x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტეხასის მკვიდრმა თავის ბაღში ორთავა გველი აღმოაჩინა - ნახეთ, რა ბედი ეწია მას

image















საკუთარი ბაღის მოწესრიგებისას პოლ კარვერმა, ტეხასის შტატიდან (აშშ) სარეველებს შორის წყვილი, ორი გველი შენიშნა. ეს მოხდა 2011 წელს. წარმოიდგინეთ მისი გაკვირვება, როცა ახლოს მისულმა დაინახა, რომ გველი მხოლოდ ერთი იყო, მაგრამ ორი თავი ჰქონდა. ბაღის პატრონის პირველი რეაქცია იყო გაქცევის სურვილი. შოკიდან გამოსვლის შემდგომ კი იგი მიხვდა, რომ ძალიან გაუმართლა ორთავიანი ქვეწარმავლის აღმოჩენით. კარვერმა უჩვეულო, იშვიათი აღმოჩენის შესახებ აცნობა თავის მეგობარს, რომელიც ველური ბუნების გადარჩენის სამსახურში მუშაობს. როგორც ცნობილი ხდება, გველები მილიონობით კვერცხს დებენ და სხვადასხვა მუტაცია ხდება ხოლმე, უბრალოდ ისინი ველურ ბუნებაში არც ისე შესამჩნევია.














image










ორთავა გველი გადაიყვანეს ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ექიმმა დენ კობსმა გასინჯა. მას მაშინათვე გაუჩნდა ეჭვი, შიში, რომ ქვეწარმავალი დიდხანს ვერ იცოცხლებს, რადგან მეტისმეტად პატარა გული აქვს და ორ თავსა და ორ ტვინს ერთდროულად ვერ მიაწოდებს სისხლს. გარდა ამისა, ორთავა გველს ხერხემლის დარღვევაც ჰქონდა იმ ადგილას, სადაც ერთი თავი მეორეს უერთდება. ექიმის თქმით, ორთავა მუტანტი მხოლოდ 2 კვირა თუ გაძლებდა. ამასთანავე, თუ სასწაული მოხდებოდა და გადარჩებოდა, მაშინ 1.8 მეტრამდე გაიზრდებოდა და 20 წელი იცოცხლებდა.

0
203
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0