x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
"მინდა!..."–როგორ ზრდიან შვილებს ცნობილი ადამიანები (ნაწილი II)
image

სტატიის დასაწყისი




ჰარპერ ბეკჰემი, 10 წლის

მშობლები: ვიქტორია და დევიდ ბეკჰემები

დაბადების თარიღი: 2011 წ. 10 ივლისი

imageჰარპერ ბეკჰემი უფროს ძმასთან, ბრუკლინთან ერთად

ჰარპერი, არა მარტო მთელი მსოფლიოს პაპარაცების საყვარელი ობიექტია, ოჯახში მასზე ყველა ზრუნავს. დედა ვიქტორია, გოგონას მოდური ტანსაცმლით ანებივრებს და მოდის ყველაზე მნიშვნელოვან წვეულებებზე დაჰყავს. იქ პატარა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ზის. მამა კი, დევიდი, ყველა ინტერვიუში იმას იმეორებს, რომ ძალიან უყვარს თავისი გოგონა და ყველაფერს საუკეთესოს ჩუქნის მას. სხვათაშორის, ბეკჰემების ერთადერთი ქალიშვილის მე-6 დაბადების დღე, არა უბრალოდ ძვირფასი წვეულებით აღნიშნეს, არამედ ბუკინჰემის სასახლეში.

imageმამა-შვილი სეირნობის დროს - მამა-შვილი ბუკინჰემის სასახლეში
imageჰარპერი ბუკინჰემის სასახლეში მეგობრებთან და პრინცესა ევგენიასთან ერთად

ჯორჯი და შარლოტა კემბრიჯელები, 7 და 6 წლის

მშობლები: უილიამ და კეტრინ, ჰერცოგი და ჰერცოგინია კემბრიჯელები


დაბადების თარიღი: 2013წ. 22 ივლისი, 2015წ. 2 მაისი, 2018წ. 23 აპრილი

imageკემბრიჯელების ოჯახი ჰამბურგის აეროპორტში

ეს სამეფო ბავშვები ჩვენი სიის სრულიად მოსალოდნელი სტუმრები არიან. აბა რა გეგონათ? არისტოკრატები უკვე დიდი ხანია აღარც ისეთი მოსაწყენები არიან, თან აღარც იმ მანერებით, რომელიც დედოფალ ანას დროიდან მოყოლებული არ შეცვლილა. ახლა მათ შორის პატარა ანცი ბავშვები არიან, მანიკურის ბრილიანტის ნაკრებებით (ერთი მილიონი დოლარის ღირებულების) და სათამაშოების მარაგით, რომლის ღირებულება კარიბის ზღვის კუნძულის ღირებულებას არ ჩამოუვარდება. მაგალითად, ჯორჯი ჯერ კიდევ დაბადებამდე აავსეს საჩუქრებით, დაბადების შემდეგ კი საჩუქრების ნაკადი მხოლოდ მატულობდა და მატულობდა: მანქანები, ველოსიპედები, სკეიტბორდები, ოპოსუმის ტყავის ლაბადა, სერფინგის ფორმა, საკუთარი ნიანგი ავსტრალიის მთავრობისგან და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ქეით მიდლტონი მთელი ძალით ცდილობს შვილების აღზრდას ჩვეულებრივი ბავშვების მსგავსად, ძვირფასი საჩუქრები გამუდმებით ახსენებს პრინცს და პრინცესას მათ სტატუსს.

imageჯორჯი და შარლოტა ბერლინის აეროპორტში

სიტყვაზე, შარლოტა საჩუქრების რაოდენობით სულაც არ ჩამორჩება ძმას. თავის პირველ დაბადების დღეზე მან საჩუქრები 64 ქვეყნიდან მიიღო. მაგალითად, ოქროს ჩხრიალა, ინკუსტრირებული ბრილიანტებით, საფირონებით და ლალებით (30 ათასი ფუნტი სტერლინგი), ჩინური აბრეშუმის ფიგურკები და სხვ.

