური დაკვეთის გაჩენის გზით, - ეს დიდი მიღწევაა იმ თაობებისა, რომლებიც სახელმწიფოს მართვა არგუნა ბედმა, თუ შემთხვევითმა მიმდევრობამ მოვლენებისა!
ბარაქალა მათ, ვინც ამას შეძლებს! მაგრამ თუ სახელმწიფო ანგრევს ამ კულტურას და ხელისუფლების უმაღლეს ფენას არ ესმის, რომ
ერის განვთარება და მომავალი დამოკიდებულია არა აკვიატებულ იდეა-ფიქსებზე, არა ინტეგრაციებზე, არა ეკონომიკის ტურიზმზე ორიენტაციაზე,
არამედ იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ერის კულტურულ ცენტრებში, -
სამეცნიერო-სასწავლო და სხვა საგანმანათლებლო სფეროში, ვიწრო გაგებით კულტურის ჩათვლით, რომელსაც ხელოვნება (ზოგადად) მიეკუთვნება მისი ყველა დარგით.
დიახ! ფუნდამენტი განვითარებისა ერის განათლებაშია ფართო გაგებით, განათლების ინდუსტრიის შექმნაშია, რომლის საწყისი ძალზე ჩვილი ასაკიდან იწყება, შემდეგ ეტაპობრივად ვითარდება, უნივერსიტეტის შემდეგ მუდმივად ადამიანური კაპიტალის განვითარების შესაძლებლობებსა და აისბერგის მწვერვალით - მეცნიერებით სრულდება!
ერი ვითარდება მაშინ, როცა მისი ნიჭიერი ნაწილისათვის ალტერნატივები იქმნება და ეს ნიჭიერი ხალხი მეცნიერებასა და ტექნიკაში მიდის, სოციალურ მეცნიერებებში მიდის, რაც ხელს უწყობს ცოდნის წარმოებასა და მისი დაგროვების სწრაფ ზრდას!
მსოფლიოში, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში უდიდესი სახსრები და მეცნიერული ინტელექტი დაიხარჯა იმის გასარკვევად, თუ რატომ არის ერთი ქვეყანა ღარიბი, ხოლო მეორე მდიდარი; რატომ ვითარდება ზოგიერთი ქვეყანა და ზოგიერთი ვერ! ზოგიერთი კი რეგრესს განიცდის!
დღეს ეს ყველაფერი სერიოზულ მეცნიერებაში ხელმისაწვდომია და ცნობილია, მაგრამ არა საქართველოში!
არ შეიძლება, იცოდე ის, თუ რამ განავითარა ძლიერი და მდიდარი ქვეყნები და 77 ქვეყანას შორის, უმახინჯესი ქართული საგანმანათლებლო სისტემის წყალობით, თავი რომ დავანებოთ მათემატიკასა და საინჟინრო საგნებს, ქართველი ახალგაზრდები წაკითხული ტექსტიდან აზრის გამოტანის შესაძლებლობით 69-ე ადგილზე იყვნენ!
არ შეიძლება იცოდე ის, რაზეც ზემოთ დავწერე და
ტურიზმს ავითარებდე საყრდენად ეკონომიკისა, თორემ ასეთ საოცარ ქვეყანაში ტურიზმი, როგორც ეკონომიკის ერთი სექტორი, ძალზე კარგად და ეფექტურად უნდა ფუნქციონირებდეს. იქ სადაც ტურიზმია, სათამაშო ბიზნესია, ბორდელების ინდუსტრიაა და ა.შ. ადამიანი არაა სრულყოფილი და საკუთარი მოცალების ჟამს მას საკუთარი სისუსტეების მსახურება უწევს.
არ შეიძლება იცოდე რაშია განვითარება და 24 საათის განმავლობაში აღვირახსნილი პროპაგანდის ნება დართო ყველაზე მდარე და საზიზღარ ბიზნესს წალეკოს ახალგაზრდების გონება - სათამაშო ბიზნესი მაქვს მხედველობაში!
ამ მავნებლობის შედეგია ქართველი სკოლის მოსწავლეების სათამაშო ბიზნესში შეტყუების კატასტროფული მდგომარეობა, როცა მოსწავლეთა 32% უკვე ფსიქოლოგიურად მიბმულია ამ გამანადგურებელ სფეროზე.
