x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ზვიად ტომარაძე: ხელისუფლება გვატყუებს!
image

როდესაც საქართველოს ხელისუფლება გვეუბნება, რომ საქართველოს ნამოხვანჰესი ენერგოდამოუკიდებლობისთვის სჭირდება, ტყუილია, რადგან:
1. საქართველოს ელექტროენერგიის 2020 წლის წლიური მოხმარება 12, 6 მილიარდი კილოვატსაათი იყო, ხოლო იმპორტი 1, 6 მილიარდი კილოვატსაათი, შესაბამისად, ელექტროენერგის საკითხში ჩვენ თითქმის 90% ენერგოდამოუკიდებლები ვართ! გარდა ამისა, ხელშეკრულების მიხედვით 15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც სრულიად აბათილებს არგუმენტს ნამახვანჰესის ენერგო-საჭიროებებთან დაკავშირებით.
2. 2020 წელს განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 1, 6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც ქვეყანას 64 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა. ხელისუფლება რომ "დამოუკიდებლობაზე" და ქვეყნიდან ფულის გადინებაზე ფიქრობდეს, ქათმის ხორცის იმპორტს ადგილობრივი წარმოებით ჩაანაცვლებდა, მაგალითად 2020 წელს 62, 2 მილიონი დოლარის ქათმის ხორცი და 2, 7 მილიონი დოლარის კვერცხი შემოვიტანეთ, მაგრამ პირიქით, 2020 წლის 8 აპრილს მთავრობის გადაწყვეტილებით (დადგენილება №225) საქართველოში ფრინველის ხორცის იმპორტზე კონტროლი მოხსნეს! ანუ ფრინველის ხორცში 5%-ით ზევით წყლის შემცველობაზე აკრძალვა მოიხსნა! ვინაიდან, ადგილობრივი მწარმოებლები ხორცში წყლის შეყვანის მეთოდს არ იყენებდნენ, შესაბამისად, ადგილობრივი წარმოებები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ! გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ყველა პირველადი პროდუქცია გათავისუფლებულია დღგ–სგან, გარდა ნედლი ქათმის ხორცისა, რომელიც იბეგრება 18%. ეს მავნებლობა ხდება იმიტომ, რომ გაყინული ქათმის ხორცის იმპორტი ჩონოვნიკების ხელშია!
3. როდესაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ დენის ექსპორტის გამო დამოკიდებული ვართ რუსეთზე, ტყუილია, რადგან 2020 წელს საქართველომ ყველაზე მეტი დენი აზერბაიჯანისგან იყიდა. აზერბაიჯანიდან საქართველომ 726 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის 45%-ს უტოლდება. ხოლო რუსეთიდან 570 მილიონი კილოვატსაათი დენი იყიდა. სამაგიეროდ რუსეთზე ხორბლით ვართ დამოკიდებული და ეს მაშინ, როდესაც მსოფლიოში არსებული 23 სახეობის ხორბლის კულტურული ჯიშიდან 14 ქართული ჯიშია...
2019 წელს ხორბალი მოვიხმარეთ 688 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 101 ათას ტონა, ხოლო რუსეთიდან იმპორტით შემოვიტანეთ 587 ათასი ტონა!!! ანუ ხორბალში რუსეთს გადავუხადეთ 105, 1 მილიონი დოლარი და პურის ფქვილში 4, 8 მილიონი დოლარი. მაგრამ ამაში ჩვენი ხელისუფლება პრობლემას ვერ ხედავს, რადგან ქათმის ბიზნესის მსგავსად, ამ ბიზნესის იმპორტიც ჩინოვნიკების "მფარველობაშია!" როგორც შარშან აპრილში, ნამოხვანჰესის აშენებაზე უფლების გამცემმა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, თურმე: "საქართველოში ხორბლის მოყვანა არარენტაბელურია..." - წერს ორგანიზაცია ერი და სახელმწიფოს" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე.
0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0