x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჯაბა იოსელიანის დაბადების დღის იუბილეზე - მარჯანიშვილის თეატრში. 10 ივლისი 2001 წელი

imageიხილეთ ჯაბა იოსელიანის განცხადების ტექსტი სრულად, მისი ტელე ინტერვიუდან, რომელიც 1992 წლის 2 თებერვლის მიტინგის დახვრეტიდან რამოდენიმე დღით ადრე გავიდა ოფიციალურ არხზე.
ჯაბა იოსელიანი: “ ხვალიდან გამოცხადდება აი ახალი წესები და ყველაფერი .... და ადგილზე დაიხვრიტება, ადგილზე დაიხვრიტება პროვოკატორი და გასამართლდება საერთო იმაზე და ეს უკვე მორჩენილია. დემოკრატია არის იცით რა, დემოკრატიას სიმაგრე ჭირდება, თუ დემოკრატია არ არი მაგარი, ის არის ანარქია. ვინმეს თუ ჰგონია, რომ დემოკრატია არის ლობიოობა, ლობიოობა არ არის დემოკრატია და ჩვენ ვანახებთ რა არი დემოკრატია ! “
აქ კიდევ გთავაზობთ, მისი ცხოვრებისა გზისა და მოღვაწეობის შეფასებას, რომელიც "ლიტერატურულმა საქართველომ" გამოაქვეყნა. მისი პიროვნების აი ასეთი შეფასებაც არსებობს. სავალალოა ეს ყველაფერი.
" ... ბატონ ჯაბას არასდროს არ აშინებდა დასჯა, აშინებს და აშინებდა დარდი. დარდი საკუთარ თავზე კი არა, დარდი სამშობლოზე, ბატონი ჯაბა ის ადამიანია, ვინც გამოიარა ქარცეცხლი, ვინც ნახა სიყვარული და სიძულვილი.
... ბატონი ჯაბას ცხოვრება, მართლაც, ეს არის საქართვლოს ცხოვრება, ეს არის სიხარული და მწუხარება.
... და აი ამ დროს ღმერთმა ინება და მე მივედი ციხეში. წავიღე ნაკურთხი წყალი და სებისკვერი და, როცა ვუთხარი ბატონ ჯაბას, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ შიმშილი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი-მეთქი, მიპასუხა, რომ ჩემი შიმშილის შესახებ იცის ყველამ და მე რომ შიმშილი შევწყვიტო.
რას იტყვის? - რომ ჯაბამ დაუჯერა საქართველოს პატრიარქს...
ჯაბამ მიიღო სებისკვერი და ნაკურთხი წყალი....
ასე გადარჩა ჯაბა იოსელიანი. ....
ღმერთმა დალოცოს ჯაბა იოსელიანი, ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს საქართველო."
უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართვეელოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2001 წ.
გამოქვეყნებულია: „ლიტერატურული საქართველო“, 2006 წლის 7 ივლისი

მას კი ზოგიერთი ერის სიამაყეს და გმირს უწოდებდა წითელი ინტელიგენციის მხრიდან. ხოლო ერთმა ძალიან ცნობილმა სასულიერო პირმა ჯაბა იოსელიანს ერის წამებული რაინდი უწოდა.

ამ დროს თბილისის ქუჩებში, ჯაბა იოსელიანის პირადი ბრძანებით, ათეულობით მშვიდობიანი დემოსტრანტი უკვე დახვრეტილი ჰყავს შევარდნაძე-იოსელიანის პირსისხლიან რეჟიმს.
ამ დროს სამეგრელო არაერთგზის დაწიოკებულ-დარბეული ჰყავს ჯ.იოსელიანის მხედრიონს.
ამ დროს წალენჯიხაში, პოლიტიკური შეხედულობების გამო, მშვიდობიანი ზვიადისტობის გამო, შევარდნაძე-იოსელიანის სამხედრო შენაერთების სადისტებს, უკვე სასტიკად ნაწამები ჰყავთ, წალენჯიხის მაცხოვრის ეკლეესიის მღვდელი რომანოზ ჩიქობავა.
ესენი კი ზიან ჯ.იოსელიანის იუბილეზე და მლიქვნელურად ხარ-ხარებენ. ალბათ ამ მაამებლური ხარ-ხარით, პატრიარქმა დიპლომატიურად აგრძნობინა ჯ.იოსელიანს, რომ შენ გვერდში ვდგევარ ბ-ნო ჯაბაო, შენ გიჭერ მხარსო.
ალბათ აქაც გაგვახსენდება მისი ადრინდელი სიტყვები:
" შეწყვიტეთ შიმშილობა ბატონო ჯაბა, თქვენ ჭირდებით საქართველოს! " (1991წ)
რისთვის შიმშილობდა ჯაბა იოსელოიანი საპატიმროში1991წელს, როცა პატრიარქმა პირადად ინახულა? ალბათ იმისათვის, რომ მომავალში საქართველო დაენგრია, დაექცია და გაეუბედურებინა. ამაში მას ხელი ვინც შეუწყო, მათ სინდისზე იყოს! შემდგომში როგორ დაჭირდა და გამოადგა ჯაბა იოსელიანი საქართველოს ყველამ კარგად ვნახეთ.

ბატონმა ჯაბამ სიტყვა შეასრულა და ყველაზე განსაკუთრებული სისასტკით 1992 წლის 2 თებერვლის დემოსტრაცია დაიხვრიტა. განსაკუთრებული სისატიკით დახვრეტამ ყველა გააოგნა და მათ 1989 წლის 9 აპრილი გაახსენდათ. ზოგიერთი მონაცემით 2 თებერვლის მშვიდობიანი მარშის დროს მოკლული იქნა 16-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაიჭრა 50-ზე მეტი დემოსტრანტი. ეს მხოლოდ თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. აგრეთვე არაოფიციალური, მაგრამ დაზუსტებული წყაროებით, თამარ მეფის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, მხოლოდ იმ დღეს, თბილისში, სხვადასხვა ადგილას 23 ადამიანი მოკლეს და 183 - დაჭრეს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება სამხედრო საბჭოს და განსაკუთრებით პირადად ჯაბა იოსელიანს.
1992 წლის 2 თებერვლის ტრაგედიაზე არც სამხედრო საბჭოსადმი პროტესტი და ხალხისადმი თანადგომა არ გამოუთქვამს საპატრიარქოს და არც "წითელ ინტელიგენციას" და არც იმ დროს მოღვაწე პოლიტიკურ ფიგურებს ოპოზიციიდან.

0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0