x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
12 საინტერესო ფაქტი ცნობილი ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ

რა ჯობს ცუდ ამინდში სახლში მყუდროდ ჯდომას და კარგი ფილმის ნახვას? წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს სხვადასხვა ცნობილი ფილმებიდან, რომლებიც შესაძლოა ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ:


1. ჯეკ ბეღურას ქცევის მანერა და მიმიკები მსახიობმა ჯონი დეპმა ცნობილი მუსიკოსის და ასევე მეგობრის, კიტ რიჩარდსის შთაგონებით შექმნა. რატომღაც ივარაუდა, რომ მე-18-ე საუკუნის მეკობრეები როკ-ვარსკვლავებს ჰგავდნენ. ცნობისთვის, კიტ რიჩარდსმა ფილმის მესამე ნაწილში ჯეკის მამის როლიც კი შეასრულა.

imageimage


2. ფორსაჟის ქალ მსახიობებს, მიშელ როდრიგესს და ჯორდანა ბრიუსტერს გადაღებების დროს მართვის მოწმობაც არ ჰქონდათ აღებული.

image


3. “ასტრალის" სცენარისტმა ლი უონელმა ინტერვიუში ახსენა, რომ სცენარის დაწერისას მაგიდაზე ედო საუკეთესო საშინელებათა ჟაბრის ფილმების კლიშეები, რათა არ გაემეორებინა ისინი.

image


4. ფილმში “მარტო სახლში" კევინი უყურებს სცენას ფილმიდან “ანგელოზები ბინძური სულებით". სინამდვილეში ეს ფილმი არ არსებობს. სცენა კი სპეციალურად ამ საახალწლო კომედიისთვის გადაიღეს.

image


5. ფილმში “ბოროტების სავანე" ელისი თავის სახელს არ ახსენებს, ისევე როგორც სხვა გმირები არ ახსენებენ მას. მისი სახელი საბოლოოდ მხოლოდ ტიტრებიდან ირკვევა.

image


6. სიტყვა “მაფია" ფილმში “ნათლია" ნახსენები საერთოდ არაა. ასე ნამდვილმა მაფიის წევრებმა მოითხოვეს.

image


7. საშინელი ხმა ფილმიდან “უცხო", რომელსაც უცხოპლანეტელი გამოსცემს არის ნაზავი ჩხრიალა გველის სისინის, ბავშვის ტირილის და გოჭის ჭყიპინის.

image


8. რეკვიზიტორების ჯგუფმა 4 თვე მოანდომა მუსიკალური ფლეიერის «Sony Walkman» ის ძებნას ფილმისთვის “გალაქტიკის მცველები".

image


9. ლეონარდი დიკაპრიო ვეგეტერიანელია, მაგრამ ფილმის “გადარჩენილი"-ს დროს როლში იმდენად შეიჭრა, რომ სცენაში, სადაც გმირი ბიზონის უმ ღვიძლს ჭამს, მსახიობი ნამდვილ უმ ხორცს ჭამდა.

image


10. სტივენ სპილბერგი ფილმის “ყბები"-ს გადაღებების დროს მექანიკურ ზვიგენს დიდ თეთრ ნეხვს ეძახდა, რადგან მოწყობილობა გამუდმებით ფუჭდებოდა და ერთხელ, კინაღამ მისი სიცოცხლეც შეიწირა შემთხვევით.

image


11. ლეონის გადაღებების დროს სასაცილო შემთხვევა მოხდა. ერთი ქურდი მაღაზიის გაძარცვის შემდეგ გარბოდა და შეეჩეხა პოლიციელების ფორმაში გადაცმულ ჯგუფს, მსახიობებს, ხელები აწია და დანებდა მათ.

image


12. “ცოფიანი ძაღლები"-ს გადაღებების დროს ტიმ როტს იმდენად დიდხანს უწევდა ხელოვნურ სისხლზე წოლა, რომ სითხე ხმებოდა და მსახიობი ფაქტობრივად ზედ ეწებებოდა მას.

image


















1
139
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
139
  
2021, 12 აპრილი, 22:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1