x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
5 ყველაზე მდიდარი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში
image


ამერიკული Forbes ერთერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ფინანსურ ეკონომიკური ჟურნალია.


ჟურნალი ყოველწლიურად მდიდარი ადამიანების სიას ანახლებს, თუმცა საინტერესოა კაცობრიობის ისტორიაში რა ქონებას ფლობდნენ ყველაზე შეძლებული ადამიანები.


მაშ ასე თქვენს წინაშეა ისტორიაში ყველაზე მდიდარი 5 ადამიანი:



5 ადგილი - მანსა მუსა (415 მილიარდი დოლარი)



image



მანსა მუსა მალის იმპერიის ყველაზე ცნობილი მმართველი გახლდათ. მანსა მუსა ქვეყანას 1312/1337 წლებში განაგებდა. მისი მმართველობის პერიოდი მალის იმპერიის ოქროს ხანადაა მიჩნეული.


4 ადგილი - მეფე სოლომონი (2.2 ტრილიონი დოლარი)



image



ბიბლიური პერსონაჟი, მეფე, რომელიც უმდიდრესი ადამიანი იყო. სოლომონის ძირითად შემოსავალს ოქრო წარმოადგენდა, რომელსაც ის ძღვენის სახით იღებდა.


3 ადგილი - ოქტავიან ავგუსტუსი (4.6 ტრილიონი დოლარი)



image



ოქტავიანე რომის იმპერიის დამაარსებელი და მისი პირველი იმპერატორი გახლდათ. ავგუსტუსი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი მმართველობა ძვ.წ. 27-დან ახ.წ.14 წლამდე. გაურკვეველია მისი გარდაცვალება, 2 ვარიანტია, ან ბუნებრივი სიკვდილი, ან მოწამვლა (სავარაუდოდ მეუღლემ).


2 ადგილი - იმპერატორი შენცონგი (30 ტრილიონი დოლარი)



image


ჩინელი იმპერატორი შენცონგი გამოირჩეოდა სიკეთითა და რეფორმებით. იმპერატორი მე-11 საუკუნეში გარდაიცვალა, მის დროს იმპერია კი მსოფლიო შიდა პროდუქტის 25-30% აწარმოებდა.


1 ადგილი - ჩინგის ხანი (100 ტრილიონი დოლარი)



image



მონღოლი მმართველი, რომელმაც თავისი დაქუცმაცებული ქვეყანა გააერთიანა და როგორც ექსპერტები ამბობენ, მისი იმპერია მსოფლიოს ისტორიაში ერთერთი ყველაზე დიდი გახლდათ. მის ქონებას კი სწორედ მიწები შეადგენდნენ, რომლის საფასურიც 100 ტრილიონი დოლარი გახლდათ. ჩინგის ხანი მე-13 საუკუნეში გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი დიდებული იმპერია ჩაიფერფლა.


0
132
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0