x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
სიმართლე ბერმუდის სამკუთხედზე! მისტიკა? ანომალია? არცერთი
image

2014 წლის 8 მარტს კოალა-ლუმპურის აეროპორტიდან პეკინის მიმართულებით ბოინგ 777, რეისით MH370 გაფრინდა. თითქოს არაფერი უცნაური, მზიანი დღე, მოწმენდილი ცა, ტექნიკურად გამართული თვითმფრინავი, მაგრამ ბოინგი რადარიდან მალევე გაქრა, ხოლო 5 საათის შემდეგ მალაიზიის მთავრობამ ის დაკარგულად გამოაცხადა. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ თვითმფრინავის მოძებნა ვერ მოხერხდა, ერთერთი მოსაზრების თანახმად პილოტებს მიმართულების განზრახ შეცვლა მოუწიათ და ისინი რადარიდან გაქრობის შემდეგ კიდევ 5 საათის განმავლობაში მიფრინავდნენ.

გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მალაიზიის მთავრობა განაცხადა, რომ ბოინგი ავსტრალიის სანაპიროებთან ჩამოვარდა, უფრო მეტიც, მათ დამტვრეული თვითმფრინავის ნაწილები იპოვეს, მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ დღემდე ვერ დასტურდება იყო თუ არა ეს MH370 რეისის თვითმფრინავის ნაწილები.

image


ამ საშინელ ფაქტთან დაკავშირებით უამრავი თეორია გამოითქვა და სავარაუდოდ დღესაც მიმდინარეობს დავა იმის შესახებ, თუ რამოხდა სინამდვილეში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დროთა განმავლობაში ამ ამბავმა აქტუალურობა დაკარგა და მეტ-ნაკლებად მასზე საუბარიც მიწყნარდა.

1979 წელს, ბოინგი 707-379, რომელიც ტოკიოდან რიოში მიფრინავდა, აფრენიდან ნახევარ საათში რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავის ბორტზე 1.2 მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუში, საბოლოოდ, ეკიპაჟის წევრები და თვითონ თვითმფრინავი აღარავის უნახავს.

image

ეს მხოლოდ ორი შემთხვევაა, თუმცა რეალურად რადარიდან გამქრალი თვითმფრინავის ისტორიები ხშირია, მითუმეტეს რაც ცნობილია. ალბათ საინტერესოა ორივე თვითმფრინავის ნამდვილი ბედი, მაგრამ რატომღაც ისინი დროთა განმავლობაში აქტუალობას კარგავენ, აქედან გამომდინარე ლოგიკური კითხვაა, თუ ხდება ასეთი მძიმე შემთხვევები, სადაც უდანაშაულო ხალხი თვითმფრინავში ყოფნისას კვდება, რადარიდან გაუჩინარებული თვითმფრინავები, უამრავი ამოუცნობი ფაქტი, თუ ისტორია, მაშინ რატომ დაფრინავენ დღემდე ბერმუდის სამკუთხედის თავზე თვითმფრინავები? და რატომ არ არიდებენ ამ ტერიტორიას თავს? ან სულაც რატომ კარგავს ეს თემები აქტუალურობას?

ვფიქრობ, პასუხი ერთია, ამ ისტორიას აკლია მისტიკა, რადგან საჭიროა შეალამაზო ყველანაირი ისტორია, ჩაამატო რაღაც ამოუცნობი, რაც ხალხის გონებაში შეიჭრება და უკან აღარასდროს გამოვა.

image

რეალურად დიდი ხანია რაც ფლორიდის, პუერტო რიკოსა და ბერმუდის კუნძულებს შორის რაღაც მისტიკა არსებობს, სადაც გემები და თვითმფრინავები ქრებიან, ხოლო შემდეგ თუ რომელიმე მათგანს აღმოაჩენენ, აბსოლუტურად ცარიელი ხდება. ამ ადგილმა სახელი იმდენად მოიხვეჭა, რომ ზოგიერთი ბერმუდის სამკუთხედს "ჯოჯოხეთის კარიბჭესაც" უწოდებს.

image

პირველი ცნობები ბერმუდის სამკუთხედის შესახებ ჯერ კიდე მე-18 საუკუნის ბოლოდან გვხვდება, მაშინ, როდესაც ამ ტერიტორიიდან გემი გაქრა, შემდეგ ისტორიები სულ უფრო და უფრო საშიში და შემზარავი გახდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამკუთხედის ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ უცნობია.

ამ ფენომენის ახსნა რამდენიმე მეცნიურული მოსაზრებით შეიძლება. ერთერთი მათგანი "მკვლელი ტალღები" გახლავთ.

