x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ფელდმარშალს არ გავცვლით უმცროს ოფიცერში" - იოსებ სტალინი
image

სტალინგრადის კატასტროფამ ხერხემალში გადატეხა ჰიტლერი. იგი პანიკაში ჩავარდა, ჯანმრთელობაც სერიოზულად შეერყა. მან ქვეყანაში საყოველთაო გლოვა გამოაცხადა, სტალინს კი პაულიუსის გაცვლა შესთავაზა მის უფროს ვაჟში, ფაშისტურ სამხედრო ტყვეთა ბანაკში მყოფ არტილერიის ლეიტენანტ იაკობ ჯუღაშვილში.
სტალინი მარტოდმარტოა თავის კაბინეტში ფანქრით ხელში, მომავალი საფრონტო ოპერაციების რუკებს დასცქერის. შეაქვს მათში მიმდინარე პროცესების შესაბამისი კორექტივები და ცვლილებები. მოულოდნელად შემოიჭრება მოლოტოვი.
სოსო, - მიმართავს სტალინს ყოველგვარი შესავლის გარეშე: - გერმანიის მხარე შვედეთის წითელი ჯვრის თავმჯდომარის, ბერნადოტის მეშვეობით შუამდგომლობს თქვენი ვაჟიშვილის იაკობის გაცვლას გენერალ ფელდმარშალ პაულიუსში. სტალინი ხანგრძლივი დუმილის შემდეგ სცილდება მაგიდას, თვალებში ჩახედავს მოლოტოვს და იტყვის: ამ საკითხზე შენი აზრი მაინტერესებს, ვიაჩე!
- მე ამ საკითხში მრჩევლად ვერ გამოვდგები, - პასუხს არ აყოვნებს მოლოტოვი. ერთს კი ვიტყვი, პაულიუსი დღეისათვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს ჩვენთვის.
- ასეთი პასუხი ხომ არ ნიშნავს, რომ შენ თანახმა ხარ გაცვლაზე, - უმალ რეაგირებს სტალინი.
- კი ნიშნავს, - უმალვე პასუხობს მოლოტოვი.
სტალინი: ვიაჩე, გთხოვ ყურადღებით მომისმინო და, თუ რაიმე შემეშალა, შემისწორე.
ჩემის აზრით, ვერმახტის ბელადებმა, დარწმუნდნენ რა იმაში, რომ ჩვენთან ომის მოგება ჩვეულებრივი გზებით შეუძლებელია, გადაწყვიტეს მოგვიწყონ გლობალური მასშტაბის იდეოლოგიური და პოლიტიკური დივერსია.
რას ვგულისხმობ?
დავუშვათ და მე, სტალინმა, ჩემი შვილი სამხედრო ტყვე ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშვილი გავცვალე გერმანელ სამხედრო ტყვეზე გენერალ-ფელდმარშალ პაულიუსზე. რას იფიქრებენ, რას იტყვიან ამაზე სხვა ტყვე ჯარისკაცები? ისინიც ხომ შვილებია ჩემი.
რას იფიქრებენ, რას იტყვიან სხვა ჯარისკაცების მამები? რას იფიქრებენ წითელარმიელები, ოფიცრები და გენერლები? ასეთ შემთხვევაში ყველა საბჭოთა ტყვე ჯარისკაცს აქვს მორალური და იურიდიული უფლება მოითხოვოს თავისი გაცვლა ფელდმარშალზე. ტყვეობიდან თავის დაღწევა ხომ ყოველი მათგანის სანუკვარი ოცნებაა.
... და სტალინს ხომ ყოველი მათგანი თავის მამად თვლის, მაშინ რატომ მაინც და მაინც იაკობი უნდა გაიცვალოს ფელდმარშალზე?
ფაშისტები მამის გრძნობებზე თამაშობენ? ავიწყდებათ, რომ სტალინისათვის ყველა შვილი ერთნაირად შვილია, რომ სტალინი ვერ გამოარჩევს მრავალთაგან ერთს. ერთიც იქ, სადაც ყველანი.
ასე რომ, ეს წინადადება ცბიერი მტრის მორიგი ფანდია, რომლის განხორციელება გამოიწვევს სტალინის, როგორც მთავარსარდლის, დისკრედიტაციას, სტალინის, როგორც ქვეყნის მამის, დისკრედიტაციას.
იგი გამოიწვევს მუშურ-გლეხური წითელი არმიის დისკრედიტაციას, საბჭოთა სახელმწიფო წყობილების დისკრედიტაციას.
იგი გამოიწვევს ჩვენი ფრონტისა და ზურგის საყოველთაო დემორალიზაციას, წითელარმიელის ბრძოლისუნარიანობის მთლიან მოშლას.
აი, მოკლე ჩამონათვალი იმისა, თუ რის მიღწევას აპირებენ ამ ფანდით ვერმახტის მესვეურნი.
... და ყოველივე ზემოთქმულიც რომ არა, ჩვენი პასუხი ერთადერთია: საბჭოთა შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა ფელდმარშალს არ გაცვლის უმცროს ოფიცერზე.
