x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
წყლის ჭავლის მანქანა ქუთაისისკენ მიემართება

image
გუშინ, რიონის ხეობაში, მობილიზებულმა საპოლიციო ძალებმა, აქციის მონაწილეების კარვები, იძულების წესით აიღეს მიმდებარე ტერიტორიიდან, მიზეზად კი დაასახელეს, მდინარე რიონის მოსალოდნელი მატება და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, რიონის ხეობის მცველებს მოუწოდეს გადაინაცვლონ სხვა ტერიოტიაზე.

თუმცა, გაუგებარი იყო, რატომ არ შეუთანხმეს აღნიშნული საკითხი, აქციის მონაწილებს, მანამდე და რატომ არ გააფრთხილეს აღნიშნული ღონისძიების თაობაზე. ამიტომაც, ვერ მოხერხდა ვერც იქაური ხალხის დარწმუნება და ვერც სხვა თემაზე მოიძებნა კომპრომისი. დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ხალხმა მოითხოვა განემარტათ პოლიციის წარმომადგენლებს აღნიშნული ქმედების მართლზომიერების საკითხი, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

დღეს კიდე, როდესაც რიონის ხეობის დამცველები მივიდნენ დაშლილი კარვების ადგილას, იქ ტერიტორია დამუშავებული და დახნული დახვდათ, ეს კიდე ძალიან შეურაცხმყოფელი გახდა მათთვის და გადაწყვიტეს შეტევაზე გადასვლა.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეები ქუთაისისკენ მიდიან, ენკას ოფისისკენ, პარალელურად ჭყლის ჭავლის მანქანა მიემართება და დიდი ალბათობით გამოყენებული იქნა ძალა, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რაც ალბათ არცერთი მხარისთვის კარგათ არ დამთავრდება.

0
80
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0