x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
მსოფლიოში 5000-მდე ენაა, დამწერლობა - მხოლოდ 14, რის გამოც თითოეული კულტურულ ენად იწოდება, მათ შორის არის ქართულიც

image

არსებობს ისეთი ანბანებიც, რომლებიც რამდენიმე ენისთვის გამოიყენება, მაგალითად, ლათინური ანბანის საფუძველზე შედგენილ ანბანს ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა იყენებს, ამერიკასა და ავსტრალიაში, აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა, აზიის ზოგიერთი ქვეყანა... ქართულს მხოლოდ ქართველები ვიყენებთ.
ჩვენი ანბანი ერთ-ერთი უძველესი და სრულყოფილი ანბანური სისტემაა. უძველესი წერილობითი ძეგლები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, V საუკუნით თარიღდება. ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერა 493-494 წლებს განეკუთვნება.
მეცნიერულადაა დადასტურებული, რომ V საუკუნეში ქართველებს დამწერლობა უკვე ჰქონდათ. რეალური ქართული მწიგნობრობის ისტორია კი სათავეს V საუკუნიდან იღებს.
მნიშვნელოვანია XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის - ლეონტი მროველის ცნობა ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ. მროველი ქართულ დამწერლობას ქართველთა მეფის - ფარნავაზის (IV-III ს. ძვ. წ.) შემოღებულად მიიჩნევს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ XI საუკუნის ისტორიკოსი უფრო ადრინდელი მემატიანის ცნობას ეყრდნობა. ისტორიკოს რამაზ პატარიძემ თავის კვლევაში დაადასტურა, რომ ქართული ანბანი მართლაც ფარნავაზის ეპოქაშია შექმნილი.
ჩვენმა ანბანმა სამი საფეხური განვლო:
1. ასომთავრული ანუ მრგვლოვანი;
2. ნუსხური;
3. მხედრული.
თითოეულს თავისი გრაფიკული სტილი აქვს, მაგრამ ასო-მოხაზულობათა ცვალებადობის მიხედვით, ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული - ნუსხურის.
ასომთავრულით (ანუ მრგვლოვანით) შექმნილი ხელნაწერები XI ს-ის ჩათვლით გვხვდება. ნუსხურის პირველი ნიმუშები - IX ს-დან, ხოლო მხედრული - X ს-ში. ნუსხური XIX საუკუნემდე მხედრულის პარალელურად არსებობდა. მხედრული ქართული დამწერლობა ახლაც გამოიყენება.
სამივე სახის დამწერლობისთვის სახასიათო ის არის, რომ ყოველ ბგერას თავისი შესაბამისი ასო-ნიშანი აქვს, რაც ზოგადად ჩვენი დამწერლობის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.imageimageimage


0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0