x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბესო ზანგურს ძალადობაში სდებენ ბრალს

image
როგორც, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა განაცხადა, ადრე როდესაც ქალს ქმარი დატოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდნენ, დღეს კიდე ამას ვერ ბედავენ, რამეთუ დემოკრატიულობაში არ ჩაუთვალონ. ეს ფრაზა მან, მსახიობ ბესო ზანგურის მისამართით გაჟღერებული ბრალდების საპასუხოდ დადო, მისი თქმით ქალები შემდეგ, იმ ფულით რომელსაც ასეთ საქმეებს ახმარენ, მაკიაჟისთვის პარფიუმერიას ყიდულობენ.

ბესო ზანგურს, ბრალს ყოფილი ცოლის ძალადობაში სდებენ. მსახიობი ნინუცა მაყაშვილი ყვება, რომ კაცი მასზე სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის პერიოდში.

"არ მახსოვს, პირველად რა მიზეზი იყო, უბრალოდ იმდენად შოკირებული ვიყავი... ძალიან რთულია ამ ყველაფერზე, მიუხედავად 11 წლის მერე, ლაპარაკი. არ მახსოვს, რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. ძალიან [მცემა]. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ბოდიშების და საჩუქრების რიგი კორიანტელი, რომელიც მე, რა თქმა უნდა, არაფერში აღარ მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, ზოგადად ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი მომენტი და სწორი დრო. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მემარტივება ამაზე საუბარი, ვიდრე მაშინ", - ამბობს მსახიობი.


0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0