imageჯორჯი აღტაცებულია ჰამბურგის აეროპორტში მის მიმართ ყურადღებით, მაშინ როცა შარლოტა აშკარად უკმაყოფილოა

რასაკვირველია, ასეთ პატარა ასაკში სამეფო ოჯახის წევრებს არ ძალუძთ სრულფასოვნად შეაფასონ თავიანთი ძვირფასი საჩუქრები, მაშინ როცა მათი პერსონის მიმართ საზოგადოების ყურადღების ფასი მათთვის სრულიად გასაგებია, რითიც სხვათაშორის სარგებლობენ კიდეც და პერიოდულად თავის ხასიათს ავლენენ. ჩვენ გვახსოვს, პრინც ჯორჯის კაპრიზები შოუ Royal International Air Tattoo, მისი და კი სახალხოდ ატირდა და მიწაზე "გაიშოტა" ჰამბურგის აეროპორტში, როცა მას დედამ მისთვის "ძვირფასი" ქაღალდის ფურცლები გამოართვა. აი, მათი უმცროსი ძმა, პრინცი ლუი კი, პირიქით, ყოველთვის მომღიმარია და არცერთხელ არ იქნა შემჩნეული უკმაყოფილო ან მომტირალი-ამიტომ კემბრიჯელების უმცროსი მემკვიდრე ჩვენს სიაში ვერ მოხვდა.


ზაქარია ჯექსონ ლევონი და ელაიჯა ჯოზეფ დანიელი, 10 და 8 წლის

მშობლები: ელტონ ჯონი და დევიდ ფერნიში (და სუროგატი დედა)

დაბადების თარიღი: 2010წ. 25 დეკემბერი და 2013 წ. 11 იანვარი

imageელტონ ჯონი მეუღლესთან და შვილებთან ერთად

მუსიკოს ელტონ ჯონს და მის მეუღლეს, რეჟისორ დევიდ ფერნიშს შეუძლიათ იტრაბახონ ერთდროულად ორი თაყვანისცემის ობიექტით: მათი შვილი ზაქარია ჯექსონ ლევილი 2010 წელს დაიბადა, ორი წლის შემდეგ კი წყვილს მეორე შვილი, ელაიჯა ჯოზეფ დანიელი შეემატა. ორივე მამა ჭკუას კარგავს თავის ბავშვებზე, ჩუქნიან 700 ფუნტი სტერლინგის ღირებულების ეტლებს, საუკეთესო დიზაინერულ ტანსაცმელს და არდადეგებზე ყველაზე ძვირფას კურორტებზე ასვენებენ.

imageელტონ ჯონის ოჯახი სენ-ტროპეში დასვენების დროს

თუმცა როგორც ჩანს, ეს "ტკბილი ცხოვრება" დიდხანს არ გასტანს. ელტონ ჯონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ შვილებს არ გადასცემს 200 მილიონიან მემკვიდრეობას, რადგან ზაქარიამ და ელაიჯამ ჯერ რეალური შრომის და ფულის ფასი უნდა გაიგონ. სხვა მხრივ, მუსიკოსი შვილებს საარსებო წყაროს გარეშე არ დატოვებს-ბიჭებს ექნებათ მანქანები, სახლები და თავისუფალი ფული დასვენებისა და გართობითვის. ასე რომ, მკაცრ პურიტანულ აღზრდაზე აქ საუბარი რა თქმა უნდა არ არის.






იქნებ დაგაინტერესოთ:






ის უხერხული მომენტი, როცა მამაშენი ზუსტად იმ კაბაში გამოწყობილი მოვიდა, როგორც შენ

image


ცნობილი სახეები, რომლებიც ქუჩაში შეიძლება უსახლკაროებში აგერიოთ

image


ცნობილების ფოტოები, სანამ ისინი "ჰოლივუდის ღიმილს" მოირგებდნენ

image


როგორ რეაგირებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები მომაბეზრებელ პაპარაცებზე

image


სხეულის რომელი ნაწილები აქვთ დაზღვეული ცნობილ სახეებს

image


ცნობილი მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟზე გიჟდებიან

image


გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა

image









0
483
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0