x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვიდეო: რა მოხდა 1757 წელს რიონის ხეობასთან ახლოს?
image

1757 წელს, იმ გაყიდულ რიონის ხეობასთან ახლოს, იმერეთის 22 წლის მეფემ, სოლომონ პირველმა 11 000 კაცით სასტიკად დაამარცხა 55 000 თურქი, რომელთა მხარეს 10 000 მოღალატე ქართველი იბრძოდა, ანუ ერთი იმდენი ხალხი, რამდენიც სოლომონს ლაშქარში ჰყავდა . მიუხედავად ამისა, მეფემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, პირწმინდად გაჟლიტა მტერი და გაანთავისუფლა იმერეთი ოსმალთა ბატონობისაგან .
14 დეკემბერს დაიწყო პირველი სოამარი მოქმედებები. ქვეით ლაშქარს სარდლობდა ბერი წულუკიძე, რომელიც ცენტრში იყო განლაგებული. მათ უკან იდგა კავალერია მარცხნივ პაპუნა წერეთლის ხოლო მარჯვნივ უშუალოდ სოლომონ პირველის სარდლობით. მათ ზურგს უმაგრებდა აფხაზთა 1600 იანი ლაშქარი ხუტუნია შერვაშიძის მეთაურობით. სოლომონის მარცხნივ იდგა სალომინაოს და საკოპალიანოს რაზმები.







ოსმალთა არმია ჩვეული წესით იბრძოდა: წინ ლაშქრის დიდი ნაწილი ჯგუფებად ქმნიდნენ საერთო ფლანგებს. მათ უკან იდგნენ აკკინჯები.






ბრძოლა გამთენიისას დაიწყეს ბერი წულიკიძის ქვეითმა შენაერთებმა. მათ გაარღვიეს თურქთა მარცხენა ფლანგი. პარალელურად ცენტრისკენ შეტევაზე გადავიდნენ ცხენოსანთა შენაერთები. გათენებამდე ვერავინ აღწევდა წარმატებას. ოსმალთა სიმრავლემ თავდაპირველი წარმატება დროებით შეაჩერა. სოლომონმა ალი ფაშა საკუთარი ხელით მოკლა. ოსმალთა მარჯვენა ფლანგი აირია. მტრის ცენტრალური ფალანგა შეანგრიეს ბერი წულუკიძემ და პაპუნა წერეთელმა. აფხაზთა მხედრობა აკინჯებს ეკვეთა. აფხაზთა მთავარი რომელიც ამ დროს უკვე 78 წლის იყო ტოლს არ უდებდა ახალგაზრდა მებრძლებს იგი ბრძლის ველზე დაეცა, მაგრამ თან 16 თურქი მეომრის მოკვლა მოახერხა.







image








ლევან აბაშიძე ერთ-ერთმა იმერელმა აზნაურმა მოკლა, ოსმალურმა ლაშქარმა მანევრირება ვერ შეძლო და იგი ალყაში მოექცა. ბრძლები კიდევ ერთ დღეს გაგრძელდა და ოსმალთა არმიის უმეტესი ნაწილი განადგურდა. ველზე დაეცა მათი ყველა სარდალიც.





დეკემბრის ბოლოსთვის იმერეთის სამეფო თითქმის მთლიანად გაიწმინდა ოსმალური გარნიზონებისაგან და გავლენისაგან. სოლომონ პირველი ითვლება იმერთა აღმაშენებლად ხოლო ხრესილი მეორე დიდგორად. სწორედ ამ ბრძლის შემდეგ შეიქმნა გამონათქვამი სოლომონზე „ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლჩქეფე, იმერთ მეფე“

ხრესილის გამარჯვებას მოყვა ოსმალთა გეგმების სრული მარცხი. მათი გავლენის კლება რეგიონში შეუქცევად პროცესად იქცა. ოსმალებმა დაკარგეს ყველანაირი კონტროლის საშუალება იმერეთის სამეფოზე. ნელ-ნელა შემცირდა ტყვეთა სყიდვის მასშტაბები. ოსმალთა წინააღმდეგ დაიწყო ძვრები გურიაში, აფხაზეთსა და სამეგრელოში.





0
59
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0