მოლოტოვი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავჩაქინდრული იჯდა და სახეზე ოფლს და თვალებზე ცრემლებს იწმენდდა, გაბზარული ხმით იტყვის: სხვა პასუხს სტალინისაგან მე არ ველოდი, ალბათ, არც ჰიტლერი.
ომის მონაწილენი იხსენებენ: როცა ფრონტებმა გაიგეს, რომ სტალინმა უარი თქვა თავისი ვაჟიშვილის, ფაშისტ გენერალში გაცვლაზე (ნაცისტური პროპაგანდა საპირისპიროს ავრცელებდა) ჯარისკაცები და ოფიცრები რაღაც არაბუნებრივმა სიამაყის გრძნობამ მოიცვა. სიამაყის გრძნობასთან ერთად, მათ პასუხისმგებლობის გრძნობაც გაუათკეცდათ, ისინი კიდევ უფრო შეუპოვრად ეკვეთნენ მტერს, გაშმაგებით შეუტიეს მის პოზიციებს.
... და, რა თქმა უნდა, სინანულს, ირონიულ ღიმილს იწვევს ანტისტალინური ბრიყვული დემაგოგია, რომელიც აღნიშნულ ფაქტზე დაყრდნობით «ამტკიცებს» თითქოს სტალინი იმდენად სასტიკი დესპოტი იყო, საკუთარი შვილიც კი არ დაინდო. ხელიდან გაუშვა ერთადერთი რეალური შანსი დაეხსნა იგი ფაშისტური ტყვეობის ჯოჯოხეთიდან, წამებით სიკვდილისათვის გასწირა.
12
435
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
435
  
2021, 12 მაისი, 18:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მარტოხელა მონადირე-ის კომენტარზე
ის,რაც ქართველმა დამართა საქართველოს,ვერცერთი მტერი ვერ დამართებს. სტალინის დასაკნინებლად რო ნახსენებ ამბავს მოიშველიებ ე.ი. გონებაჩლუგია ადამიანი. კაცმა ქართველი კი არა რუსი ვარო და მორჩა საუბარი. მისი და საქართველოს ამბავი აქ დამთავრდა. ის,რაც წლების მანძილზე დაგვემართა ჯერ გაზულუქებული თავადა-აზნაურობის ბრალი იყო და მერე ე.წ. ინტელიგენციის. დღეს ამ ხალხს გენიოსებად და ქვეყნის დიდებულ შვილებად მოიხსენებენ. 100 წელი გავიდა ოკუპაციიდან და არასდროს არავის მოაფიქრდა რა არის ნამდვილი პრობლემა. მოგეხსენებათ,რომ საქართველოში ადამიანებს არ აქვთ საკუტრება ან თუ აქვთ მცირე(ოჯახზე 1.25 ჰა). არადა 30 წელია გვეუბნებიან რო საქართველო თავისუფალი ხალხის ქვეყანააო,მაგრამ თავისუფლება საკუთრების გარეშე იგივეა,რაც დირიჟორი ჯოხის გარეშე. ახლაც სტალინი და ალექსანდრე I ხო არაა ცოცხალი?! ამ ქვეყნის აქტივები ძირითადი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაშია და ასევე,ეკლესიას აქვს საკმაოდ სოლიდური საკუტრება,რაც კონკორდატის არის მიღებული. ძველ დროში თავისუფალ ადამიანს და მონას შორის განსხვავება საკუთრებით იყო. თუ ადამიანს ქონდა საუკუთრება,მაშინ ის თავისუფალი ადამიანის კატეგორიაში გადიოდა და თუ არა,მაშინ ის მონად განიხილებოდა. მნშივნელი არ აქვს ვინ გმართავს,სტალინი თუ მიშა ან ბიძინა,როცა მონა ხარ. არც იმას აქვს აზრი,რას დაუძახებენ ქვეყანას საქართველოს თუ სსრკ. ვინ დაგამცირებს და დაგამონებს აზრი არ აქვს,რადგან ორივე შემთხვევაში მონა გამოდიხარ.
