x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
DOTA 2 Storm Spirit - გმირის ისტორია
image

დანარჩენი სამყაროსგან მოწყვეტილ ადგილზე მდებარეობს პლატო, პირდაპირ გოდების მთების უკან. სწორედ ამ ადგილას ცხოვრობს მხიარული, გონიერი, მოხერხებული და სიცოცხლით სავსე ხალხი. ისინი ძირითადად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი, სხვადასხვა მცენარეებისა და ბოსტნეულის მოშენებით ირჩენენ თავს. ამ ადგილებში ყოველთვის კარგი კლიმატი იყო. დილის მზეს მათთვის მოჰქონდა სიხარული, ხოლო საღამოს წვიმებს - მოსავალი.

თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა და დადგა ჟამი, ქვეყანის უბედურებისა. დაწყო გვალვა და წვიმის ერთი წვეთიც კი სანატრელი გახდა. მთელი მოსავალი გახმა და ამის გამო მაცხოვრებლები შიმშილისაგან. მთის მაცხოვრებლები სასოწარკვეთას მიეცნენ.

ყველასთვის ცნობილი იყო ერთი ელემენტალისტი სახელად სანდერკეგი. მას სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო სოფლისთვის ძველი სიდიადისა და კეთილდღეობის დაბრუნება.



Thunderkeg- მა მრავალი შელოცვა გამოიყენა წვიმის მოსაყვანად, მაგრამ მისი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მხოლოდ ერთი შანსი დარჩა და ეს იყო - აკრძალული შელოცვის გამოყენება, რომელიც გამოიწვევდა ქარიშხლის სულის მოხმობას, სახელად რაიჯინი. მხოლოდ მას შეეძლო დასახლებისთვის დიდების და კეთილდღეობის დაბრუნება. დადგა ბნელი ღამე, Thunderkeg დაელოდა, სანამ ყველა დაიძინებდა, და შემდეგ შეიპარა ტაძარში რომელშიც ინახებოდა აკრძალული შელოცვის გრაგნილი. მისი ხელში ჩაგდებისთანავე მან გახსნა გრაგნილი და კითხვა დაიწყო. მოულოდნელად ტაძარში შემოიჭრა ელვა, დაუბერა ძლიერმა ქარმა და ცოტა ხანში თავად რაიჯინიც გამოჩნდა - ქარიშხლის სული. სანდერკეგმა სთხოვა რაიჯინს სოფლის დახმარება, მაგრამ რაიჯინი განრისხდა, რომ ასეთი წვრილმანების გამო გამოიძახეს და გადაწყვიტა მთელი სოფელი დაესაჯა.


ტაძრის კარები გაანგრია, გაფრინდა და დაიწყო სოფლის განადგურება. მან მონაცვლეობით მოუვლინა სოფელს წყალდიდობა და ქარიშხალი. ქარიშხალმა სახლები მიწასთან გაასწორა, ხოლო ტონებით წყალმა მოსახლეობა წალეკა.

სანდერკეგს რაღაც უნდა ეღონა, გადაწყვიტა თავი შეეწირა სოფლისათვის. ბავშვობაში მასწავლებელმა უამბო საიდუმლო დალუქვის შელოცვის შესახებ, რომელიც გამოადგებოდა, მაგრამ ეს მომაკვდინებელი იქნებოდა მისთვის.

სანდერკეგმა დაიწყო დალუქვის შსელოცვის წარმოთქმა, ცდილობდა სიტყვასიტყვით გაეხსენებინა, გულოდგინედ ეძებდა ფრაზებს მეხსიერების კუთხე-კუნჭულებში.


ყველაფერი დაწყნარდა. რაიჯინმა მოულოდნელად დაიწყო ძალების დაკარგვა. იგი მიხვდა, რომ ყოველივე ეს, სწორედ ამ დაწყევლილი ელემენტალისტის ბრალი იყო, ამიტომ გადაწყვიტა მისი მოკვლა. დიდი სისწრაფით გაექანა სანდერკეგისაკენ, უკან კი ელექტრო ბილიკი დატოვა. თვალის მომჭრელმა ნათებამ წამიერად მოიცვა მაცხოვრებლები და იმ ადგილას, სადაც სანდერკეგი იდგა, ყველამ დაინახა ადამიანის სილუეტი, რომელიც ანათებდა სხვადასხვა მიმართულებით. წამის შემდეგ ის უბრალოდ გაფრინდა.


ჭორების თანახმად, რაიჯინის საკუთარ თავში დაპატიმრების მცდელობის შემდეგ, სანდერკეგი მასთან გაერთიანდა ერთ სხეულში. უზარმაზარი ღვთიური ძალა და ბოროტი ხასიათი ქმნიდა ახალ არსებას - Storm Spirit. ორი განსხვავებული პიროვნება ერთ სხეულში შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს. შეიტყვეს რა, მიმდინარეობდა უძველესი დიდებული ომი, ისინი უმალვე იქ გაეშურნენ საკუთარი ძალების გამოსავლენად.


გამომდინარე იქიდან რომ წინა ვიდეოს პირველი კომენტარის ავტორის თხოვნა იყო შტორმი, ეს ვიდეო სწორედ შტორმზეა, შემდეგ ვიდეოში მოგითხრობთ მომდევნო კომენტარის ავტორის სასურველი გმირის ისტორიას.



0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0