x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
„ვოისის“ ბოლო და მთავარი ეტაპი იწყება - როგორია ჟიურის მოლოდინი
image


თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, „სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე“ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი მე­გა­შოუ „ვო­ი­სი“ და­ი­წყო. მა­ყუ­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სი, გარ­და შოუს ინ­ტრი­გი­სა, ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბამ მი­იქ­ცია, სტე­ფა­ნე­სა და სა­ლი­ოს გარ­და მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტში წლე­ბის შემ­დეგ ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი ჟი­უ­რის ამ­პლუ­ა­ში დაბ­რუნ­და, ნიაზ დი­ა­სა­მი­ძის გა­მო­ჩე­ნა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან მუ­სი­კო­სი აქამ­დე არ­ცერ­თი კონ­კურ­სის ჟი­უ­რი­ში არ ყო­ფი­ლა.


ლი­ცენ­ზი­რე­ბულ შოუს, ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარ­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლი­დე­რი კომ­პა­ნია „ნოვა პრო­დაქ­შე­ნი“ „პირ­ველ არხთან“ ერ­თად ამ­ზა­დებს.


17 აპ­რილს შოუს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი იწყე­ბა. ბრმა კას­ტინ­გი­სა და რიგ­ნის შემ­დეგ მწვრთნე­ლე­ბი უკვე მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად გა­და­წყვე­ტენ კონ­კურ­სან­ტე­ბის ბედს.



რო­გო­რია მათი მო­ლო­დი­ნი, რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს, ამის შე­სა­ხებ მე­გა­შო­უს ოთხი­ მენ­ტორი გვესა­უბ­რება.


სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი:


- მე­ო­თხედ ვარ „ვო­ი­სის“ მწვრთნე­ლი, ასე­ვე, არა­ერ­თი პრო­ექ­ტის ჟი­უ­რი­ში ვყო­ფილ­ვარ: „ნი­ჭი­ე­რი“, „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“... ამ შემ­თხვე­ვა­ში გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ ფორ­მა­ტია სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ზი­ხარ ზურ­გით, ვერ ხე­დავ რა ხდე­ბა შენ უკან. ასე­ვე, დრა­მა­ტუ­ლია რინ­გე­ბი, რაც მწვრთნე­ლის­თვის საკ­მა­ოდ მძი­მეა. ცდი­ლობ, მო­ნა­წი­ლე­ებს არ და­უ­ახ­ლოვ­დე, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, გა­მო­უც­დე­ლე­ბი, თვა­ლებ­ში უყუ­რებ და გიყ­ვარ­დე­ბი­ან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ პრო­ექ­ტში სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კე­თე­სო ლაივ-ბენ­დი ზის. ეს ბი­ჭე­ბი გე­ნი­ო­სე­ბი არი­ან.


image


- რო­გორც ვი­ცით, ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლი ხართ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში.


- დიახ, ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, რომ ბავ­შვებს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ციო, ეს პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია. რო­დე­საც რე­პერ­ტუ­არს ვარ­ჩევ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის, პირ­ველ რიგ­ში, მათ­გან გა­მოვ­დი­ვარ, მაგ­რამ არის ხოლ­მე შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თა­ვად ითხო­ვენ კონ­რე­კტულ სიმ­ღე­რას. თუ ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ან უკვე გა­და­ღე­ჭი­ლია, უარს ვე­უბ­ნე­ბი.


- ჟი­უ­რის სხვა წევ­რებ­ზე რას გვე­ტყვით...


- მე და ნიკა მე­მა­ნიშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ვართ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ნი­აზს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ. მიყ­ვარს რო­გორც ადა­მი­ა­ნი და მუ­სი­კო­სი. სა­ლი­ოს­თა­ნაც ვმე­გობ­რობ, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, მა­გა­რი ვინ­მეა, მომ­წონს მისი მუ­სი­კა. შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ ერ­თმა­ნეთ­თან, არ გვაქვს კონ­კუ­რენ­ცი­ის მო­მენ­ტი. მუ­სი­კა­ლუ­რა­დაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ.


ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ პან­დე­მი­ის დროს მო­მე­ცა მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და ასე­ვე, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, რომ პრო­ექტს აკე­თებ­და „ნოვა პრო­დაქ­შე­ნი“, რო­მელ­თა­ნაც წლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს პრო­ექ­ტებ­ზე: „იქს ფაქ­ტო­რი“, „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი“, „ნი­ჭი­ე­რი...“


სა­ლიო:


- მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის ჟი­უ­რი­ში მე­ო­რედ ვარ. პირ­ვე­ლად „რუს­თა­ვი 2“-ზე მუ­სი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მა „დიდი სცე­ნა­ში“ ვი­ყა­ვი და კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა და­ვაგ­რო­ვე. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და „ვო­ის­ში“ რომ და­მი­ძა­ხეს. დიდი პრო­ექ­ტია, თან ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და მა­გა­რი ბავ­შვე­ბი მო­ვიდ­ნენ.


image


მუ­სი­კო­სე­ბის­თვის ძნე­ლია დღე­ვან­დე­ლო­ბა, ვის­თვი­საც ცხოვ­რე­ბა გა­ი­ყი­ნა. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და სცე­ნა და მუ­სი­კა. პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ვუ­თხა­რი კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მაშ „მა­რი­ო­ში“ მა­რიო რომ სი­ცო­ცხლის ხეს იპო­ვის და შემ­დეგ ტურ­ში გა­და­დის ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ-თქო. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ ასე­ვე ჟი­უ­რის წევ­რე­ბით. უდი­დე­სი მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან, ყვე­ლა გა­და­ღე­ბა და რე­პე­ტი­ცია მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია.


- პრო­ექ­ტის ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე რა არის, თქვენ­თვის რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რის­თვის?


- სწო­რად შე­არ­ჩიო სიმ­ღე­რა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჩვენ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. ძა­ლი­ან დიდი ფიქ­რი უნდა ამ ყვე­ლა­ფერს. ხში­რად ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, მი­მი­ცია სიმ­ღე­რა მო­ნა­წი­ლის­თვის და არ მო­ერ­გო, მერე თა­ვი­დან მი­წევს ყვე­ლა­ფის და­წყე­ბა. ვცდი­ლობ თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა გა­ვაჟ­ღე­რო და ისიც, რაც ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბია.


- ლა­ივ­კონ­ცერტს გარ­კვე­უ­ლი ნერ­ვი­უ­ლო­ბა ახ­ლავს...


- ერთი სული მაქვს, რო­დის იქ­ნე­ბა კონ­ცერ­ტი. მჯე­რა, რომ კარ­გად წარ­მო­ა­ჩე­ნენ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თავს. რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე კარ­გად მღე­რი­ან და მზად არი­ან აჩ­ვე­ნონ ის ხა­რის­ხი, რაც „ვო­ისს“ სჭირ­დე­ბა. მი­ხა­რია, რომ ჩემი და სტე­ფა­ნეს ბავ­შვე­ბის ნამ­ღე­რი „გლო­ბალ ჩარ­ტებ­ში“ მოხ­ვდა.


ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი:


- სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორც კი ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­ვე­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი გა­ვი­და, იმ დღი­დან ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. გარ­კვე­უ­ლი წლე­ბის შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად ვთქვი უარი. გა­ვი­და წლე­ბი და ისევ დავ­ბრუნ­დი. ალ­ბათ პან­დე­მი­ის გამო გა­მო­მიჩ­ნდა მეტი დრო... მე თა­ვად ასე ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი „ვო­ი­სის“ ფორ­მა­ტის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს და რო­დე­საც დავ­თან­ხმდი, მე­გო­ნა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჟი­უ­რის წევ­რი ვიქ­ნე­ბო­დი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნია და პირ­ვე­ლი, შენ ხარ პე­და­გო­გი, პრო­დი­უ­სე­რი და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლია პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ში; იღებ მძაფრ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს შე­ნი­ვე მომ­ზა­დე­ბულ მუ­სი­კა­ლურ ნომ­რებ­ზე, ეს ემო­ცი­უ­რად უმ­ძი­მე­სი იყო დუ­ე­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას. რომ არ მქო­ნო­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელი მო­წე­რი­ლი, შე­იძ­ლე­ბა წავ­სუ­ლი­ყა­ვი პრო­ექ­ტი­დან...


- სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იც­ნობს ისეთ ნი­კო­ლოზ რაჭ­ველს, რო­მელ­საც ხის­ტი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია...


