x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მკერდი უცბად გამეზარდა, სქელი უკანალი კი ყოველთვის მქონდა - აღიარა ოლიმპიურმა ჩემპიონმა

image

მხატვრულ ტანვარჯიშსა და საგნით ჯგუფურ ვარჯიშში 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა კაროლინა სევასტიანოვამ ინტერვიუში აღიარა, რომ სქელუკანალიანს უწოდებდნენ.

"მე გოგონებიდან ერთ-ერთი იშვიათთაგანი ვიყავი, ვინც "სასწორთან" რეალურად არ მეგობრობდა. ამის გამო ყოველთვის სტრესი მქონდა ბავშვობიდან. ტანვარჯიშისთვის მთლად შესაფერისი არ ვარ. მე მკერდიც მალე გამეზარდა და უკანალიც ყოველთვის სქელი მქონდა.

ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი საშინლად რთულად გამომდიოდა, მაგრამ ყოველთვის ეს სტრესი იყო, ხელები მიკანკალებდა. ხშირად მიყვიროდნენ, ვარჯიშიდან მაგდებდნენ, მლანძღავდნენ... მწვრთნელი რა მეთოდებს არ იგონებდა, რათა წონაში არ მომემატა. თან გარდამავალ ასაკში ვიყავი, ყველა გოგონა კი ამ ასაკში წონაში იმატებს და ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ამას ანგარიშს არავინ უწევდა.

ტანვარჯიშის სკოლაში სახლთან ახლოს შემიყვანეს, ერთი თვის შემდეგ კი გამომრიცხეს. როგორც აღმოჩნდა, სპორტის ამ სახეობისთვის შესაფერისი არ ვიყავი. მსუქანა ვიყავი. დედა ფიქრობდა, რომ კარგი ბავშვი ჩასუქებული უნდა ყოფილიყო. ბევრს მაჭმევდა და როდესაც გამრიცხეს, გული დაწყდა.

მერე დედამ იქ შემიყვანა, სადაც ფულის გამო აბსოლუტურად ყველას იღებდნენ. რომელიღაც შეჯიბრებაზე დედა მიხვდა, რომ ვერ ვქაჩავდი. დაინახა, იქ გოგონები მაღლები და ტანწერწეტები იყვნენ... მწვრთნელმა ხელი ჩაიქნია და დედას უთხრა: "ასეთ მსუქანთან და სქელუკანალიანთან დროს არ დავკარგავ. ჩემი დონე არ არის". ამის შემდეგ დედას იდეა-ფიქსი გაუჩნდა, რომ გამხდარი, მაღალი და ლამაზი უნდა გავმხდარიყავი, კარგი ტერფებით, გაშლილი. ყველაფერი ასე დაიწყო", - გაიხსენა თავისი ისტორია ოლიმპიურმა ჩემპიონმა RGcenter No1-ის "იუთუბის" არხზე
0
198
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0