x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვიდეო:ალა პუგაჩოვას 72 წლისთავი პირველად შვილებმა მიულოცეს
image




რუსმა შოუმენმა მაქსიმ გალკინმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე 15 აპრილს გამოაქვეყნა, თუ როგორ მიულოცეს მან და მისმა შვილებმა ლიზა და ჰარიმ მეუღლეს, მომღერალ ალა პუგაჩოვას დაბადების დღე.






"ალა! გილოცავ დაბადების დღეს, საყვარელო!" - დაწერა მან მეუღლის დაბადების 72 წლის აღსანიშნავად.




ვიდეოში ჰარიმ და ლიზამ ლექსები წაიკითხეს დედის მისალოცად, აჩუქეს ყვავილების თაიგულები და ხელნაკეთი ბარათები. გალკინმაც მეუღლეს თაიგული აჩუქა.





ამის შემდეგ ოჯახი საუზმეზე წავიდა. როგორც გალკინმა აღნიშნა, წელიწადში ერთხელ პუგაჩოვა საკუთარ თავს აძლევს უფლებას ჭამოს "მავნე, ცხიმიანი ღვეზელები".





"ესენი ჩემი ბავშვობის ღვეზელებია. დილით, საღებავის გარეშე, ახლა მე მათ შევჭამ." - თქვა მომღერალმა და ყურადღება უმაკიაჟობაზე გაამახვილა.






0
457
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0