ერთი მეთაური მყავდა ჯარებში,რომელიც სულ ჯარის გვერდზე იდგა და თითოეული ჯარისკაცის გასაჭირი თუ სიხარული იცოდა. როცა ბრძანებას გასცემდა ან ჯარი ისჯებოდა,პირველი ასრულებდა და ჯართან ერთად ღვრიდა მწვანე ოფლსს. ჯარისკაცი არ მოიძებნებოდა დანაყოფში,ვინც მის გამო ტყვიაზე არ წავიდოდა და არც დაფიქრდებოდა,რადგან იგივეს გამკეთებელი იყო ისიც. ეს ყველაფერი მშვიდობიანობის დროს და ომში რა ძალა ექნებოდა სტალინის ამ გადაწყვეტილებას ადვილი წარმოსადგენია ჩემთვის. ჩემი აზრით,ჯარში ბიჭებს ურჩევნიათ,ომში სტალინი სარდლობდეს არმიას,ვიდრე დეგოლების და ჩერჩილების კომბინაცია. სულ დამავიწყდა,შვილი ყავდა მოყვანილი ერთხელ ამ მეთაურს და ბავშობიდან ამზადებდა ჯარისთვის. ასეთია ეს ცხოვრება,დღეს ბობოლები შვილებს ჰარვარდებისთვის და შემდეგ ხალხზე წამოსაჯდომად ამზადებენ,ხოლო ადამიანები,ჩემი მეთაურების ნაირი ხალხი მეომრებს ზდრის და ამ ქვეყნისთვის თავის გასაწირად ამზადებენ. ბურჯანაძის შვილი მოგვესწრო აგერ პოლიტიკაში და შალიკოს ბიჭიც დაფრთიანდა,ეჭვი მაქვს სამხედრო სამსახურს თავი ააარიდეს და მამის/დედის კავშირებმა უშველეს. რუსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს პრობლემა,ჩვენი პრობლემა თეთრზე შავის დაძახება იყო და პრივილეგიები,რაც ანგრევს ამ ქვეყანას. ხო,ჩაშვების ინსტიტუტი ჯარში და გამოჩდილი "ოსტატებისთვს" წოდების მომატება. ბევრმა კარგმა ჯარისკაცმა დატოვა ჯარი ამის გამო. თუ ჩემი მეთაური ჩასაფრებულია და ჩემს გატისკვას ცდილობს,მაშინ ომში მას დავიკიდებ,რადგან კანონია ასეთი, როგორც მოიქცევი ისე მოგექცევიან.
ბესარიონოვიჩი უდიდესი მთავარსარდალი იყო და ამ ფაქტითაც მტკიცდება ეს ყველაფერი. საერთოდ არ მომწონს სტალინი,იდეოლოგიურად,მორალურად და ყველამ მხრივ არ ვეთანხმები ამ კაცს. სხვა საქმეა სამხედრო საქმე და მისი გადაწყვეტილებები,რაც უპირობოდ დიდებული ამბავია. ყველა დიდებულ მთავარსარდალს ბევრი განსხვავება ქონდა,მაგრამ საერთო ერთი,ისინი უყურებდნენ საერთო სურათს და არასოდეს იკადრებდნენ პირადი ინტერესების გამო საქმის გაფუჭებას. აგერ 2008 წელს,ყველა ბობოლამ თავისი ოჯახები და შვილები გაიყვანეს ქვეყნიდან და სხვისი შვილები შეატოვეს რუსებს. ვინც არ იცის ან არ ყოფილა სახედრო,მისთვის საშინელი გადაწყვეტილებაა,მაგრამ ყველა მცოდნენ იცის,რამდენად მნიშვნელოვანია პირადი მაგალითი ომში. ვახტანგი წინ მიუძღოდა ჯარს,დავითიც იგივეს აკეთებდა და თავის შვილს ურთულეს ამოცანებს უსახავდა,ერეკლე წინა ხაზზე გადიოდა საომრად და ერთიერთზე ბრძოლით ბევრ დედას უვნებელი დაუბრუნა შვილი. როცა ადამიანი ამ საკითხში ამტყუნებს ბესარიონის ბიჭს და ამით ჩემულობს ანტირუსეთობას ან ვითომ პატრიოტობას და ამის გამო ხალხს მხარდაჭერისთვის მოუწოდებს,ის არის ჩვეულებრივი წურბელა და ის არაფრის გამკეთებელია. რას ქვია რუსი ან თურქი ან ირანელი თუ გარუსებული ქართველი,როცა კარგი მოქმედებაა,ის უნდა აღიარო. სხვა შემთხვევაში,აიბლანდები ტყუილებში და ვეღარ გაარკვევ რის და რატო გჯერა. ამ შემტხვევაში,სტალინის მოქმედება არის დიდებული და შექების ღირსი. წარმოიდგინეთ,გორჯესტანს რო სწირავს სალიტა... ხო,ვერც მე წარმოვიდგინე,არადა მთავარსარდალია. ვიღააცეები ადიდებენ რუზველტ/ტრუმენს,დეგოლს,ჩერჩილს,მაგრამ იმ ეპოქის საუკეთესო მთავარსარდალი ბესიკას ბიჭი იყო. სხვისი შვილით გარისკვა ადვილია,მაგრამ საკუთარი შვილით გარისკვა ნამდვილ მებრძოლებს და მეთაურებს შეუძლიათ.
2021, 9 მაისი, 22:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ივანე მაჩაბელი-ის კომენტარზე
2021, 9 მაისი, 22:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ივანე მაჩაბელი-ის კომენტარზე
2021, 9 მაისი, 22:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ივანე მაჩაბელი-ის კომენტარზე
2021, 9 მაისი, 22:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ივანე მაჩაბელი-ის კომენტარზე
2021, 9 მაისი, 22:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ივანე მაჩაბელი-ის კომენტარზე
2021, 9 მაისი, 22:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ივანე მაჩაბელი-ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10