საინტერესოა, რა არის "მკვლელი ტალღა"?

image

ეს არის სპონტანური მოვლენა, მას არც მიწისძვრა, არც ვულკანი და არც შტორმი არ სჭირდება. შეიძლება მოწმენდილ ცაზე, წყნარ ზღვაზე 25-30 მეტრის სიმაღლის ტალღა ამოვიდეს, რომელიც ირგვლივ ყველას და ყველაფერს გაანადგურებს.

როგორ წარმოიქმნება ეს ტალღა?

ასეთი ტალღა წყლის შემადგენლობის გამო შეიძლება წარმოიქმნება, მის ზედა ფენაში ჟანგბადი მეტია, შესაბამისად, მეტია ელექტროობა, ხოლო ქვედა ფენაში მეთანისა და მარგანეცის დიდი კონცენტრაციაა, ეს უკანასკნელი ორი კი რეაქციაში შესაძლოა მეხის დაცემის შედეგად შევიდეს და წყლის უზარმაზარი ფენა ამოათავისუფლოს.

თუმცა საინტერესოა, რომ ასეთი ტალღა ბერმუდის სამკუთხედისგან შორს, ნორვეგიაშიც კი დაფიქსირებულა, მაგრამ როგორც აღვნიშნე გემთან ერთად თვითმფრინავებიც ქრება, ლოგიკურია ტალღა ბოინგს ვერ მიწვდება, თუმცა ამას მეთანი გააკეთებს.

საქმე იმაშია, რომ გარე ფაქტორების მეშვეობით მეთანი წყლის ზედაპირზე ამოდის და დიდ ბუშტებს აფრქვევს, ამიტომ წყალი და ჰაერი სიმკვრივეს კარგავს და მასზე გამავალი გემი, ნავი თუ თვითმფრინავი ზიანდება.

ამაზე დაყრდნობით თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "მკვლელ ტალღებთან" ერთად დაგროვილი მეთანის რაოდენიბაც კიდევ ერთი ფაქტორია, რამაც შეიძლება ტრაგედია გამოიწვიოს.

თუმცა სად მიდის ეს ხალხი, გიგანტური ტალღა ყველას ერთად ხომ ვერ წაიღებდა?

ეს ყველაფერი ზღვის ხმით აიხსნება, ე.წ. დაბალ სიხშირიანი ხმა, რომელიც შტორმის დროს წარმოიქმნება და შემდეგ ქარს ტალღების მეშვეობით საკმაოდ სწრაფად გადააქვს. ზღვის ხმის სიხშირე 7-20Hz-მდე მერყეობს, კი ვიცით, რომ ადამიანი 20Hz-იან ხმას ვერ გაიგებს, მაგრამ ეს ყველაფერი მის ფსიქიკაზე ზემოქმედებს, უფრო მეტიც, აპანიკებს მათ და თავგანწირვის მიზნით პირდაპირ გემიდან ხტებიან.

ეს ყველაფერი კი არამხოლოდ ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე, არამედ მთლიანად ოკენათის ნებისმიერ ნაწილში ხდება, უბრალოდ ბერმუდი არის ერთგვარი მაგისტრალი, სადაც ტრანსპორტი მოძრაობს და ყოველი მსგავსი შემთხვევა აღინიშნება.

image

მაგრამ ეს უკვე დამტკიცებული ფაქტია, რომ არიზონას ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ლორენს დევიდ კუშემ დეტალური აღწერა ჩაატარა, ყველა დაკარგული გემის ისტორია გადაამოწმა, ფაქტები, წიგნიც კი დაწერა ამის შესახებ.

image

საბოლოოდ, მისმა კვლევებმა ცხადყო, რომ ბერმუდის სამკუთხედში დაკარგულიტრანსპორტის რაოდენობა საკმაოდ გაზვიადებულია. მან გაანალიზა ყველა ისტორია და რამდენიმე მათგანის ამოხსნაც კი შეძლო. სხვათაშორის მის სიაში ისეთი გამოგონილი ისტორიებიც მოხვდა, რომელიც ამ ადგილს "ჯოჯოხეთის კარიბჭის" სახელს აძლევს.

აქედან გამომდინარე, ბერმუდის სამკუთხედი არ არის არანაირი მისტიკა და არც ანომალია, ეს უბრალოდ გაზვიადებული ისტორიების დიდი დასტაა, ხოლო რეალურად დაკარგული ტრანსპორტის ახსნა კი ასეა თუ ისე მაინც ხერხდება. უბრალოდ ფაქტი ერთია, ბერმუდის საზღვაო და საჰაერო მაგისტრალი ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა, "მიყრუებული" ოკეანის სივრცე.

0
286
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0