x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508563
9 ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელზეც მეცნიერებას პასუხი დღემდე არ აქვს
ასეთ სწრაფად განვითარებად სამყაროში, სადაც მასკის წითელი ავტომობილი კოსმოსში დაფრინავს, მეცნიერებას უამრავ კითხვაზე პასუხი აქვს გასაცემი. ჩვენ მიჩვეულები ვართ იმ ფაქტს, რომ თუ რამე ჩვენთვის უცნობია, მეცნიერებამ ყველაფერი დანამდვილებით იცის.

image


წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს

1.რატომ აქვს ჟირაფს ასეთი გრძელი კისერი?
კითხვაზე მეცნიერებამ ჯერ კიდევ ვერ იპოვა პასუხი
image

რა თქმა უნდა, ძალიან გონივრული პასუხი იქნება, რომ ჟირაფს ასეთი კისერი სჭირდება მაღალ ხეებზე საკვების მისაღწევად და ასეც ისწავლება სკოლებში, რომ საუკუნეების მანძილზე ადაპტაციის შედეგად დაუგრძელდა კისრის მალები, რომელიც ზუსტად იმდენივე აქვთ, რამდენიც ნებისმიერ ძუძუმწოვარს და მათ შორის ადამიანს. მაგრამ მეცნიერები არ ჩქარობენ მიიღონ ეს ვერსია, როგორც ერთადერთი და სწორი. ამიტომ, ეს კითხვა კვლავ ღიაა და მასზე ოფიციალური პასუხი არ არსებობს.


2. რატომ მიფრინავენ ფარვანები შიქისკენ?
კითხვაზე მეცნიერებამ ჯერ კიდევ ვერ იპოვა პასუხი
image

მათი ეს ქცევა იმდენად გავრცელებულია, რომ ძნელად თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ ფენომენის ახსნა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ფარვანები შუქის წყაროსთან მიახლოებისას იღუპებიან, ისინი მაინც მიფრინავენ მისკენ. იკაროსს არ გაგონებთ? როცა მზესთან მიახლოებულს ფრთები დაეწვა? ნუთუ ფარვანებიც ჭეშმარიტებას ეძებენ?




3. საიდან იციან ფრინველებმა სად უნდა იფრინონ?
კითხვაზე მეცნიერებამ ჯერ კიდევ ვერ იპოვა პასუხი
image

ადრეული ბავშვობიდანვე ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვას, თუ საიდან იციან გადამფრენმა ფრინველებმა საით უნდა იფრინონ ​​გამოზამთრებისთვის და სად დაბრუნდნენ მერე ისევ. ერთადერთი ვარაუდი, რომელსაც მეცნიერება აცხადებს, არის დედამიწის მაგნიტური ველის გავლენა. ამ ეტაპზე ეს ვარიანტი ერთადერთია, მაგრამ ის არ იქნა მიღებული, როგორც სწორი პასუხი ამ კითხვაზე.



4. რატომ ვამთქნარებთ და რატომაა გადამდები მთქნარება?

image

დიახ, ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ ადამიანი, ისევე როგორც სხვა ხერხემლიანები, ამთქნარებს ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობის გამო. მაგრამ არც ეს ვერსია დამტკიცებულა ოფიციალურად. ამიტომ, მეცნიერებს არ შეუძლიათ ამ ფენომენის სრულად ახსნა.

5. რატომ გვესიზმრება სიზმრები?
კითხვაზე მეცნიერებამ ჯერ კიდევ ვერ იპოვა პასუხი


image

უამრავმა მეცნიერმა და მათ შორის ყველაზე საინტერესოდ ამ საკითხს ზიგმუნდ ფროიდმა მიძღვნა შრომები, მაგრამ აქაც არ არსებობს ერთიანი მკაფიო პასუხი. ზოგი ამბობს, რომ სიზმრები შეიძლება შეუსრულებელი სურვილები იყოს, ზოგი კი ამტკიცებს, რომ სიზმრები მხოლოდ ნერვული იმპულსებია.




