x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
10 გიჟური სწავლება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არმიაში გამოიყენება

ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვრების უსაფრთხოებასა და მთლიანობას მოგეხსენებათ რომ უზრუნველყოფს - ჯარი, და რაც უფრო ძლიერი და მომაკვდინებელია ის, მით უკეთესი. ზოგიერთ სახელმწიფოში სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შოკისმომგვრელი და სრულიად წარმოუდგენელი წვრთნების მეთოდები გამოიყენება. მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 ქვეყნის ტრადიციულ სამხედრო სწავლებას, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ.




თამაში "კარტოფილი" ნამდვილი ხელყუმბარებით (ჩინეთი)


image


მოგეხსენებათ, აღმოსავლეთი რამდენად - ფაქიზი თემაა, მაშინაც კი, როდესაც საქმე არმიის სამხედრო წვრთნებს ეხება, რომელიც ბრძანების შესრულების სიზუსტისა და გამბედაობის გამომუშავებისკენ არის მიმართული, რაც ნებისმიერი ბრძოლის დროს გამოსადეგარია. სწავლების დროს, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცები ვალდებულები არიან "ცხელი კარტოფილის" თამაშის სასიკვდილო ვარიაციას - ერთმანეთისთვის ნამდვილი საბრძოლო ყუმბარების გადაგდების ტექნიკას დაეუფლონ.



გულმკერდში სროლა (რუსული სპეცსამსახურები)


image


მსგავსი ვარჯიშები (ერთმანეთისთვის გულმკერდში სროლა ბუნებრივია, ტყვიაგაუმტარი ჟილეტების გამოყენებით) რუსეთის სპეცსამსახურებში სპეციალური სასწავლო კურსის ნაწილს წარმოადგენს. ეს სწავლებები სწორედ იმისთვის ტარდება, რომ სამხედროებმა ტყვიის მოხვედრის პანიკური შიში დაძლიონ. ტყვიაგაუმტარი ჟილეტის არსებობის მიუხედავად, ზოგჯერ ჯარისკაცები ჭრილობებს მაინც იღებენ, თუმცა მიუხედავად იმისა, იქნა თუ არა ჯარისკაცი დაჭრილი, ტყვიის მოხვედრის შემდეგ მან დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს მტრის ცეცხლს და სიმშვიდე შეინარჩუნოს.



ცეცხლმოკიდებულ რგოლებში ხტუნვა (ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია)

image


ფოტოზე აღბეჭდილი ჯარისკაცი ცეცხლმოკიდებულ რგოლში ხტება. ის ჩვეულებრივ სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი, რომელიც შაშხანით არის შეიარაღებული. წვრთნის მიზანი: ჯარისკაცმა რეალურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილების მსგავსად სწავლების დროსაც იგივე ემოცია უნდა განიცადოს და ადრენალინის მოზღვავება.





წყალქვეშა სწავლება ("ზღვის ლომები" - აშშ-ის საზღვაო ძალების ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფი)


image


აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ტაქტიკური ქვედანაყოფის - "SEAL"- ის სწავლების დროს, ჯარისკაცებს ასწავლიან, რომ არც ერთ სიტუაციაში წყლის არ უნდა შეეშინდეთ. მათ უკრავენ ხელებსა და ფეხებს და ასე აიძულებენ აუზის ფსკერზე ჩასვლას და შემდეგ ისევ უკან ამოსვლას, აუზის გასწვრივ ისე ცურვას, რომ ფსკერს არ შეეხონ, წყლის ქვეშ ნახტომის გაკეთებას და სხვა. სწავლებას ის ფაქტიც ართულებს, რომ ინსტრუქტორები დროდადრო წვრთნების მონაწილეებს თავს "ესხმიან" და საბრძოლო პირობების იმიტირებით მათ დახრჩობას ცდილობენ.





თავით აგურების ტეხვა (სამხრეთ კორეელი და ჩინელი ჯარისკაცები)



image


ჩინელმა სამხედროებმა თავი აქაც გამოიჩინეს, მათ სახელი იმით გაითქვეს, რომ ისინი ზურგით ბამბუკის ჯოხებს ტეხავენ, თავებით კი - აგურებს, თუ ჯარებს სანახაობრიობის თვალსაზრისით შევადარებთ, მაშინ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია მართლაც რომ უძლეველი იქნებოდა.




კობრას სისხლის საკვებში გამოყენება (ამერიკელი საზღვაო ქვეითები)


image


ის დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, როდესაც ჯარისკაცი სხეულის გასახურებლად აზიდვებს რამდენჯერმე აკეთებდა და საბრძოლველად ასე მიდიოდა. ამერიკელი საზღვაო ქვეითები დღეს უკვე კობრას სისხლს სვამენ და ქათმებს თავებს კბილებით აძრობენ - რაც მათი სწავლების ნაწილს წარმოადგენს. ამის ნახვა 2014 წელს "Cobra Gold"– ის 11 – დღიანი წვრთნის დროს იქნა შესაძლებელი, რომელშიც დაახლოებით 13000 ტაილანდელი, ამერიკელი, სინგაპურელი, ინდონეზიელი, იაპონელი, სამხრეთ კორეელი და მალაიზიელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. მომზადება ტაილანდის პროვინცია ჩონბურში ტარდებოდა.






ბალანსის შენარჩუნება ცეცხლზე (ბელორუსი, ბორდოსფერი ბერეტები)


image


ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ძალების სამხედრო მოსამსახურეები უდავოდ "მაგარი" ბიჭები არიან, რომლებსაც ელიტური განყოფილების რიგებში მოსახვედრად არაერთი, რთული გამოწვევის გადალახვა უწევთ.





ცათამბჯენებზე ცოცვა და იქიდან ხტომა (ისრაელის თავდაცვის ძალები)


image


თუკი ტერორისტები ოდესმე შეეცდებიან თელ - ავივის ცათამბჯენებიდან მძევლების აყვანას, ისინი ვერც კი წარმოიდგენენ რომ სამხედროები მათ დასახსნელად პირდაპირ ფანჯრებიდან შეიჭრებიან. სწორედ ასეთი სწავლება ტარდება ისრაელის თავდაცვის ძალების ანტიტერორისტულ ქვედანაყოფში. დამზღვევ თოკზე მყოფი ჯარისკაცები თელ-ავივის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობიდან ხტებიან და კედლებით ქვემოთ ეშვებიან.




მარჯნებსა და კლდეებზე ცოცვა (ტაივანის საზღვაო ქვეითები)


image


"გზა სამოთხეში" - გახლავთ ცხრაკვირიანი ინტენსიური საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის სასწავლო პროგრამა ტაივანში, რომლის ფარგლებშიც ჯარისკაცებს შიშველი ტორსითა და ხელების დახმარების გარეშე მარჯნებსა და კლდეებზე 50 მეტრიანი ბილიკის ცოცვით გავლა ევალებათ.





ცხენებით კვამლში ჯირითი


image


ჯარისკაცები ხშირად ითხოვენ რომ ისინი ცხოველებთან ერთად გაწვრთნან. ფოტოზე ნაჩვენებია, ჰოლანდიის ღირსების სამეფო გვარდიის მებრძოლები ცხენებით კვამლში როგორ ჯირითობენ.






0
261
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
261