x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
გუჯა შვანგირაძე: " რა ქვეყანას მისჭირდეს, ხვამლის მთამ გაადაარჩინოს"

image

"ასე თუ გაგრძელდა, ვატყობ მე ესენი უსაქმოდ დამტოვებენ.
ჩემს სათქმელს ამბობენ, ჩემს გასაკეთებელს აკეთებენ, და წავალ მე და დავუბრუნდები თეატრს, დაუმთავრებელ პიესებს და რომანებს .
ვხუმრობ, ხო, ჯერ ადრეა დაბრუნება, მაგრამ მართლაც თითოეული ჩვენთაგანის სათქმელი რომ ხმიანდება აქციიდან აქციაზე -ეგ ფაქტია.
დაახლოებით გასული წლის ნოემბრიდან ვადევნებ თვალს რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს, ვაშუქებ მას ჩვენი საადგილმამულო გაზეთის ფურცლებზე, ვმონაწილეობ აქციებში, ვუსმენ და ვაკვირდები, და ვაანალიზებ ამ მოძრაობის ხელმძღვანელების ნათქვამსაც, ქმედებებსაც და ვხედავ, რომ ეს არაა მხოლოდ ერთი კონკრეტული ნამოხვანის თემიდან გამომდინარე მოძრაობა, და რომ მოძრაობის წიაღში დიდი ხნის წინ ნაფიქრია მრავალსაჭირბოროტო საკითხზე, და მათი გადაჭრის საშუალებებზეც.
ხო, სჩანს ეს იქედან, რაზეც საუბრობენ აქციიდან აქციაზე მოძრაობის წევრები და არა მხოლოდ გოლეთიანი.
და მართლაც სასიამოვნო ფაქტია, რომ თითოეული მათგანი, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებენ რომ პოლიტიკოსები არ არიან, მართლაც ჩამოყალიბებულ პოლიტიკოსად წარმოჩინდებიან.
დიახ, პოლიტიკოსებად, რადგან ამ ქვეყანაში საზოგადო საქმის კეთება და რაიმე პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა, გინდა ეს თუ არა, უკვე პოლიტიკაა.
შესაბამისად მოძრაობის პოლიტიკური მიმართულებები მესიჯებად ჟღერდება ყოველ აქციაზე.
რეფერენდუმის თემა იქნება ეს, პარტიებისგან გამიჯვნა, თუ სასამართლოს თემა, თუ განათლების, და მრავალი სხვა, და რაც მთავარია იკვეთება მოძრაობის სტრატეგია, ანუ, მოქმედების გეგმა.
და ეს სტრატეგია სრულიად განსხვავებულია ქართულ პოლიტიკაში დღეს მიღებული სტრატეგიებიდან, რადგან საზოგადოების ქვემოდან თვითორგანიზაციაზეა დაფუძნებული, და თვითორგანიზაციაც სრულიად განსხვავებული გზით ხდება.
არსებობს ერთი ასეთი აღმოსავლური ორთაბრძოლა, "აიკიდო" ჰქვია. მოწინააღმდეგეს ისე ამარცხებ, რომ არც ეხები, არ ისვრები, მის მოძრაობებს იყენებ, მის რეაქციებს, და მის შეცდომებს.
ზუსტად ასე იქცევა რიონის ხეობიდან დაწყებული მოძრაობა, არ თამაშობს მოწინააღმდეგის წესებით, არ ეგება პროვოკაციებზე და მოწინააღმდეგის შეცდომების გამოვლინებით იმრავლებს თანამოაზრეებს და ძლიერდება, მაგრამ რა თქმა უნდა საყრდენი წერტილი და შემკრავი მოძრაობისა ადამიანების ბუნებრივი სურვილია, დაიცვან ყველაფერი, რაც მათი ეროვნული იდენტობისთვის არის აუცილებელი - მიწა, ენა, კულტურა და ბევრი რამ კიდევ.
რიონის ხეობის ამბებმა უკვე ყველას დაანახა, რომ არსებობს ორი საქართველო. ერთ მხარეს არიან რიგითი, ქვეყნის გულშემატკივარი ადამიანები, და მეორე მხარეს ხელისუფლება და მისი დასაყრდენი პარტიები.
არის კიდევ ერთი კატეგორია, სისტემაში რომ არ არიან ჯერ, მაგრამ ყველა ხერხებით რომ მიისწრაფიან ამისკენ. სისტემაში თავის დამკვიდრებას რომ ცდილობენ საკუთარი კომფორტის შესაქმნელად. აი, ისეთები ვისთვისაც პოლიტიკა ფულის საჭრელი ცეხია, მაგრამ ისინი ამ განწყობას ეროვნული ფრაზეოლოგიით ფუთავენ. რომლებიც მუდამ "ხმაურიან" თემებს ეძებენ პოლიტიკური ქულების დასაწერად, და არჩევნებში მონაწილეობისთვის.
ასეთი დაჯგუფებები ათეულობით არის, და დარწმუნებული ვარ, ყველა ისინი ჩავიდოდნენ ნამოხვანში, რათა რიონის ხეობის დამცველები დაეყოლიებინათ, რომ სწორედ მათთან ერთად ემართათ პროცესები.
ეს ის დაჯგუფებებია, რიონის ხეობის დამცველებმა რომ არ გაიკარეს, მაგრამ მათ არანაირად არ სურთ მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი "ნამახვანჰესის" თემა ხელიდან გაუშვან. სწორედ ასეთი დაჯგუფებები და პიროვნებები ეცდებიან თემის მისაკუთრებას, და ნამახვანჰესზე აქციების ჩატარებას სხვადასხვა დროს და რიონის ხეობისგან დამოუკიდებლად, ისევ და ისევ პოლიტიკური ქულების დასაწერად.
ამის შესახებ გაკეთდა ქუთაისის გუშინდელ აქციაზე განცხადება კიდეც, რომ რიონის ხეობა ემიჯნება ასეთი დაჯგუფებებისგან თემის მისაკუთრების მცდელობას. და ეს გამიჯვნა კიდევ უფრო რომ დაფიქსირდეს, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში რიონის ხეობა თბილისში აქციის ჩატარების ზუსტ თარიღსაც გამოაცხადებს.
ეს აუცილებელია, პოლიტვიგოდნიკებმა ასეთი მნიშვნელოვანი თემის გაუფასურება რომ არ მოახდინონ.
თემა და მოძრაობა არის სუფთა და უნდა დარჩეს სუფთა.
ამის გარეშე ვერ განხორციელდება ის დიდი მიზანი, ახალ ფეხადგმულ მოძრაობას რომ აქვს. და მართლაც სუფთად და გაუსვრელად რომ ცდილობს პოლიტიკის კეთებას.
მხოლოდ ასეთი სუფთა პოლიტიკით შეიძლება დაიბრუნო ქვეყანა.
და დავიბრუნებთ კიდეც.
გვეყო უკვე, ის 40 წელიწადი მოსემ უდაბნოში რომ ატარა თავისი ხალხი, ჩვენთვის, ქართველებისთვის ასი წელია უკვე რაც გავიდა.და ყველაფერი რომ კარგად იქნება, ესეც უკვე ვიცით. ვიცით, რომ სრულდება წინასწარმეტყველება
" რა ქვეყანას მისჭირდეს, ხვამლის მთამ გაადაარჩინოს"- წერს სამოქალაქო აქტივისტი, რეჟისორი გუჯა შვანგირაძე

0
151
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0