6 საიდან გაჩნდა გრავიტაცია?
image
კითხვაზე მეცნიერებამ ჯერ კიდევ ვერ იპოვა პასუხი

მეცნიერება ამ კითხვას მრავალი წლის განმავლობაში სვამდა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთ-ერთი კითხვა, რომელზეც მეცნიერებას ყველაზე მეტად სურს პასუხის გაცემა. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი: კლასიკური ფიზიკისა და კვანტური მექანიკის მარადიული ბრძოლა.

7 როგორ მუშაობს მეხსიერება?

image

დიდი ხნის განმავლობაში, მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ მეხსიერების მექანიზმები განთავსებულია ჰიპოკამპუსში, თავის ტვინის ქერქში ან მიმოფანტულია ნეირონების გაურკვეველ ჯგუფში.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა პირველად მოახერხეს თაგვების მეხსიერების კონტროლი ზოგიერთ ნერვულ კავშირზე ზემოქმედებით. ეს, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ როგორ განსაზღვრავს ტვინი რომელი მათგანი გამოიყენოს გამოიყენოს?


8. მართალია, რომ ცხოველები მიწისძვრებს წინასწარმეტყველებენ?

ეს იდეა კარგია, მაგრამ მეცნიერებს მტკიცება სჭირდებათ.

image

შინაური ცხოველების უცნაური ქცევის შემთხვევები ცნობილია ძველი საბერძნეთის დროიდან, მაგრამ ყველა ეს ამბავი ანეკდოტის ხასიათს ატარებს და საერთოდ, ცხოველის რომელი ქცევა შეიძლება ჩაითვალოს ისე უცნაურად, რომ "პროგნოზირებაზე" ისაუბროს? გარდა ამისა, ისინი, როგორც წესი, ამაზე საუბრობენ მომხდარის შემდეგ.

უდავოა, რომ ცხოველები მგრძნობიარენი არიან ბუნებრივი პირობების ცვლილებების მიმართ - სეისმური ტალღებიდან ელექტრომაგნიტური ველის დარღვევებამდე, მაგრამ გაუგებარია, წინ უსწრებს თუ არა ასეთი ცვლილებები მიწისძვრებს.

კიდევ უფრო რთულია ექსპერიმენტის დაყენება, რადგან ამისათვის აუცილებელია კატაკლიზმის მოწყობა. რამდენიმე ”ბედნიერი” დამთხვევა მოხდა ნეფტეგორსკში, როდესაც მიწისძვრა დაიწყო ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს, მაგრამ ამ შემთხვევაში მიღებული მონაცემები საკმაოდ წინააღმდეგობრივია.


9. არსებობს თუ არა ფერომონები?

image

შიშს სუნი აქვს? მაგალითად, გრძნობთ თუ არა ვირთხას შორიდან? ცხოველები დიდი ხნის განმავლობაში და წარმატებით ურთიერთობდნენ ქიმიური სიგნალების დონეზე, მაგრამ შეუძლია თუ არა ეს ადამიანს?

ზოგი საუბრობს ქცევის უდავო ცვლილებაზე და ადამიანის ფიზიოლოგიის რეაქციაზე ქიმიურ სიგნალებზე, მაგრამ მაინც შეუძლებელია იმის თქმა, თუ ვინ არის ამ ცვლილებების ინიციატორი. დაე, წარწერებმა სუნამოებსა და შხაპის გელებზე თქვან, რომ სწორედ ეს "ფერომონის" გახდის თქვენს ორგანიზმს მიმზიდველს! მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან რა არის ფერომონები.

მაშინაც კი, თუ ადამიანში რაიმე "ქიმიური სიგნალი" არსებობს, ბოლომდე გაუგებარია, როგორ "შიფრავს" ამ სიგნალს მიმღები მხარე. ძუძუმწოვრებსა და ქვეწარმავლებში ამ მიზანს ემსახურება ვომერონაზალური ორგანო, რომელიც ჩვენც გვაქვს, მაგრამ აქვს სუნის ფუნქციები და მისი სენსორული უჯრედები არ არის დაკავშირებული ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან.

0
279
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0