- დიახ, ძნე­ლია და დის­კომ­ფორ­ტია ეს ჩემ­თვის, მაგ­რამ მამ­ხნე­ვე­ნე­ბენ ჩემი კო­ლე­გე­ბი და ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს, მაგ­რამ გან­ვიც­დი, რომ ასე­თი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდი.


- რო­დე­საც და­გი­ძა­ხეს ჟი­უ­რი­ში, ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ო­ბა ვინ იქ­ნე­ბოდ­ნენ სხვა წევ­რე­ბი?


- რა თქმა უნდა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა დიდ­წი­ლად ამ ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კუ­რენ­ცი­ას, ეს შეგ­რძნე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ მაქვს. მა­თაც ისე­ვე ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, რო­გორც სა­კუ­თარ თავს. ალ­ბათ ფი­ნა­ლის­კენ, რო­დე­საც ერთი იქ­ნე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, გა­მარ­ჯვე­ბის აზარ­ტი გაჩ­ნდე­ბა.


- პან­დე­მია, შე­ზღუდ­ვე­ბი, მუ­შა­ო­ბი­სას ხელს არ გიშ­ლით? - ვი­ცით, რომ დიდ დროს ატა­რებთ მო­ნა­წი­ლე­ებ­თან...


- ძლა­ი­ან მიყ­ვარს ჩა­ხუ­ტე­ბა. ამი­ტომ, ჩემს ბავ­შვებ­საც ვე­ხუ­ტე­ბი, სით­ბოს ვუ­ზი­ა­რებ და მათ­გა­ნაც იგი­ვეს ვი­ღებ. ამი­ტომ, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია არ გა­მომ­დის. ღმერ­თმა და­მი­ფა­რა და ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­ვურ­ჩი კო­რო­ნა­ვირუსს.


ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე:


- თქვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად გხე­დავთ ჟი­უ­რი­ში, რო­გორ და­გი­თან­ხმეს?


- პან­დე­მი­ამ და­მი­თან­ხმა... თუ სი­მარ­თლე გა­ინ­ტე­რე­სებთ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ შემ­დეგ იქ ყოფ­ნა სა­ინ­ტე­რე­სო არ აღ­მოჩ­ნდა. ახალ­გაზ­რდა ხალ­ხი გა­ვი­ცა­ნი, მათ­თან მუ­შა­ო­ბა სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა.


image


- ბოლო წლე­ბია, კა­ხეთ­ში ატა­რებთ დიდ დროს, კონ­კურ­სის გამო, ახლა თბი­ლის­ში გი­წევთ ყოფ­ნა...


- კი, ასე გა­მო­ვი­და, რომ ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ. „ვო­ის­ში“ რომ მივ­დი­ო­დი, არ ვი­ცო­დი სად მივ­დი­ო­დი და რე­ა­ლუ­რად, აღ­მოჩ­ნდა, რომ ბევ­რი სა­მუ­შა­ოა. რო­გორც უკვე გი­თხა­რით, კარ­გი ხალ­ხი გა­ვი­ცა­ნი და ერ­თად ვმუ­შა­ობთ.


- რო­გო­რი მო­ლო­დი­ნი გაქვს, 17 აპ­რილს პირ­ვე­ლი ლა­ივ­კონ­ცერ­ტი იქ­ნე­ბა...


- ამ პრო­ექ­ტის ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი მო­მენ­ტია მო­ნა­წი­ლის გაშ­ვე­ბა. მუ­სი­კი­დან ეს ყვე­ლა­ზე შორს არის, უფრო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტირ­გაა, სა­დაც შენც გი­წევს ყოფ­ნა, იმი­ტომ, რომ ამ პრო­ექ­ტში ხარ.


- თქვე­ნი შერ­ჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან თუ გიგ­რძვნი­ათ ერ­თგვა­რი რიდი, რაც თქვე­ნი რო­გორც მუ­სი­კო­სის იმი­ჯი­დან მო­დის...


- ჩემ თავ­ზე ბევ­რს ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ, მა­პა­ტი­ეთ, არ მიყ­ვარს. „ვო­ის­ში“ მი­ვე­დი და ვმუ­შა­ობ, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი წინ არის. ახლა ლა­ივ­ზე გა­და­ვე­დით და უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, მე მუ­სი­კა­შიც ლა­ი­ვი მიყ­ვარს და იმე­დი მაქვს აქაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.



1
83
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
83
  
2021, 17 აპრილი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1