არ შეიძლება ხელისუფლების პროპაგანდისტად მოაზრებული ტელევიზია ერთ სიუჟეტს აკეთებდეს სათამაშო ბიზნესით განადგურებულ ადამიანეზე და მოსწავლეების საშიში მასშტაბის ჩართულობაზე და სარეკლამო დროს კაზინოების რეკლამირებით იყოს დაკავებული!
არ შეიძლება!
არ შეიძლება დღედაღამ საუბრობდე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე, - უთავბოლოდ, უსისტემოდ, მუდმივად და დღეში ამას ათეულობით შემთხვევაში იმეორებდე და ქვეყნის განვითარების ნაცვლად, მის დეგრადაციას ემსახურებოდე ნებსით თუ უნებლიეთ!
არცერთს, - არც ერთსა და არც მეორეს გამართლება არ მოეძებნება! არცოდნა ამ შემთხვევაში ცოდვაა და თან, დიდი ცოდვა!
განვითარება როგორ ხდება - დღეს უკვე ცნობილია! მაგრამ როცა ხელისუფლების უმაღლესი პირი ხარ და განვითარების ნაცვლად სავალალო შედეგი სახეზეა, - უბრალოდ მინდა გკითხო:
არ გეშინია?!
არ გეშინია, რომ შეიძლება შენმა გადაწყვეტილებებმა უდიდესი დარტმა მიაყენოს საქართველოს, მის მომავალს, დროს ააცდინოს და უსაშველოდ ჩამოარჩინოს ბუნებრივად ნიჭიერი, მაგრამ პოლიტიკური ელიტების სისუსტის გამო, განწირულ მდგომარეობაში მყოფი ქართველების დიდი ნაწილი?!
არ გეშინია, რომ ათასობით ჰექტარი გაყიდული ქართული მიწა უსასიზღრესი ფორმით პროპაგანდირებული, თითქოს რაიმე შეხება ჰქონდეს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასთან ან საერთოდ, განვითარებასთან, მოეკითხოს ყველას, ვისაც ამაში ხელი ურევია?!
თქვენ რატომ გაქვთ სურვილი იყოთ ამის მხარდამჭერი?!
მარადიული არაფერია!
არც პრემიერ-მისიტრის თანამდებობა, არც დიდი ფული არც სრა-სასახლეები!
თუ არ მიწყენთ, გეტყვით რომ, იქით ვერაფერს წაიღებ, ოდესღაც როცა ყველა გავუყვებით იმ გზას, - ვერაფერს! ვერავინ! არ გაგატანენ, რადგან არ მოსულა ეს!
არცერთს არა გაქვთ შანსი, რაიმე წაიღოთ, - მაგრამ თუ უბედურება მოხდა, დაწყევლილი თაობების სახელით წახვალთ და ისეთ ცოდვას დაუტოვებთ თქვენ ოჯახებსა და შთამომავლობას, ვერასდროს ვერაფერი რომ ვერ ჩამორეცხავენ.
მე ვფიქრობ, კაცისთვის არაფერია იმაზე დიდი, საკუთარი შვილების მომავალს ემსახუროს, განავითაროს მათი ნიჭი და შესაძლებლობები, ხელი შეუწყოს მათ წარმატების მიღწევასა და სულიერი კომფორტული ცხოვრების შექმნაში.
და რადგან იზოლირებულად ვერცერთი ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, როგორი დიდი მატერიალური შესაძლებლობებიც უნდა ჰქონდეს მას, - თუ იგი საკუთარი შვილების მომავალს ემსახურება, იგი საჯარო სფეროში შემოსვლისას მიდის იმ მარტივ აზრამდე, რომ შენი შვილები რომ კარგად და ბედნიერად იყვნენ, სხვისი შვილებიც კარგად და ბედნიერად უნდა იყვნენ, რადგან ადამიანი სოციალური არსებაა და თუ გარემო დამპალია და წამხდარი, როგორც დღევანდელი ქართული გარემოა, ყველაფრის გამანადგურებელი, იქ შენი და სხვისი ''დიდი კაცის'' შვილები ვერ იქნებიან წარმატებული და ბედნიერი!ანდა, წარმატებაზე და კარგად ყოფნაზე ილუზორული წარმოდგენები გაქვთ!
ჭაობი სპობს ყველას და ყველაფერს!
ჭაობში მხოლოდ ჭაობის მცენარეები და არსებები ლაღობენ.
სულ ეს იყო! პატივისცემით, დემურ გიორხელიძე. "
10 მაისი, 2021 წ.
0
411
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0