x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ტეხასურ ლონგჰორნს (ხარს) მსოფლიოში ყველაზე გრძელი რქები აქვს

image



















ტეხასურ ლონგჰორნს მსოფლიოში ყველაზე გრძელი რქები აქვს. 7 წლის ტეხასურ წითელ ხარს 3 მეტრზე მეტი სიგრძის რქები აქვს. ინფორმაცია ამის შესახებ 2012 წელს გავრცელდა. ხარის რქები აგრძელებს ზრდას.

დღეისათვის 2 ტეხასური ხარი (წითელი და ჭრელი), ყველაზე გრძელი რქებით ცხოვრობს კვინსლენდის შტატში, ავსტრალიის ველური ბუნების პარკში. 7 წლის წითელი და ჭრელი ტეხასური ხარების პატრონია მაიკლ ბეტელი, რომელიც ამ პარკში მეუღლესთან - ლინდასთან ერთად მუშაობს. როგორც მამაკაცი აღნიშნავს, მან ტეხასური ხარების მომრავლება 1998 წლიდან დაიწყო. ყველაზე გრძელრქებიან ტეხასურ ხარს საძოვარზე უშვებენ, სხვა ხარების მსგავსად, კენგურუსთან ერთად. ავსტრალიის პარკში, წითელ ტეხასურ ხართან ერთად, ცხოვრობს მეორე, ჭრელი (მოწითალო-მოთეთრო) ტეხასური ხარი, რომელსაც 1 დიუმით (2.5 სმ.) გრძელი რქები აქვს და აუმჯობესებს წითელი ლონგჰორნის რეკორდს. ჭრელ ტეხასურ ხარს, 7 წლის პონჩოს აქვს 323.74 სმ. სიგრძის რქები და ამყარებს ახალ მსოფლიო რეკორდს.

image

image

image

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0