x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ექსპერტებმა დასახელეს COVID-19-ის საწინააღმდეგო საუკეთესო ვაქცინა
image

ვაქცინის მსოფლიო კონგრესის ექსპერტებმა, ( World Vaccine Congress Washington 2021) რომელიც პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში ტარდება, დაასახელეს კორონავირუსის საწინააღმდეგო საუკეთესო ვაქცინა. ამის შესახებ ნათქვამია ღონისძიების ვებ – გვერდზე.


ექსპერტებმა საუკეთესოდ დაასახელეს ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინა, ვებ გვერდზე არ არის დაზუსტებული, რა კრიტერიუმები იყო გათვალისწინებული და რა პრინციპით შეირჩა მსოფლიოში საუკეთესო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.


ჩამონათვალში "ვაქცინის მსოფლიო კონგრესი 2021"-ის ექსპერტებმა საუკეთესო ვაქცინების სიაში შეიყვანეს აგრეთვე ამერიკული Janssen და Novavax-ი, კანადური Medicago, რუსული Спутник V, ბრიტანულ-შვედური AstraZeneca და განსაკუთრებით ხაზგასმულია ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNTech, რომელმაც განსაკუთრებით მაღალი შეფასება დაიმსახურა.აგრეთვე სიაში მოხვდა ინდური კომპანია Bharat Biotech-ის ცხოველების ვაქცინა Zoetis.



მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც შეიმუშავა ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna– მ, დაამტკიცა გადაუდებელ შემთხვევებში გამოსაყენებლად.

Moderna- არის რიგით მე-5 კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ჯანმომ საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ჯანმოს ექსპერტები რეკომენდაციას იძლევიან Moderna-ს ვაქცინის გამოყენებას 18 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის.


0
450
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0