x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ახალი დიანა: რატომ იმეორებს ერთ ერთში პრინცესა დიანას მეგან მარკლი? პროტესტი, შურისძიება თუ უბრალოდ სიყვარული
მრავალი პარალელის გავლება შეიძლება მეგან მარკლსა და ჰარის დედას, პრინცესა დიანას შორის. ეს ადრეც ბევრჯერ გაუკეთებიათ ხალხმა მეგანი აღიქვა, როგორც ახალი დიანა.

image


ეს დიანას სიყვარულით ხდება და გარკვეული პროტესტის ნისანიცაა სამეფო ოჯახის მიმართ, რომელსაც რაღაც გარკვეული წვლილი ჰქონდა დიანას დაღუპვაში. ჰარის ყოველთვის გამორჩეულად უყვარდა დედა და ხასიათითაც მას ჰგავს თავმდაბალი, მოსიყვარულე და უშუალო, რასაც ვერავინ უტყვის მის ძმაზე, რომლის მსგავსებაც ალბათ მამასთან უნდა ვეძებოთ.


ბუნებრივია, ჰარის სურდა, რომ ცოლსა არ გაეზიარებინა დედის ტრაგიკული ბედი, ამიტომ ოჯახის დატოვება, რომელიც მისი ერთადერთი გამოსავალი იყო, მარტივი არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ სწორი იყო.

image


ახლა დიანას ყოფილი თანაშემწემ პატრიკ ჯეფსონმა დაადასტურა, რომ დიანას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვითარება ბრიტანეთის მონარქიაშიც მსგავსი იყო და ისეთივე, როგორიც ახლაა.


ისევე, როგორც დიანამ 1995 წელს მარტინ ბაშირს მისცა ინტერვიუ, მეგანმაც იგივე გააკეთა. როგორც ჩანს, ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ბოლო 25 წლის განმავლობაში ცოტა რამ შეიცვალა. პატრიკი თვლის, რომ ამ განხეთქილების დახურვის პასუხისმგებლობა თავად ოჯახს ეკისრება და არა ჰარის და მეგანს.

image

პრინც ფილიპის დაკრძალვაზე ჰარი და უილიამი საერთოდ არც კი დალაპარაკებია ერთმანეთს და ერთმანეთის გვერდით დგომასაც ერიდებოდნენ. და მაინც ჰარი ბედნიერია, რადგან ისიც დედის მსგავსად ნავსაყუდელს სიყვარულში ეძებს და არა მონარქიული ოჯახის მკაცრ და უსიყვარულო ტრადიციებში

4
105
7-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
105
  
2021, 8 ივნისი, 23:21
მეგანმა დაამსხვრია ამათზე მითი
2021, 21 აპრილი, 23:44
ცდა ბედის მონახევრეაო, მაგრამ წარმოუდგენელი სხვაობაა დიანასა და მეგანს შორის.
წარმომავლობა, აღზრდა და განათლებაც შესაბამისად.
2021, 21 აპრილი, 23:31
ჰო, მაგრამ ცდილობს, ეს ჰარი უფრო მომწონს მე. არაა ტახტზე დაფეთებული ტიპი
2021, 21 აპრილი, 23:21
მეგანი ვერასდროს გახდება ლედი დი, ისევე, როგორც გლეხის ცხენი დოღში გამარჯვებული სპორტულ შეჯიბრებაში.
0 1 4