x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სიკვდილის სტადიონები-როგორ იღუპებოდნენ გულშემატკივრები მატჩის დროს
პანიკა, უმწეო მდგომაროება და უსიცოცხლო სხეულები მოედანზე. ზუსტად 32 წლის წინ, ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ამ საბედისწერო დღეს, 15 აპრილს, ასამდე გულშემატკივარი დაიღუპა სტადიონზე. interMedia გაგახსენებთ რამდენიმე სასიკვდილო მატჩს, რომელიც ასევე ტრაგიკულად დასრულდა.




ჰილსბორო, შეფილდი, ინგლისი

image

1989 15 აპრილი სამუდამოდ დარჩება გლოვის თარიღად ინგლისურ ფეხბურთში., “ლივერპულსა” და “ნოტინგემ ფორესტს” შორის ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. გუნდები შეფილდში, ჰილსბოროს სტადიონზე თამაშობდნენ. იმდენი ადამიანი იყო თამაშის ნახვის მსურველი, რომ სტუმრების სექტორის შესასვლელთან "ლივერპულის" გულშემატკივართა ზედახორა გამოიწვია, რამაც საბოლოოდ ჭყლეტვისგან 96 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 766-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.



სტადიონის უსაფრთხოების უფროსმა დევიდ დაკენფილდმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ბილეთების შემოწმების გარეშე, მან გულშემატკივრები სექტორში შეუშვა, რომელსაც ჭყლეტვა მოჰყვა.წინა რიგში მყოფი გულშემატკივრები ფაქტიურად მეტალის ღობეს მიეჭყლიტნენ. პოლიცია მაშინვე ვერ მიხვდა რა ხდებოდა. თავის დასაღწევის მიზნით გულშემატკივარი ცდილობდა მინდორზე შესვლას, მაგრამ სამართალდამცველებს ეგონათ, რომ მათ ეს თამაშის ჩაშლა სურდათ.საკმაოდ გვიან მიხვდნენ, რაც ხდებოდა, მხოლოდ მას შემდეგ მოაცილეს დამცავი ბადეები, მაგრამ უკვე გვიანი იყო - სტადიონი უსიცოცხლო გვამებით იყო მოფენილი.



ლუჟნიკი, მოსკოვი

image


ნამდვილი ხორცსაკეპი მანქანა ამოქმედდა ლუჟნიკში, 1982 წლის 20 ოქტომბერს უეფას თასზე მოსკოვის "სპარტაკსა" და ჰოლანდიურ "ჰარლემს" შორის, მატჩის მიწურულს, ტრიბუნების ქვეშ მდებარე შენობაში მოხდა ჭყლეტვა, როდესაც "სპარტაკის" გულშემატკივრები გასასვლელისკენ დაიძრნენ.


მატჩის დასასრულამდე ოცი წამით ადრე სერგეი შვეცოვმა მეორე გოლი გაიტანა ჰოლანდიელთა კარში. მოისმინეს რა სასიხარულო ღრიალი, გულშემატკივრებმა, რომელბიც უკვე სტადიონიდან გასასვლელისკენ მიემართებოდნენ, უკან დაბრუნება გადაწყვიტეს და იმ ხალხის ნაკადს შეეჩეხნენ, რომელბიც გამოდიოდნენ, პატარა სივრცეში ერთმანეთს შეჯახებული გამსვლელ-შემომსვლელთა შორის წარმოიქმნა ჭყლეტვა.ადამიანები ერთმანეთზე გადადიოდნენ, ლითონის მოაჯირმა ვეღარ გაუძლო ასეთ დატვირთვას, რის გამოც ადამიანები დიდი სიმაღლიდან ბეტონზე ეხეთქებოდნენ. ტრაგედიის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ეს მხოლოდ ოფიციალური ციფრებია. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული, იმ დღეს 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


"Estadio Nacional ”, ლიმა, პერუ

image

XVIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე, 1964 წლის 24 მაისს, გაიმართა მატჩი პერუს და არგენტინის ნაკრებებს შორის. ბოლო წუთებში მსაჯმა ჯერ ჩათვალა და შემდეგ გააუქმა გოლი არგენტინის კარში, რამაც პერუელი ფანების აგრესია გამოიწვია. პოლიცია იძულებული გახდა ცრემლსადენი გაზი გამოეყენებიდნა ხალხის დასაშლელად, მაგრამ ეს შეცდომა იყო.

პანიკაში ჩავარდნილი გულშემატკივრები გასასვლელისკენ გაეშურნენ, მაგრამ ჭიშკრები დაკეტილი დახვდათ. უკნიდან კიბეზე მომავალი მაყურებელი მიაწვა იმათ, ვინც ჭიშკართან აღმოჩნდა. ადამიანები იღუპებოდნენ შინაგანი სისხლდენის ან ასფიქსიის შედეგად. შედეგად 328 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 4 ათასი დაშავდა. ეს არის ფეხბურთის ისტორიაში სტადიონზე მომხდარი ყველაზე დიდი ტრაგედია.



ალ მასრის კლუბის სტადიონი, პორტ საიდი, ეგვიპტე

image

2012 წლის 1 თებერვალს, ეგვიპტის ჩემპიონატის მატჩის დასრულების შემდეგ, ალ-მასრის გულშემატკივრებმა შევარდნენ მოედანზე, თავს დაესხნენ ალ-აჰლი კაიროს კლუბის ფეხბურთელებს და მწვრთნელებს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს მის გულშემატკივრებს. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სისხლიან ხოცვა-ჟლეტვაში, ამ დროს მშვიდობიანი მაყურებლები ცდილობდნენ სწრაფად დაეტოვებინათ სტადიონი. სწორედ ამან გამოიწვია იმაზე უფრო დიდი უბედურება. რაც მინდორზე ხდებოდა, ზედახორა-ჭყლეტვაში 73 ადამიანი დაიღუპა, მინიმუმ ათასი დაშავდა.



"ოჰენე ჯან ”, აკრა, განა


image

განას ჩემპიონატზე "ჰარტ ოფ ოუკის" და "ასანტე კოტოკო" -ს მატჩის დროს რომელიც 2001 წლის 9 მაისს გაიმართა, სტუმრების გულშემატკივრებმა თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყეს მინდორზე სკამების სროლა. "ასანტე კოტოკო"ამ დროს 1: 2-ს აგებდა . პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა გულშემატკივართა დასაშოშმინებლად, რითაც გაიმეორა პერუს ტრაგედია, ანალოგიურად გასასვლელი ჭიშკრები დაკეტილი იყო. დაიწყო ჭყლეტვა. 123 გულშემატკივარი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

.

0
73
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0