x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ვასილ მაღლაფერიძე "მთავარი არხის" ჟურნალისტზე:"ექთანს ეგონა, ჩემი ჯანმრთელობით ნამეტანი შეწუხებული მაგრამ ოდნავ ჩლუნგი გულშემატკივარი მირეკავდა და მკითხა, მე ხომ არ ავუხსნაო?!"

image

“მთავარის” ჟურნალისტი მირეკავს და მეკითხება, თქვენი წასვლა რით იყო განპირობებულიო?! ვპასუხობ, ჯანმრთელობის მდგომარეობით, საავადმყოფოში ვარ-მეთქი. ფარულ ჩანაწერებზე რას იტყვით, ამას ხომ არ უკავშირდება თქვენი წასვლაო?! მე ვპასუხობ, ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვინც ჩაიწერა და დაამონტაჟა, თახსირია, მაგრამ მე სასწრაფოდ დამჭირდა ოპერაცია და ამისთვის ვემზადები-მეთქი. ეგ კიო და იწყებს თავიდან იგივეს, მეც მეათედ ვუყევები ჩემი ოპერაციის შესახებ და ექთანს ეგონა, ჩემი ჯანმრთელობით ნამეტანი შეწუხებული მაგრამ ოდნავ ჩლუნგი გულშემატკივარი მირეკავდა და მკითხა, მე ხომ არ ავუხსნაო?!



P.S. ახლა “თლათ” ისე ნუ ვიზამთ, ჟურნალისტის ხსენებაზე ჟრუანტელი უვლიდეთ ადამიანებს.“, -წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

image



შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვასილ მაღლაფერიძე პარტიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს.ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება მან თავად გააკეთა:


„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ! “, -დაწერა ვასილ მაღლაფერიძემ.

0
107
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0