x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
"ქართულ ოცნებას მოგმართავთ.." - ამირან სალუქვაძე

image

"მთელი საქართველო "ნერვიულობს", "განიცდის":
- რატომ გადაიდო მოლაპარაკებები 2-დან 5 საათამდე, სააკაშვილის ნებართვას ელოდებიან?
- მოაწერს თუ არა ხელს მთავარი ტიტულის მქონე, ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტია ოპოზიციურ პარტიებს შორის?
- ხელს თუ მოაწერენ, შევლენ თუ არა პარლამენტში?
- თუ შევლენ, მხოლოდ დერეფანში შევლენ, გირჩივით, თუ კაბინეტებშიც შევლენ, იმუნიტეტსაც მოირგებენ, იარაღსაც ჩაიდებენ, ასევე გირჩივით?
- ცალკე სანერვიულოა, რომ შევიდნენ და კანონების წერას გადააკვდნენ, რა ვქნათ?!
ქართულ ოცნებას მოგმართავთ:
- წინა 9 წელი წინა მთავრობის წესებით ვცხოვრობდით, ომი, კრიზისი, მოსმენები, ბიზნესების ახევები...
- შემდეგი, ანუ ამჟამინდელი 9 წელი ისევ წინა მთავრობის დღის წესრიგით ვცხოვრობთ, ძიძგილაობა, ძიძგილაობა, ძიძგილაობა, აქციები, მივარდნები, ზიზღი, სიძულვილი...
- ერთი თვე კი არა, ერთი დღე არ ყოფილა მშვიდი. ათვითცნობიერებთ? 18 წელი გავიდა ამ ძიძგილაობაში.
- გადაეცით მანდ მსხდომ პარტნიორებს, დავიღალეთ, ჩვენს ქვეყანაშიც ხალხი ცხოვრობს, ისეთივე და იმაზე უკეთესი, ვიდრე მათ ქვეყნებში. ნუ გვახვევენ თავს ამ მოლაპარაკებებს დღეის იქეთ. თუ შევლენ, შევლენ, არ შევლენ და დაგვამშვიდეთ.
- კამფეტებს ხომ არ ვითხოვთ?! მშვიდი ცხოვრება სჭირდება ხალხს, რყევების და ძიძგილაობის გარეშე. დაიღალა ხალხი!
აგირჩიეთ 150 დეპუტატი 4 წლით. შედით და იმუშავეთ! რა შეჭამეთ ტვინი?!
- წლებია ნორმალური ტოკ-შოუ არ ყოფილა, სადაც ქვეყნის განვითარებაზე იმსჯელებენ. ერთმანეთზე ლაპარაკობენ...
- ხალხი ერთმანეთს გადაეკიდა პარტიების გამო, გინების და წყევლის ენა წესად იქცა, მოიწამლა გარემო...
P.S. მესამედ გადადებულა. შავ დღეში არიან. გამოჩნდება ვის აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების თუნდაც მინიმალური უნარი." წერს
სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.ამირან
1
226
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
226
  
2021, 18 აპრილი, 23:54
მართალს ბრძანებთ ბატონო ბრიგადის გენერალო.
0 1 1