x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა არის ვულგარული იქთიოზი?

image


ვულგარული იქთიოზი არის კანის მემკვიდრეობითი ან შეძენილი მდგომარეობა, როდესაც კანს მკვდარი უჯრედები არ სცილდება, შედეგად მშრალი, მკვდარი უჯრედები აკუმულირდება და ეკრობა კანის ზედაპირს, რაც იძლევა თევზის ქერცლის მსგავს სურათს.უმეტეს შემთხვევაში მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ვლინდება სხეულის კონკრეტულ არეზე, მძიმე შემთხვევებში კი მკვდარი უჯრედებით იფარება სხეულის უფრო დიდი ნაწილი, მათ შორის მუცლის მიდამო, ზურგი და კიდურები.ამრიგად, ვულგარული იქთიოზი ანელებს კანის ბუნებრივი ცვლის პროცესს და იწვევს პროტეინ კერატინის ქრონიკულ, ჭარბ დაგროვებას კანის ზედაპირულ შრეში.

მისი სიმპტომებია:
აქერცლილი სკალპი
ქავილი
პოლიგონალური ფორმის ყავისფერი, ნაცრისფერი ან თეთრი ქერცლის არსებობა
კანის ძლიერი სიმშრალე
შესქელებული კანი

ქერცლი ჩვეულებრივ ჩნდება იდაყვებსა და ქვედა კიდურებზე, კანი განსაკუთრებით სქელდება და მუქდება წვივებზე.სიმპტომები უარესდება ზამთარში, როდესაც ჰაერი ცივი და მშრალია.
იქთიოზის მძიმე შემთხვევების დროს ფეხისა და ხელის გულებზე ჩნდება ღრმა, მტიკვნეული ნახეთქები.

იქთიოზის ეტიოლოგიური ფაქტორი გენის მუტაციასთან არის დაკავშირებული.ხდება გენის აუტოსომურ დომინანტური დამემკვიდრება, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ერთი მშობლის მუტაციური გენი არის საკმარისი იმისთვის, რომ შვილს გადაეცეს იგი.
იმ შემთხვევაში თუ მუტაციური გენი აქვს მხოლოდ ერთ მშობელს, ასეთ ბავშვებს უვლინდებათ იქთიოზის საშუალო ფორმა, ხოლო თუ 2 მშობელი არის მატარებელი ვლინდება მძიმე ფორმა.ჩვეულებრივ, ასეთ ბავშვებს დაბადებისას აქვთ ნორმალური კანი, თუმცა პრობლემა თავს იჩენს სისცოცხლის პირველივე წლებში.
არსებობს იქთიოზი სხვა, არა გენეტიკური ეტიოლოგოლგიური ფაქტორებიც, იქთიოზის ამ ფორმას შეძენილი ეწოდება და ასოცირებულია სხვადასხვა დაავადებებთან, მაგალითად, როგორიცაა სიმსივნე, ფარისებრი ჯირკვლის დაავდებები, თირკმლის უკმარისობა, HIV/AIDS და ზოგიერთი მედიკამენტის მიღება.
ვულგარული იქთიოზი შესაძლოა გამოვლინდეს კანის სხვა დაავდებების, ატოპიური დერმატიტის(ეგზემა) ან პილარული კერატოზის, დროსაც.

გართულება, რაც იქთიოზს შეიძლება მოყვეს არის მეორადი ინფექცია და გადახურება, რაც ჩვეულებრივ ჰიპერჰიდროზით ვლინდება.

დიაგნოზის დასასმელად საჭიროა ფიზიკური გამოკვლევა, ასევე სისხლის ანალიზი და კანის ბიოფსია, რაც საჭიროა სხვა დაავადებების გამოსარიცხად, როგორიცაა ფსორიაზი, ვინაიდან სიმპტომები მსგავსია.კანის ბიოფსია გულისხმობს კანის მცირე ნაწილის მოცილებას და მის გამოკვლევას მიკროსკოპის ქვეშ.

არ არსებობს, იქთიოზისგან განკურნების გზა.თუმცა საჭიროა ექსფოლიაციური კრემებისა და მალამოების მოხმარება, ალფა ჰიდროქსიდის მჟავების შემცველობით, როგორიცაა რძემჟავა და გლიკოლის მჟავა, ისინი აკონტროლებენ კანის ბუნებრივი ცვლის პროცესს და ზრდის კანის დატენიანების ხარისხს.
ორალური მედიკამენტებიდან ინიშნება რეტინოიდები, რომლებიც ა ვიტამინიდან წარმოებულია, ის ამცირებს კანის უჯრედების წარმოქმნას, თუმცა მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას მის გვერდით ეფექტებს- ტუჩების შესიება, თვალის ანთებითი პროცესები, თმის დაკარგვა.
რეტინოიდები არ ინიშნება ორსულებში, ვინაიდან ის გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე.

იქთიოზთან ერთად ცხოვრება რთულია, განსაკუთრბით ბავშვებისთვის, მთავარი ამ მდგომარეობასთან გასამკლავებლად არის სწორი მენეჯმენტი და რუტინის შექმნა:
დიდი ხნის განმავლობაში მიიღეთ აბაზანა, იმისთვის რომ კანი დარბილდეს და მსუბუქად გაიხეხეთ კანი სპეციუალური ღრუბელით, შემდეგ ფრთხილად შეიმშრალეთ პირსახოცით და სანამ კანი ჯერ კიდევ ნოტიოა დაიტანეთ დამატენიანებელი.გამოიყენეთ დამატენიანებლები, რომლებიც შეიცავს შარდოვანასა და პროპილენგლიკოლს ან გამოიყენეთ ნავთობის ჟელე (petroleum jelly).
გარდა, აბაზანის შემდგომ დატანილი დამარბილებელი საშუალებებისა, დღეში ორჯერ დაიტანეთ ისეთი დამატენიანებელი, რომლებიც შეიცავს შარდოვანას, რძემჟავასა და სალიცილის მჟავას მცირე კონცენტრაციას.ვინაიდან, მსუბუქი მჟავა უზრუნველყოფს მკვდარი უჯრედების მოცილებას, შარდოვანა კი დატენიანებას.

0
64
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო მჭედლიძე
ნინო მჭედლიძე
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0